გუშინ დილით დავინახე, რომ Steam-ზე იყო დიდი ფასდაკლება თამაშზე Life Is Strange, მისი MacOS-სა და Linux-ზე გამოსვლასთან დაკავშირებით! ფასდაკლების გარდა, აღმოჩნდა რომ პირველი ეპიზოდი (ხუთიდან) სრულიად უფასოა!
უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო, რომ პირველი ეპიზოდის გამოსვლიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, თამაშსა და ძრავზე მუშაობა ისევ გრძელდება! ამას ჰქვია მხარდაჭერა.
“ცხოვრება უცნაურია”
პირველი ეპიზოდი დავხურე დაყენებისთანავე. ამისთვის დამჭირდრა ~2 საათი. როგორი ორი საათი! სათავგადასავლო point-n-click ინტერაქტიული ამბავი გვიყვება 18 წლის გოგონას ცხოვრების შესახებ. მაქსი 12-ე კლასშია, დადის კერძო სკოლაში. უყვარს მუსიკა, უცნაური კინოები და – ყველაზე ძლიერ – მას იტაცებს ფოტოგრაფია. ერთ მშვენიერ დღეს მაქსი აღმოაჩენს, რომ მას შეუძლია დროის უკან გადახვევა. სპარსეთს პრინცესა, ეს ჩვენი!
ამბავი მაქსისა დროის მფლობელისაი არ არის მორიგი “ფურთხით შეკრული” ფულის მახე – ის ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. თინეიჯერობა, როგორც ღმერთობა, საკმაოდ ძნელი რამეა. ჩვენ საკმაოდ ღრმად ვეცნობით მაქსის პირად ცხოვრებას მისი სატელეფონო მიმოწერებიდან, პირადი დღიურიდან (რომელიც შემქნელებმა დიდი სიყვარულით დაწერეს და გააფორმეს ❤ ). იგრძნობა, რომ ეს თამაში არის “სიყვარულის ბავშვი”.

საინტერესოა ცხოვრებისეულ საკონფლიქტო სიტუაციას აკვირდებოდე – გააკეთო არჩევანი, ნახო რა გამოვა და მერე უკან დააბრუნო დრო. ისე ატრიალო, ასე გადმოატრიალო – როგორც მაიმუნი სათვალეს. მოკლევადიანი შედეგები გასაგებია, მაგრამ პეპლის ეფექტიც უნდა გვახსოვდეს — რა იქნება ჩვენი კონკრეტული არჩევანის შედეგი ერთი კვირის შემდეგ? ერთი თვის შემდეგ? გადასახვევი ბევრია, გზა კი ერთი უნდა აირჩიო.

მეგობრები, საუკეთესო მეგობრები. BFF, საუკეთესო მეგობარი სამუდამოდ! მერე კი წლები გადის და ერთმანეთს ვერ ხედავთ. მიწერ-მოწერაც ძნელია. ხანდახან აიღებ ტელეფონს ხელში, აკრეფ შეტყობინებას და არ აგზავნი — უფრო მეტის თქმა გინდა. მერე ცხოვრების ტალღა მოგიტაცებს და “OK” ღილაკზე დაჭერა გავიწყდება. ასე გადის თვეები. წლები.

ოჯახური კონფლიქტები და თინეიჯერული ომი სამყაროსთან. ყველასათვის კარგად ცნობილი teenage drama. ყოველივე ეს და მეტი გადაცემულია ერთი ფრაზით – “ცხოვრება უცნაურია”.
მოკლედ, თამაში არ მაქვს ბოლომდე დახურული, მაგრამ უკვე ყველას გირჩევთ! განსაკუთრებით, ვისაც უყვარს ემოციური ამბები, დეტექტივი, მისტიკა და გიტარაზე დაკრული მუსიკა 🙂
ეს ქართულად გაასწორებდაა
LikeLike