Category Archives: გაქართულება

Press Start 2P ქართული ადაპტაცია


ჩემებური ადაპტაცია შრიფტისთვის Press Start 2P, ვერსია პირველი. თითოეული სიმბოლოს ზომა არის 8×8 ფიქსელი, რომელიც მარტივად გაიწელება 16×16, 32×32 და ა.შ. თავისი რეტრო გამოსახულების დაკარგვის გარეშე.

რას ფიქრობთ? მე მგონია ქართველ გეიმდევებს გამოადგება 😉

PressStart2P_v1_test

ორჯერ გაზრდილი:

pressstart2p_v1_test_2x

 

რა არის ცვლადი?


ვიდეო თარგმნილია სალომე წილოსანის მიერ. დიდი მადლობა, სალომე!! ❤

ახლა კი მაინტერესებს როგორ ავუხსნა ადამიანს თუ რა არის ცვლადი პროგრამიერებაში? გამაგებინეთ თუ იცით ვინმემ? 🙂 გმადლობთ!

Eldritch / ელდრიჩი: განახლება


სალამი ხალხო!eldritch_logo

მაქვს პატარა განახლება ელდრიჩის პროექტთან დაკავშირებით. ტექსტების 92% მზადაა, შეგვიძლია დავიწყოთ თარგმანის სინჯვები, ანუ playtesting!

თამაშის ავტორებს მივწერე და ველი პასუხს 🙂 თარგმანის დაწყებიდან კი დიდი ხანია გასული, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ჩვენს თარგმანს ჩართავენ თამაშის ოფიციალურ ვერსიაში! (ბეტაში კი უკვე ჩართულია, მაგრამ საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი)

სანამ ველით თარგმანის დასრულებას და ავტორების პასუხს, გთავაზობთ ეკრანის ორიოდე ანაბეჭდს:

Eldritch / ელდრიჩი თამაშის თარგმნა ქართულად


ელდრიჩი

მოგესალმებით, ლავკრაფტის მოყვარულებო!

განახლება: 08/02/2015

დაწყებულია ამ თამაშის ქართულად ოფიციალური თარგმნა!
დასრულებული პროდუქტი გამოქვეყდნდება Steam ინტერნეტ-მაღაზიაში, პლატფორმეზე Linux\Win\Mac!

თარგმანი სრულდება ენთუზიასტების მიერ. თუ გიყვართ ჰოვარდ ლაფკრაფტის (H. P. Lovecraft) საშიში მოთხრობები უძველესი ბოროტების შესახებ, დაგვეხმარეთ! 🙂 თამაშის მოქმედება ხდება ლავკრაფტის სამყაროში. შეხვდებით თვით ქთულუს და მის მსახურებს, კაცთევზებსა და ქანდაკებებს. იმოგზაურებთ როგორც ქთულუს ტაძარში, ისე სიგიჟის მთებში!

თამაშის ჟანრი: სათავგადასავლო, გადარჩენაზე, პირველი პირი, პროცედურული სამყარო, როლეული.

ბმულები

პროექტი გვერდი: http://notabenoid.com/book/54434

თარგმანის ავტორებს მადლობით მოიხსენიებენ თამაშის ტიტრებში!

გვესაჭიროება ქართულისა და ინგლისურის სპეციალისტები, თარგმანის ვარიანტების შემოთავაზება და შესწორებისათვის. დიდი პლიუსი იქნება, თუ ლავკრაფტის შემოქმედების მოყვარული ბრძანდებით! 🙂

To The Moon თამაშის თარგმნა ქართულად


To The Moon

მიმდინარეობს ამ შესანიშნავი თამაშის თარგმნა.
დასრულებული პროდუქტი ოფიციალურად გამოქვეყნდება Steam-სა და GoG-ზე, პლატფორმებზე Linux/Win/Mac.

თარგმანი სრულდება ენთუზიაზმის საფუძველზე, მოყვარული მოხალისეების მიერ. ყველანაირი დახმარება (მორალური/მატერიალური/ინტელექტუალური) მისასალმებელია 🙂

ბმულები

თამაშის თარგმანის თემა forum.ge-ზე: http://forum.ge/?f=63&showtopic=34356090
პროექტი notabenoid.com-ზე: http://notabenoid.com/book/52913

გვესაჭიროება ქართულისა და ინგლისურის სპეციალისტები, თარგმანის ვარიანტების შემოთავაზება და შესწორებისათვის. რათქმაუნდა, თამაში უნდა გქონდეთ ან დახურული, ან ნათამაშები მაინც… 😉

როგორ გავაქართულოთ თამაში: ნაწ.2


მოგესალმები, მკითხველო.

ვაგრძელებ ახსნას იმისა, თუ როგორ ხდება თამაშების თარგმნა. ამჯერად მაგალითზე!

gakartuleba

ავიღებთ თამაშს სახელით World Of Goo, ქართულად – ლორწოს სამყარო, რომელიც ჩემს მეგობრებთან ერთად ვთარგმნეთ 2009 წელს. თამაშის შემქმნელებმა გადაწყვიტეს ყველაფერი მარტივად გაეკეთებინათ და (თითქმის) არანაირი დაცვა არ დაადეს თამაშის რესურსებს. ჩვენთვის უკეთესი! 🙂

ამ ნაწილში განვიხილავთ თამაშის ზოგად სტრუქტურას და ტექსტებს.

goo_1

Continue reading როგორ გავაქართულოთ თამაში: ნაწ.2

როგორ გავაქართულოთ თამაში: ნაწ.1


მოგესალმები, მკითხველო.

დღეს დამიკავშირდა ფორუმ.ჯი-ს ერთ-ერთი წევრი და გამოიჩინა ინტერესი თამაშების გაქართულებაში. მე კი კარგი ხანია გასული ვარ თამაშების გაქართულების სცენიდან და არ ვიცი რა სიახლეებია, მაგრამ დაკვალიანება შემიძლია 🙂

gakartuleba

რა დასამალია და წინა წლებშიც ხშირად ვაწყდებოდი კითხვას “როგორ გავაქართულოთ თამაში?”, თუმცა ყოველთვის ან არ მეცალა, ან მეზარებოდა პასუხის გაცემა. როგორც იქნა, გადავწყვიტე დავწერო პატარა გზამკვლევი, რომელიც დაეხმარება ნებისმიერ დაინტერესებულს, სასურველი თამაშის თარგმნაში.

Continue reading როგორ გავაქართულოთ თამაში: ნაწ.1