ჩემს შესახებ

თქვენ იმყოფებით უცნაურ ბლოგზე: მასზე ხდება სხვადასხვა მასალების გამოქვეყნება კონკრეტული თემატიკის გარეშე… შეიძლება ზოგიერთმა უცნაურმა რამემ საკმაოდ გაგაკვირვოთ 🙂

თავიდან დაგეგმილი მქონდა, რომ ეს ბლოგი პირადული იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან იშვიათად დაინახავთ ჩანაწერს, სადაც ჩემს თავზე ვსაუბრობ. ყველაზე ხშირად ვწერ “რეცეპტებს”, სადაც რაიმე მინიშნებებია, ან ტუტორიალები სხვადასხვა თემატიკაზე.

მე მიტაცებს:

  • ელექტრომაგნიტური თავსებადობა
  • ელექტრონული და ელექტრონული ინჟინერია
  • რიცხვითი მეთოდები
  • კომპიუტერული თამაშები
  • თამაშებისა და პროგრამების ქართულად თარგმნა
  • ლინუქსი ❤ და გეიმინგი მასზე (SteamOS!)

ძალიან ვაფასებ და უგულშევმატკივრებ ღია წყაროს და თავისუფალ პროგრამულ უზრუნველყოფას. სხვათაშორის, ღია წყაროს ხელსაწყოების აგებაც საინტერესოა 🙂

პროფესიით ვარ ელექტრული ინჟინერი, ელექტრომაგნიტური თავსებადობის (EMC ) განხრით. ვსწავლობ მისურის მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (Missouri S&T), მაგისტრატურაზე. ვცდილობ დროდადრო გამოვაქვეყნო საგანმანათლებლო ჩანაწერები ამ თემატიკაზე.

– – –

ამ ბლოგზე გამოქვეყნებული მასალის სხვაგან გამოქვეყნება აკრძალულია ჩემი ნებართვის გარეშე. დამიკავშირდით თუ გსურთ სხვაგან რაიმე ჩანაწერის გამოქვეყნება!

– – –

 

თუ რამე გამახსენდება, ჩავამატებ 🙂

Advertisements

6 thoughts on “ჩემს შესახებ”

  1. მე დათო შენგელია ვარ, თბილისის ხელნაწერთა ინსტიტუტიდან. ლინუქსის მომხმარებელი ვარ, მაგრამ პროგრამისტი – არა. ლინუქსზე რომ გადავედი და ინტერნეტში ვკითხულობდი ხოლმე-ხოლმე, ბევრგან ეწერა, რომ ენთუზიაზმზე კეთდება ძალიან ბევრი რამე ლინუქსის სფეროში – ყველანაირ ინოვაციას, შემოთავაზებას მივესალმებითო.
    მე ძველ ქართულ ტექსტებზე ვმუშაობ. და ამ ტექსტების დაკაბადონება არის ძალიან ძნელი. დაკაბადონების პროგრამები არ არის ადვილი და ამგვარი ტექსტის დაკაბადონებისთვის საჭირო გაჯეტები არა აქვს. LibreOffice-ს მივწერე და რამდენიმე ფორუმებზე დავკიდე, ხომ არავინ დაინტერესდებით, LibreOffice-ს რომ ნელნელა დავუმატოთ ისეთი ხელსაწყოები, რომლებიც ძველი ტექსტების პუბლიკაციას გააადვილებს-მეთქი. – ბევრი არ არის. არავინ არ დაინტერესდა. ნუ, ძალიან გასაგებია – ენთუზიაზმი არის საკუთარი იდეების განხორციელება და არა სხვისი “შეკვეთის” კეთება. ერთმა მომწერა, გრანტი გააკეთე და კი, ბატონო, გავაკეთოთო. მე არა ვარ პროგრამისტი და ამ სფეროში გრანტს როგორ დავწერ.
    “ღია წყაროს ხელსაწყოების აგების” საინტერესოობამ გამახსენა…
    დათო

    Like

    1. დავით, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა! 🙂
      ძალიან მიხარია, რომ ასეთი საქმით ხართ დაკავებული! ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ძველი ქართული ხელნაწერების კომპიუტერულ ფორმაში შენახვა.

      თუმცა ბოლომდე ვერ მივხვდი, რას გულისხმობთ “საჭირო გაჯეტებში”? Libreoffice-ს აქვს საშუალება გამოსახოს და შეინახოს ძველი ქართული სიმბოლოები. PDF-ად შენახვაც არის შესაძლებელჲ.

      თუ შეგხვედრიათ BPG შრიფტები? ჩვენი დროის უალმაზესი და ელეგანტური შრიფტები შექმნილია ბ-ნ ბესარიონ გუგუშვილის მიერ. ერთ-ერთი საუკეთესო არის შრიფტთა ოჯახი “Dejavu“, ის შეიცავს ყველა არსებულ ქართულ დამწერლობას.

      გარდა ამისა, მის მიერ შექმნილია OpenOffice-ის დამატებითი ფუნქციონალობა (ე.წ. “მაკროსები”), რომლებიც საშუალებას გაძლევენ ტექსტი გადაიყვანო მხედრულიდან ნუსხურში, მთავრულში, ნუსხახუცურში და პირიქით. LibreOffice-ში უნდა იდეალურად იმუშაოს.

      გამოგადგებათ ასეთი რამ? 🙂

      Like

  2. გიო, გამარჯობა, ისევ დათო შენგელია ვარ. ჩემი იმეილი მიიღე? არა ვარ დარწმუნებული, რომ მოგივიდა და მარტო აიტომ გეკითხები.

    Like

    1. სალამი დათო!
      შენგან მეორე წერილს ველოდი, pdf ფაილზე აგიხსნიო და მეგონა სხვა წერილსაც ამზადებდი 🙂 არა?

      Like

  3. უი, ეგ გამოგიგზავნე იმეილით და, ალბათ, არასწორად მივუთითე და არ მოგივიდა. შეგიძლია შენი იმეილი ამ იმეილზე რომ გამომიგზავნო?: shengelia.david@yahoo.com და ხელახლა გამოგიგზავნიდი. აქ ვერ მოვახერხე pdf-ის ატვირთვა.
    გიო, არ მინდა ნაგლი რომ ვიყო. არ მინდა იფიქრო, რომ გაწვები, რომ რაღაც გაგაკეთებინო. უბრალოდ, გიზიარებ ამბავს. ეგებ, ან არ იყოს რთული საითხი, ან ისედაც დაინტერესდე, ან რჩევა მომცე.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

cd /home/dracid/

%d bloggers like this: