MIT ინტერნეტ-თაობის განათლების სისტემაში edX.org ხელმისაწვდომი გახდა საინტერესო კურსი: Introduction to Control System Design – A First Look, რაც ნიშნავს “შესავალი მართვის სისტემებში – პირველი დანახვა“. ზოგიერთს შეიძლება სულაც სასაცილოდ მიაჩნდეს – ყველაფერი მარტივ დონეზეა ახსნილი და ბევრ მომზადებას არ მოითხოვს.
საქმე იმაში არაა, რომ ეს კურსი ზედაპირულად ეხება მართვის სისტემებს. არა – მოცემული კურსი არაჩვეულებრივია იმიტომ, რომ ის ძირითადად ლაბორატორიულია (ანუ, პრაქტიკაზე ორიენტირებული)!! მე განსაკუთრებით გამიხარდა ამ კურსის აღმოჩენა: პრინციპში თსუ-შიც გავიარე მართვის სისტემები (ბაკალავრიატი), MS&T-შიც გავიარე ციფრული მართვის სისტემები(მაგისტრატურის ნაწილი). ყველგან გავიარე მათემათიკა და დიაგრამები. ფორმულებში სულის ჩაბერვა კი დაავიწყდათ ორივეგან… ახლა მე შანსი მომეცა 🙂
ესეიგი, ელექტრომექანიკური ნაწილი ავაწყე:

დარჩა პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა და კურსის აღება, სავარჯიშოების გაკეთება. საბოლოო მიზანი არის პროპელერიანი ხელის კონკრეტულ მდოგმარეობაში დაფიქსირება და მისი შეშფოთების შემთხვევაში წონასწორობის მდგომარეობაში დაბრუნება.
ძირითადი ნაწილები
- მმართველი: Arduino Nano
(მას დავაპროგრამებთ წონასწორობის შენარჩუნების მართვის სისტემით) - ამძრავი: ჩინურ ჯოხზე დამაგრებული ძრავი პროპელერით
(იკვებება ცალკე წრედით: PNP მძლავრი ტრანზისტორი, მისი ამძრავი პატარა NPN ტრანზისტორი იმარტება მმართველიდან PWM-ის საშუალებით) - სინჯი: ჯოხი დამაგრებულია პოტენციომეტრზე
(ძაბვის გამყოფზე მიღებული ანათვალი დახრის კუთხის მანიშნებელია)
მოიგვიანებით თუ მოვახერხებ, აღვწერ კურსის სასწავლო ნაწილში რა შედიოდა და ვიდეოსაც გადავიღებ!