Category Archives: FORTRAN90

F90: მუდმივები ფორტრანში


sმუდმივები, ან  ზუსტი/სიტყვასიტყვითი მუდმივები არის ჩანაწერები, რომლებიც განსაზღვრავენ გარკვეული ტიპის სიდიდეს. ფორტანში არის მათი ხუთი სახეობა: მთელრიცხვითი, ნამდვილი, კომპლექსური, ლოგიკური და სიმბოლოთა სტრიქონი.

მთელრიცხვითი მუდმივები: ციფრების მიმდევრობა ნიშნით ან ნიშნის გარეშე:

მართებული მაგალითები: 0, -345, 768, +12345
უმართებულო მაგალითები:
1,234 : მძიმე დაუშვებელია
12.0: ათწილადის ნიშანი დაუშვებელია
--4 and ++3: ნიშნების რაოდენობა მეტისმეტად დიდია
5- and 7+: ნიშანი უნდა იყოს ჩაწერილი რიცხვით მნიშნელობამდე

ნამდვილი რიცხვები: შესაძლოა ორნაირი წარმოდგენა – ათწილადის სახით და ექსპონენციალურად:
ჩაწერა ათწილადის სახით: საჭიროა რიცხვში იყოს ათწილადის ნიშანი, მაგრამ მძიმეები არ მიიღება. ნამდვილ რიცხვს შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს ნიშანი.

მართებული მაგალითები: 23.45, .123, 123., -0.12, -.12
უმართებულო მაგალითები:
12,345.95: მძიმე დაუშვებელია
75: ნამდვილ რიცხვში უნდა მოიძებნებოდეს ათწილადის ნიშანი
123.5-: ნიშანი უნდა იყოს ჩაწერილი რიცხვით მნიშნელობამდე
$12.34: არ შეიძლება დოლარის სიმბოლოს $ გამოყენება

ჩაწერა ექსპონენციალური სახით: შედგება მთელი ან ნამდვილი რიცხვისგან ათწილადური სახით წარდგენილი, რომლის შემდეგ წერია სიმბოლო E ან e და მთელი რიცხვი(ექსპონენტა).

მართებული მაგალითები:
12.3456E2 ან 12.3456e2: ეს ტოლია 1234.56
-3.14E1 ან -3.14e1: ეს ტოლია -31.4
-1.2E-3 ან -1.2e-3: ეს ტოლია -0.0012
12E3 ან 12e3: ეს ტოლია 12000.0
0E0 ან 0e0: ეს ტოლია 0.0
უმართებულო მაგალითები:
12.34E1.2: ექსპონენტა უნდა იყოს მთელი რიცხვი
12.34-5: დაკარგულია ექსპონენტას ნიშანი E ან e

კომპლექსური: ამჯერად არ განიხილება 😦
ლოგიკური: ცვლადები, რომლებიც იღებენ ორიდან ერთ მნიშვნელობას: ჭეშმარიტი ან მცდარი (True ან False შესაბამისად)
სიმბოლოთა სტრიქონი: ასეთი სტრიქონები უნდა მოთავსებული ორ ორმაგ ბრჭყალ ან აპოსტროფს შუა(ცალი ბრჭყალები) – “striqoni” ან ‘striqoni’ შესაბამისად

სტრიქონის შიგთავსი შედგება ყველა მასში მყოფ სიმბოლოსგან ჰარების ჩათვლით. სტრიქონის სიგრძედ ითვლება მასში ჩაწერილი სიმბოლოების რაოდენობა. თუ სტრიქონის სიგრძე ნულის ტოლია, ეს სტრიქონი ცარიელია.

მართებული მაგალითები:
'John' და "John": ტექსტი = John, ხოლო სიგრძე = 4
' ' და " ": ტექსტი = ცალი ჰარი, ხოლო სიგრძე = 1
'John Dow #2' და "John Dow #2": ტექსტი = John Dow #2, ხოლო სიგრძე = 11
'' და "": ტექსტი = არანაირი, ხოლო სიგრძე = 0 (ცარიელი სტრიქონი)
უმართებულო მაგალითები:
'you and me: მეორე(ჩამკეტი) ერთმაგი ბრჭყალი დაკარგულია
Hello, world': პირველი(გამღები) ერთმაგი ბრჭყალი დაკარგულია
'Hi" და "Hi': პირველი და მეორე ბრჭყალები სხვადასხვა სახის არის.

თუ საჭიროა სტრიქონში ჩაწერილი იყოს ერთმაგი ბრჭყალი, სტრიქონის სასაზღვრო ბრჭყალებად უნდა იყოს გამოყენებული [i]ორმაგი ბრჭყალები[/i]:

"Tamo's apple"    !  ამ სტრიქონის ტექსტია Tamo's apple, ხოლო სიგრძე 12. 

ასევე, ერთმაგი ბრჭყალის ჩასმა შემდეგნაირად არის შესაძლებელი:

'Tamo''s apple'

ამწყობი განიხილავს სტრიქონში მყოფ ორ ერთმაგ ბრჭყალს როგორც ტექსტის ნაწილს – ერთმაგ ბრჭყალს. ამიტომ ზემოთხსენებული სტრიქონის ტექსტი მაინც არის Lori’s apple.

მართებული მაგალითებიs:
'What''s this?': ტექსტი = What's this?, ხოლო სიგრძე = 11
'''''': ტექსტი = '', ხოლო სიგრძე = 2
უმართებულო მაგალითები:
'Vakho's seminar': ერთმაგი ბრჭყალი სიმბოლო o და s-ს შორის ორჯერ უნდა ეწეროს.

F90: ფორტრანის ანბანი


ფორტრანში გამოიყენება მხოლოდ შემდეგი სიმბოლოები:

ასოები:

        A B C D E F G H I J K L M
N O P Q R S T U V W X Y Z
        a b c d e f g h i j k l m
        n o p q r s t u v w x y z

ციფრები:

        0 1 2 3 4 5 6 7 8 9

განსაკუთრებული სიმბოლოები:

       ჰარი( space)
' " ( ) * + - / : = _
        ! & $ ; < > % ? , .

მგონი ეს ყველაზე მოკლე ჩანაწერია, რაც კი ოდესმე გამიკეთებია, მაგრამ საქმე საჭიეობს 😉 მალე მეტი იქნება!

F90: შესავალი ფორტრანში


პროგრამის სტრუქტურა:ზოგადად, პროგრამას უნდა ჰქონდეს შემდეგი სტრუქტურა:

PROGRAM programis-saxeli
IMPLICIT NONE

[გამოცხადების ნაწილი]
[შესრულების ნაწილი]
[ქვეპროგრამების ნაწილი]

END PROGRAM programis-saxeli

დამატებითი ცნობები: ფრჩხილებში მყოფი [ ] ჩანაწერები არააუცილებელია, ისინი უბრალოდ განიშნებენ პროგრამის ნაწილებზე. ჩანაწერი IMPLICIT NONE აუცილებელია. პროგრამა იწყება საკვანძო სიტყვით PROGRAM,

  • რომლის შემდეგ იწერება პროგრამის სახელი,
  • შემდეგ – ჩანაწერი IMPLICIT NONE,
  • შემდეგ – ცვლადების და პარამეტრების გამოცხადების ჩანაწერები,
  • შემდეგ – შესასრულებელი ნაწილი,
  • შემდეგ – შიდა ქვეპროგრამების განყოფილება,
  • ბოლოში – საკვანძო სიტყვა END PROGRAM და პროგრამის სახელი.

კოდის წაკითხვადობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება კომენტარები.

Continue reading F90: შესავალი ფორტრანში

FORTRAN90: მოქმედებები ვექტორებზე


ნუ, ვ ობშემ ამ ბოლო დროს ფორტრანს ვსწავლობ, როგორც იცით…

დავწერე პატარა სავარჯიშო მოდული, რომელიც შეიცავს სტრუქტურა ვექტორს და მასზე/მათზე განსაზღვრულ ფუნქციათა უმეტესობას: ვექტორულ, სკალარულ, შერეულ ნამრავლს, სიგრძეს(მოდულს), მიმატება-გამოკლებას, გამრავლებას ნამდვილ რიცხვზე…

მოცემული მოდულის გარჩევით ადამიანი გაეცნობა მოდულთა დაწერას, ფუქნციების განსაზღვრას, ოპერატორებისა და ფუნქციების გადატვირთვას… ზედაპირულ დონეზე, რა თქმა უნდა 🙂

ასევე, რადგან ფორტრანში არ არის წინასწარ განსაზღვრული მუდმივა პი რიცხვისთვის, ჩვენ დინამიურად ვიღებთ მას დიდი სიზუსტით ტრიგონომეტრიული ფუნქციების მეშვეობით…

კიდევ ერთხელ: ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სავარჯიშო. ნუ ეძებთ მასში სრუყოფილებას ან იდეალს… 🙂