ბლუთუსი, გამაძლიერებელი, ხმის სტერეო ამწევ-დამწევი – ყველაფერი საკმაოდ მარტივია. უბრალოდ ხელის განძრევა და იმის შეცვლა რაც უკვე მუშაობს — რთულია, როცა პატარა ოთახში ცხოვრობ და სათანადო ხელსაწყოები არ გაქვს. If it’s not broken, don’t fix it.
წინა ვერსიასთან შედარებით კარგი წინსვლაა. უბრალოდ ნელი 😦
გამოყენებულია:
- MPow Bluetooth აუდიომიმღები
- Pioneer TS-F1034R დინამიკები
- AC-to-12Vdc გადამყვანი
- 7805 ძაბვის მარეგულირებელი
- ორბილიკიანი პოტენციომეტრი
- გამაძლიერებელი PAM8403-ს საფუძველზე
- ხის ყუთი და მასში ხელით ჩადგმული: აუდიო პორტი, ხმის დამწევი, გადამრთველი LED შუქით
- წინაღობები, ტევადობები
გადადგმული ნაბიჯები:





შემდეგი ნაბიჯები:
- ახალი სტერეო გამაძლიერებელი 15 ვატზე (ეს მხოლოდ 5w+5w არის), ისევ D-კლასის, რადგან სხვა კლასები უამრავ სიმძლავრეს ფანტავენ სიცხის სახით
- ყუთი არ იხურება… ზომები მოვარგო და დაიხუროს 🙂
- როცა ლურჯკბილა და გამაძლიერებელი ერთი წყაროდან იკვებებიან, ლურჯკბილადან (კვების გზით) ხმაური გადადის გამაძლიერებელში. ეს უნდა გაიფილტროს. სასურველია ოსცილოსპოპით დავაკვირდე რანაირი ხმაურია, მაგრამ ოსცილოსკოპი არ გამაჩნია ამ ეტაპზე.
- ლურჯკბილა და aux შესავალი ერთად მუშაობდეს
- დავამაგრო ელექტრული ნაწილები ყუთზე
- ჩავსვა ბატარეა. ამ ეტაპზე ალბათ ერთჯერადი კრონა +9v, მაგრამ მომავალში დამმუხტვადი აკუმულატორი და მისი დამცავი წრედი
- ბოლოს და ბოლოს გავზომო რა სიმძლავრეს მოიხმარს გამაძლიერებელი + ლურჯკბილა და რა სიმძლავრე გაიფანტება ძაბვის მარეგულირებელზე.
ეს კიდევ საკმაოდ მარტივი და თავმდაბალი ნაბიჯებია 😀
გამარჯობა მეგობარო. სად შეიძლება თქვენთან დაკონტაქტება? რაღაც კითხვა მაქვს.
LikeLiked by 1 person
გამარჯობა! აქ შეგიძლიათ, ან ელფოსტაზე: acidlabz ეთ გმეილ ქომ
LikeLike
მოგწერეთ მეილზე
LikeLike