Category Archives: გაუგებარი

აქციები Kazantip-ის წინააღმდეგ


ნეტავ ხალხი თუ ხვდება, რომ ეკლესია და ჭორიკნები უკეთებენ ამ ფესტივალს უდიდეს პროპაგანდას?

ახალგაზრდობა ფესტივალის გარეშეც დაკავებულია სექსით. “გამკეთებლები” ისედაც “აკეთებენ”: კლუბებში, პარკებში, ბინებში, სასტუმროებში, საროსკიპოებში. ქალაქშიც და სოფელშიც. დიდებიც და პატარებიც. უბრალოდ არ ხმაურდება 🙂

სხვათაშორის, ბორდელები არანაირად არ გვაკლია ქვეყანაში, მაგრამ ვერ ვხედავ სამღვდელოება გამოდიოდეს მათი დახურვის აქციებით. პირიქით, დიდი ხანია რაც საქართველოში ტრადიციად იქცა 14-16-18 წლის ბიჭების ქალებში “მონათვლა”. თან ზუსტად “მონათვლას” ეძახიან, რაც საოცარ შეურაცჰყოფას უნდა აყენებდეს ეკლესიას. მაგრამ აქციები პარლამენტის და ბორდელების წინ რატომღაც არ ტარდება… რატომ?

ასე რომ, კაZანტიპი აქ არაფერ შუაშია, მეგობრებო.

kazantip_logo

Advertisements

Oh my Google! ეს რა რეკლამაა?


საღამოა. ვზივარ, ჩემთვის ვუყურებ კრისტოფერ ჰიტჩენსის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუს.

Suddenly! რეკლამა:

Hitchens

ნეტა ხესუსი ვინ არის? მოდით ვისაუბროთ ჭეშმარიტ ღმერთზე! რა იაღოვლებივით ეჩალიჩებიან ხალხს?

დროს რა ვუყო?


ამ ბოლო დროს, ასეთი პირი უჩანს, რომ მომიჭერს. როგორც უნივერსიტეტის მხრივ, ისე სამსახურის მხრივ. განსაკუთრებით, როცა ვიწყებ ჩემი საბაკალავრო ნაშრომის დაწერას.

გრაფიკი სამსახურში გასაკეთებელი საქმის გაწერილია ივნისის შუა რიცხვებამდე, თითოეულ დღეს უნდა ახასიათებდეს მკვეთრი პროგრესი. თუ რამე არ გამოვა, მთელი დიდი პროექტი კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. არადა მდგრადი განვითარება ისე მახასიათებს, როგორც საქართველოს ეკონომიკას 😦

საბაკალავრო თემა მაქვს საინტერესო, თუ არა გენიალური. რათქმაუნდა, აზრი მე არ მეკუთვნის, მე უბრალოდ განვავითარებ ჩემი ხელმძღვანელის ერთ საინტერესო იდეას. იმედია, ოდესმე დადგება დრო როცა შემეძლება აქ ვისაუბრო მის შესახებ. ძალიან ძალიან მარტივი და გენიალური იდეაა. ერთი სული მაქვს ავამუშაო 🙂

ეგ ხომ კარგი. თუ გამიმართლა, ყველაფერს წარმატებით დავწერ და დავამთავრებ თსუ-ს ბაკალავრიატს.

სხვა მხრივ, ახლა მეწყება სწავლა და სულ მცირე 5 საგანი უნდა ავირჩიო. როგორც წესი, ვცდილობ კარგად ვისწავლო, ვინაიდან GPA მაქვს გამოსასწორებელი. პირველი სემესტრის “ცოდვების” გამო, 3.5 მაქვს და საერთოდ არ მაკმაყოფილებს. თან საზღავრგარეთ უნდა ვცადო მაგისტრატურაში ჩაბარება. მანდ კი GPA მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთი არჩევნის წინ ვდგები, ჯერ სად ვარ? ან კარგად უნდა ვისწავლო, ან კარგად ვიმუშაო. ერთდროულად ორივე არ გამოვა. დიდი დატვირთვა არის იქაც და იქაც. იმედია რამეს მოვახერხებ…

Continue reading დროს რა ვუყო?

Nokia & MS Bing Maps საქს ესს


რატომ? იმიტომ რომ, ჩემო ბატონებო, თბილისი, როგორც აღმოჩნდა, წარმოადგენს შოსეთაშორისო ნაცრისფერ უდაბნოს:

ან ეს, ან ჩემს კომპიუტერში რაღაცა არასწორად მუშაობს…

Firefox Sync. უბრალოდ არ ვარგა.


არა, მე არ ვამბობ რომ ის უსარგებლოა. პირიქით – ინფორმაციის სინქრონიზება ყველა ჩემი მოწყობილობის შორის ძალზედ ხელსაყრელია! სანიშნეები, პაროლები, ისტორია, დანამატები და დაფებიც კი ყველგან ერთია! 🙂

ამ მომსახურების უდიდეს უპირატესობაში მდებარეობს მისი ყველა დიდი სისუსტე: ინფორმაცია იმდენად დაცულია, რომ ხშირად თვითონ მომხმარებელსაც კი უჭირს თავის სანიშნეებთან წვდომა!

გეტყვით მარტივად [არც ისე]:

ვთქვათ, მე შევქმენი Sync-ის ანგარიში და ჩემი სახლის ბრაუზერი ავტომატურად იმახსოვრებს ჩემს ინფორმაციას. იმისათვის, რომ მე დავამატო სამსახურის კომპიუტერი მე უნდა:

  1. მივიდე სამსახურში და ჩავიწერო 12-ნიშნა სპეციალური Sync კოდი
  2. ეს კოდი წავიღო სახლში და შევიყვანო “სანდო კომპიუტერზე”

ეს კი არაფერი, იტყვით, მაგრამ თუ ბევრი მოწყობილობა გაქვთ? თავის ტკივილია!

კიდევ პრობლემა:

სამსახურის კომპზე წვდომა არ მაქვს. სახლში ცეცხლაკუდა დაიკიდა და დამიზიანა პროფილი. ჩემი სახლის კომპი უკვე აღარაა სანდო.

როგორ დავამატო, რა ვქნა? – თურმე უნდა მოვითხოვო დამატებითი კოდი (32-ნიშნა??), რომელსაც გამოვიყენებ ჩემი სახლის მანქანის სანდო სტატუსში აღსადგენად უნდა გამოვიყენო ის და მერე ხელახლა ჩავამატო ორივე დანარჩენი მოწყობილობა: სამსახურის მანქანა და ტელეფონი.

რისთვის, მაინტერესებს, რის-თვის?!

რა ვქნა რომ ჩემს ყველა მოწყობილობას რამე დაემართოს? წტფ, მერამდენე დღეა ვიტანჯები.

რატომაა, რომ ქრომში ყველაფერი უბრალოდ მუშაობს?!?!

კიდევ ერთი გაღიზიანებული მომხმარებლის ციტატას მოვიყვან და დავიწყნარებ ნერვებს:

ჩემი სანიშნეები უფრო დაცულია ვიდრე ჩემი საბანკო მონაცემები

აუცილებლად გადავალ ოპერაზე და ვცდი მის მომსახურებას.

ვინმეს გიცდიათ Firefox Sync? მოგეწონათ? რა მოგეწონათ, რატომ?

ჩასწორება 26.სექ.2012: სანდო მანქანიდან უნდა ავიღოთ Recovery Key  და მინი მეშვეობით დავამატოთ ყველა დანარჩენი. რთული კი არ არის, მაგრამ: თუ კი სანდო მანქანა აღარ დაგრჩათ, ყველა მონაცემი იშლება… აღდგენის შანსი რაგინდ მცირე რიცხვია.

დღეს გარეთ გავედი…


და რა? ბევრი ვისაუბრეთ.

რაზე:

  • იმაზე, თუ რამდენად გარყვნილი და გაუნათლებელია ქართული საზოგადოება.
  • იმაზე, რომ ტელევიზია, თუნდაც სახელმწიფო, მაინც შოუ-ბიზნესია და ხალხი მაგას უყურებს იმიტომ, რომ საშუალო მომხმარებელს უნდა მისი ყურება.
  • იმაზე, რომ საყურებელი სხვა არც არაფერი არის და რომც იყოს, არ ვიცით უყურებდა ხალხი მაგას თუ არა?
  • იმაზე, არის თუ არა თანამედროვე ქართველი მამაკაცი ზარმაცი?
  • იმაზე, რომ ქართველმა ხალხმა დაკარგა სმის კულტურა. მართლაც. საერთოდ. საშინელებაა. როდის იყო, რომ ქართველი სვამდა უბრალო დათრობის მიზნით?
  • იმაზე, რომ საქართველოში ძალიან ვითარებაა სექსუალურ განათლებაში – ყველა მხოლო ბაზრობს იმაზე, თუ “როგორ ჯიგრულად შე**დო იმ მაგარ ნაშას”, ხოლო პირველკურსელები(და არამარტო) ორსულდებიან, ვითომაც პრეზერვატივი არ არსებობს…
  • იმაზე, რომ ბევრი სახელმწიფო ტელევიზია, რადიო, უნივერსიტეტები და ა.შ. ნერგავენ და უწევენ პოპულარიზაციას არამართლმადიდებულ წესებსა და იდეებს. შეიძლება არა პირდაპირ, მაგრამ აჩვენებს, რომ ეგ სრულიად ნორმალურია…

ვიკამათეთ… ვაგრძელებთ! 🙂

  • ქვა ქვაზე არ დავტოვეთ, წყალს გავატანეთ ქართველების მანქანის ტარების ჩვევები. რა წესია, შუქნიშანის წინ “ზებრაზე” დადგომა? ღვედები? არსებობს მითი, რომ ქუთაისი ფაბრიკები, თურმე, თავის დროზე უშვებდნენ მაისურებს ზედ დახატული ღვედებით? თითქოს შეკრული იყოსო 🙂 რა წესია? თავის თავს არ ვიცავთ მაგ ღვედებით?… ვერ ვხვდები, რა სჭირს ამ ჩვენ ხალხს… იმდენად ეზარებათ ღვედის გაკეთება, რომ ეს სიცოცხლის ფასად უღირთ?
  • ასევე, ცუნამის გავატანეთ თბილისში დადგმული.. კჰმ… ‘ფალოსი’, პროჟეკტორით ზედ… რა ფული დაიხარჯა! ხოლო, ესტეთიკური მნიშვნელობა – რიცხვი, უსასრულოდ ახლო ნულთან…
  • შევთანხმით, რომ ყველა ტოკ-შოუს წამყვანი უბრალოდ ართობს ხალხს და ყველა საცემია.
  • შევთანხმდით, რომ ქრისტიან მშობლებთა კავშირიც საცემია. ეს ხალხი იმაზე მეტად შეურაცჰყოფს ჩვენს ეკლესიას, ვიდრე ერეკლე დეისაძეს “საიდუმლო სირობა”. მე პირადად არ წამიკითხავს, მაგრამ ხალხის ცემა-ტყეპა გამოსავალი არ არის! ეკლესიის განუკითხაობის და ყოველშემძლების დრო დიდი ხანია გავიდა. ასე არ შეიძლება. იმ ხალხზე, ვისი რწმენაც ძლიერია, არასოდეს არ იქონიებს გავლენას არც “საიდუმლო სირობა” და არც მისი პრეზენტაცია სახელმწიფო უნივერსიტეტში. არც სატანისტური ფილმების ყურება და არც კი იაღოველთან ურთიერთობა. თუ რწმენა არ არის(ის კი, სამწუხაროდ, თითქმის დაილია…) – ადამიანი რაც არ უნდა ატარო ეკლესიაში და შეაშინო “მარადიული ალით”, არაფერიც არ ეშველება მაგ საწყალს…

მოკლედ, ძალიან პროდუქტიული საღამო იყო! მოიწია ბევრი სიგარეტი, მონაყოლი იყო ბევრი სასაცილო ისტორია უნივერსიტეტსა და სკოლიდან, ბევრი ვიკამატეთ…

ყოველ შემთხვევაში, დასკვნა ასეთია: რეფორმები, პირველ რიგში, უნდა მოხდეს ქართველ ხალხში. უნდა შეიცვალოს მისი მენტალიტეტი. მსოფმხედველობა. თუ ეს არ მოხდა, სახელმწიფო კარგს ვერც ვერაფერს მიაღწევს.

– გ.