Minecraft თამაშის შრიფტის ქართული ადაპტაცია:
MG Minecraft Georgian. კოდირება – Unicode UTF-8.
გადმოწერა: fonts.ge
სალიცენზიო შეთანხმება თანდართულია.
შემთხვევითი ტექსტი გენერირებულია საიტზე omedia.ge
მოგესალმებით მეგობრებო, იმის გამო რომ მე და გურამის დრო თითქმის აღარ გვაქვს, გვჭირდება დაახლოებით 3-4 ტესტერი ვინც გატესტავს Life is Strange-ს და სტალკერს და მომავალში სხვადასხვა თამაშს.
თუ გაინტერესებთ შემეხმიანეთ skhmaladze@uglt.org
მოთხოვნები: ქართული იცოდეთ კარგად და თამაშები გიყვარდეთ
თემა forum.ge-ზე.
თუ გსურთ მიიღოთ მონაწილეობა ამ თამაშის თარგმანის ტესტირებაში, დამიკავშირდით კომენტარებში.
თამაში შეგიძლიათ გადმოიწეროთ საიდანაც გინდათ (მე ვიყენებ Steam ვერსიას).
თარგმნილია მხოლოდ სუბტიტრები და მენიუ. თუ ვინმემ იცით როგორ ამოვიღოთ და ჩავდოთ ხმები Unity3D ძრავის ფაილებში, დამიკავშირდით 😉
ეკრანის ანაბეჭდები:
– გერალტ, მაგრამ ურჩხულები ხომ ნამდვილად არსებობენ? შესაძლოა, იმდენნი აღარ არიან, რამდენიც უწინ და ყოველი ხის უკან აღარ არიან ჩასაფრებულნი, მაგრამ ნამდვილად არსებობენ. მაშ, როგორ გგონია, რატომღა იგონებენ ადამიანები მათ არსებობას? რაც მთავარია, თავიანთი გამონაგონისა თვითონვე სჯერათ. აბა, სახელგანთქმულო მხედვარო, რას მეტყვი? არ გიფიქრია, რატომ არის ასე?
– მიფიქრია, სახელოვანო პოეტო, და ისიც ვიცი, რატომაც იგონებენ. ადამიანებს უყვართ ურჩხულებსა და ურჩხულების მსგავს ქმნილებებზე ამბების შეთხზვა, რადგან მათ ფონზე თავად ნაკლები ურჩხულები ჩანან. როცა ადამიანები გონების დაკარგვამდე თვრებიან, ცრუობენ, იპარავენ, ცოლებს სცემენ, მოხუცებს აშიმშილებენ, ხაფანგში გაბმულ მელას ნაჯახით კლავენ და უკანასკნელ რკოს ისრით ძირს აგდებენ, სიამოვნებთ იმის გაფიქრება, რომ ალიონზე მათ ქოხში შემოპარული ბეინი მათზე უარესი ურჩხულია. თავს უკეთ გრძნობენ და ცხოვრებაც უფრო ეადვილებათ.
– დავიმახსოვრებ. – ჩაილაპარაკა ბაბუაწვერამ და ერთხანს იყუჩა. – რითმას ვუპოვი და ამაზე ბალადას შევთხზავ.
– ეგრე ქენი, მაგრამ დიდი ოვაციების იმედი ნუ გექნება.
ანჯეი საპკოვსკი, “მხედვარი: უკანასკნელი სურვილი” – წიგნის არაჩვეულრბრივი თარგმანი გამომცემლობისაგან “წიგნები ბათუმში“. ხელმისაწვდომია ბეჭდილი ან ელექტრონული წიგნის სახით საბას საიტზე.
ესეც 2010 წელს თარგმნილი თამაში ❤
AcidLabz წარმოგიდგენთ:
-= Braid ქართულ ენაზე =-
პროექტის ხელმძღვანელობა და ტექნიკური მხარდაჭერა
გიორგი მაღლაკელიძე [ DrAcid ]
ტექსტის თარგმანი და ტესტინგი
რეზო კაიშაური [ 7th Guest ]
სანდრო გახოკიძე [ Hitmani ]
თარგმანი შეიქმნა თამაშის შემქნელის, ჯონათან ბლოუს (Jonathan Blow) მხარდაჭერით. სამწუხაროდ, ოფიციალური თარგმანის გამოცემა არ მოხდა, გარკვეული სისტემური პრობლემების გამო.
დიდი მადლობა ჯონათანს თამაშისთვისა და მხარდაჭერისთვის!
2008 წელს გამოვუშვით პირველი ქრაუდ-სორს თარგმანი forum.ge-ს წევრებთან ერთად. ❤ ორიგინალური readme:
AcidLabz წარმოგიდგენთ:
World Of Goo – ლორწოს სამყარო
პროექტის ხელმძღვანელი – გიორგი მაღლაკელიძე aka DrAcid
ტექსტი: საბა ლეკვეიშვილი aka საბუნია ; თაკო დვალი aka თაკუშკა
შრიფტები, ტექსტურები: DrAcid
ტესტინგი: გიორგი არობელიძე aka Pulsar ; გურამ ვანიშვილი aka Dj-Guro ; გიორგი მელიქიძე aka The Game N.W.A. ; Prince_Meo და http://www.forum.ge
გავიხსენოთ ძველი დრო. ❤
უფრო და უფრო ხშირად მთხოვენ გამოვაქვეყნო AcidLabz-ის მიერ ნათარმგნი თამაშები. როგორც ჩანს, ჩვენი ჯგუფის დახურვის მერე (R.I.P. dear friend), სამწუხაროდ, სხვებიც დაიხურნენ. 😦
– – –
მაშასადამე, ვაქვეყნებ 2009 წელს ნათარგმნი Portal-ის გამაქართულებელ პატჩს: Continue reading Portal ქართულად