Evernote იყო საკმაოდ სასარგებლო ხელსაწყო – სხვადასხვა ინფორმაციისთვის შესანახად, აზრების ჩასაწერად.
მე ვიყენებდი საინტერესო სტატიების შესანახად, ჰარმონიკის ნოტებისა და სხვადასხვა იდეების ჩასაწერად.
ბოლო ორ წელიწადს (ან მეტს?!) აღარ ვიყენებდი, ვინაიდან სხვა რამეებით ვიყავი დაკავებული და თვით-ორგანიზება საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ახლა კი, როცა გადავწყვიტე ჩემი ცხოვრება დამელაგებინა და ჩამომეწერა ყველა პროექტი თავისი განრიგით და ეტაპებით, Evernote-ში დამხვდა თითქმის ცარიელი ეკრანი:

ჩემი ალბომების სანახავად აუცილებლად უნდა დავაჭირო მრგვალ ღილაკს. რომ დავაჭერ, გვერდიდან ზანტად გამოცოცდება ალბომების ჩამონათვალი. მუშაობის პროცესის თითქმის 90%-ში ჩემი თვალი უყურებს თითქმის ცარიელ ეკრანს.
გამიგია მინიმალიზმი და დიდი გულშემატკივარი ვარ მინიმალისტური და ფუნქციონალური დიზაინისა.
დიზაინიერებს ხშირად მოჰყავთ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის გამონათქვამი:
“Perfection is achieved, not when there is nothing more to add, but when there is nothing left to take away.”“სრულყოფილობა მიიღწევა არა მაშინ როცა აღარაფრის დამატება, არამედ როცა აღარაფრის მოშორება არის შესაძლებელი.”
ბევრ შემთხვევაში ეს შეიძლება მართალი იყოს, მაგრამ ჩემი აზრით ყველაფერს ზომიერება სჭირდება. ამიტომაც მოვიყვან პარაცელსუსის ციტატას საპირისპირო არგუმენტად:
“The dose makes the poison”
“დოზა განსაზღვრავს საწამლავს”
ნამეტანმა მინიმალისტურმა დიზაინმა დამიტოვა თითქმის ცარიელი ეკრანი Evernote-ის გამოყენებისას. ხელსაწყოები სადღაც უკანალშია გადამალული. უკვე რამდენჯერმე შევეცადე შეჩვევას, მაგრამ ამაოდ. ჩემთვის ევერნოუთი მკვდარია — ვეძებ კარგ ალტერნატივას (OneNote არ შემომთავაზოთ!) . იმედია ეს ოდესმე გასწორდება.
Google Keep-ს ვიყენებ მე და ცუდი ნამდვილად არაა, მარტივი გამოსაყენებელია და რაც მთავარია, To do ლისტის გაკეთებაც შემიძლია თავისი ‘პწიჩკებით’
LikeLike
მადლობა 🙂 ვსინჯავ.
Todo-სთვის ვიყენებ Wunderlist-ს
LikeLike
evernote-ს პრობლემას მინიმალიზმი ვერც დაერქმევა.
LikeLike