ოფტოპიკი:
…ბოლო რამდენიმე დღე ავად ვიყავი – გრიპის ვირუსი დადის ქალაქში… ჩემმა ბედმა იფიქრა: “all the cool guys do that!” და ახლა ვარ ისეთ დღეში, რომ მთელი დღე მომიწია სახლში ჯდომა და ცხელი ლიმონიანი ჩაის სმა. ახლა უკეთ ვგრძნობ თავს, იმედია ხვალ დილამდე გამივლის[სასწავლებეში უნდა წავიდე].
ასეთი კომენტარი მივიღე რამდენიმე ადამიანისგან, რომ “ან ნასვამი, ან დაბოლილი ხარ შენს ვიდეოებში”-ო… (*იღიმება*)
– კი, მეც შევნიშნე ასეთი რამ… მაგრამ იმედი მქონდა, ხალხი მიხვდებოდა თუ რაში იყო საქმე: ძალიან დაღლილი ვიყავი, ახლა კი უარეს დღეში ვარ, და ამიტომ ასეთი ილუზია იყო. შევეცდები დანარჩენი ვიდეოები დღის განმავლობაში გადავიღო, ანუ იმ დროს, როცა ენერგიისგან არ ვარ დაწურული… 🙂
***
ახლა კი მინდა ვილარაკო იმ ფილმზე, რომელმაც გამიხილა თვალები ბევრ რამეზე, ცხოვრების ბევრ ასპეკტს სხვანაირად ვხედავ მაგის მერე. თავინდანვე მინდა გაგფრთხილოთ: ფილმში არის ბევრი ტეზისი,

რომლების დამტკიცება ძნელია[თუ არა შეუძლებელი] ჩვეულებრივი ადამიანისთვის(ინტერნეტში და ბიბლიოტეკებშიც რომ დაძებნოს), ასე რომ ყველაფერს არ დაუჯეროთ რასაც იტყვიან.
ფილმის 20% არის სუფტა დონის bullshit[ანუ მარაზმი], სადღაც 50% ჟღერს როგორც სიმართლე, რომლის დამტკიცება ტიტანურ ენერგისს ხარჯებს მოითხოვს, დანარჩენი 30% კი, უფრო სიმარტლეს გავს, ვიდრე ტყუილს.
მე მაგ ფილმს ვუყურებ, როგორც სიმართლის შესაძლებელ ვარიანტს და საფიქრალ თემას[ფილმში რაზეც ლაპარაკობენ სინადვილეში შეიძლება მომხდარიყო… What if…?]. ეს არის ჩემი პირადი შეხედულება მაგ კინოზე, თქვენ თქვენი გექნებათ, მთავარია ბრმად არ დაუჯეროთ.
ინტერნეტის ერთ-ერთ უდიდეს ფილმების მონაცემთა ბაზის საიტზე, Imdb.com, ფილმ Zeitgeist, The Movie (2007)-ს მისცეს რეიტინგი 8.7/10.
ნუ, რაზე ახლა თვითონ კინო: ეს არის დოკუმენტალური ფილმი შემდეგ თემებზე:
- ქრისტიანული რელიგიის წარმოშვება და ისტორია;
- როგორ მოიპოვეს 20-ე საუკუნეში ამერიკელმა უდიდესმა ბანკებმა კონტროლი მსოფლიოს ქვეყნებზე;
- როგორ უკავშირდება ეს ორი თემა 20-ე და 21-ე საუკუნეების ომებს.
ფილმის გამოსვლისთანავე, Google.Video-ზე იქნა დადებული ავტორების მიერ. ასე რომ უფასოდ შეგვიძლია ვიხილოთ. ერთი პრობლემაა: ინგლისურადაა და არ ვიცი, თუ იქნა ქართულად ნათარგმნი. თუ არა, ერთ მშვენიერ დრეს დავჯდები და ქართულ ტიტრებს შევუქმნი.
მანამდე კი, ვუყუროთ:
P.S.(მაგის გარდა კიდევ ერთი ფილმი გამოშვეს 2008-ში, Zeitgeist Addendum, რომელიც ჯერ არ მინახია, Wikipedia-ში წერია რომ ფილმი მოგვითხრობს ამერიკის ‘ცენტრალურ’ ბანკზე, Federal Reserve System(ფედერალური რეზერვის სისტემა), CIA-ზე, ამერიკის უდიდეს კორპორაციებსა და ბევრ სხვა ორგანიზაციაზე, რელიგიაზე. მოკლედ მთავარი აზრია, რომ ყველა ზემოხსენებული დაწესებულება კორუმპირებული და მავნეა კაცობრიობისთვის და მათი შეცვლაა საჭირო. ფილმი შესაძლებელ გამოსავალზეც მოგვითხრობს: The Venus Project.)
P.P.S.(ინტერნეტში დავძებნე და მეორე კინოც ყოფილა გუგლზე. დაითრიეთ მზისუმზირა და უყურეთ: )