Category Archives: ელექტრ(ონ)ული ინჟინერია

მართვის სისტემები – პროპელერიანი ხელი


MIT ინტერნეტ-თაობის განათლების სისტემაში edX.org ხელმისაწვდომი გახდა საინტერესო კურსი: Introduction to Control System Design – A First Look, რაც ნიშნავს “შესავალი მართვის სისტემებში – პირველი დანახვა“. ზოგიერთს შეიძლება სულაც სასაცილოდ მიაჩნდეს – ყველაფერი მარტივ დონეზეა ახსნილი და ბევრ მომზადებას არ მოითხოვს.

საქმე იმაში არაა, რომ ეს კურსი ზედაპირულად ეხება მართვის სისტემებს. არა – მოცემული კურსი არაჩვეულებრივია იმიტომ, რომ ის ძირითადად ლაბორატორიულია (ანუ, პრაქტიკაზე ორიენტირებული)!! მე განსაკუთრებით გამიხარდა ამ კურსის აღმოჩენა: პრინციპში თსუ-შიც გავიარე მართვის სისტემები (ბაკალავრიატი), MS&T-შიც გავიარე ციფრული მართვის სისტემები(მაგისტრატურის ნაწილი). ყველგან გავიარე მათემათიკა და დიაგრამები. ფორმულებში სულის ჩაბერვა კი დაავიწყდათ ორივეგან… ახლა მე შანსი მომეცა 🙂

Continue reading მართვის სისტემები – პროპელერიანი ხელი

არდუინოს დაპროგრამება 02 – შუქდიოდის ჩართვა, შუქნიშანი


ამ ჩანაწერში ვისწავლით შუქდიოდებისგან შუქნიშნის აწყობა და ცვლადების გამოყენებას .

პროექტის შესრულებისთვის დაგვჭირდება:

  1. არდუინოს რომელიმე დაფა (მე ვიყენებ Nano-ს) + USB სადენი
  2. სამაკეტო დაფა (breadboard)
  3. შუქდიოდები 3ც:  წითელი, ყვითელი და მწვანე
  4. 200-ომიანი რეზისტორები 3ც. (რატომ? – დენის შეზღუდვისთვის )
  5. სხვადასხვა სიგრძის მავთულები
საჭირო ნაწილები
საჭირო ნაწილები

Continue reading არდუინოს დაპროგრამება 02 – შუქდიოდის ჩართვა, შუქნიშანი

უსადენო Bluetooth დინამიკები ვერსია 0.2


IMG_20160806_191205ბლუთუსი, გამაძლიერებელი, ხმის სტერეო ამწევ-დამწევი – ყველაფერი საკმაოდ მარტივია. უბრალოდ ხელის განძრევა და იმის შეცვლა რაც უკვე მუშაობს — რთულია, როცა პატარა ოთახში ცხოვრობ და სათანადო ხელსაწყოები არ გაქვს. If it’s not broken, don’t fix it.

წინა ვერსიასთან შედარებით კარგი წინსვლაა. უბრალოდ ნელი 😦

Continue reading უსადენო Bluetooth დინამიკები ვერსია 0.2

როგორ გამოვიყენოთ ძაბვის მარეგულირებელი?


ძაბვის მარეგულირებლების (voltage regulator) მოხმარების გაკვეთილი. ქართული სუბტიტრებით. მის ფარგლებში ისწავლით მარეგულირებლების შერჩევას, ჩართვას და ტელეფონის USB დამტენის აწყობას:

დიდი მადლობა afrotechmods ამ გაკვეთილისთვის! დაუჭირე მხარე გაკვეთილის ავტორს საიტზე Patreon!

გთხოვთ დამიკავშირდეთ თუ იპოვით შეცდომას ან გაქვთ რაიმე შენიშვნები და შემოთავაზებები!

როგორ მუშაობს აქსელერომეტრი?


აქსელერომეტრის (აჩქარებამზომის 🙂 ) მუშაობის აღმწერი ვიდეო. ქართული სუბტიტრებით:

დიდი მადლობა afrotechmods ამ გაკვეთილისთვის! დაუჭირე მხარე გაკვეთილის ავტორს საიტზე Patreon!

უსადენო Bluetooth დინამიკები ვერსია 0.1


image

ბლუთუსი მუშაობს, ხმა აქვს 😀 სადენი ჯერ-ჯერობით აქვს +5ვ მუდმივი კვებისთვის…

გამოყენებულია:

  1. MPow Bluetooth აუდიომიმღები
  2. Pioneer TS-F1034R დინამიკები
  3. AC-to-5Vdc გადამყვანი
  4. აუდიო სადენი და ნიანგები

შემდეგი ნაბიჯები:

  1. სტერეო გამაძლიერებელი 15 ვატზე
  2. ეფექტურობის,ენერგომოხმარების შეფასება. ჯერ-ჯერობით მოიხმარს საწყალ 5ვ და 0.4 ამპერს.
  3. კვების რეგულირება +5v-ზე, აუდიომიმღებისთვის
  4. ყუთი
  5. ხმის დონის მომართვა
  6. კვება ბატარეიდან ან კედლის 220/110ვ წყაროდან.
  7. ჩართვა/გათიშვის ღილაკი
  8. ბატარეის დამუხტვა / მუხტის მაჩვენებელი
  9. ყუთზე მუსიკის მიმდევარი შუქები (?)
  10. გარე აუდიო წყაროს მხარდაჭერა (aux)

ამ ეტაპზე, საბავშვო თამაშია 🙂
იმედია მექნება საშუალება გავართულო და რამე გამოსადეგი გავაკეთო 😉

რა არის შუქდიოდი? (LED)


დღევანდელი ელექტრონული მოწყობილობები (კომპიუტერი, ტელეფონი, mp3 დამკვრელები) ეფუძნება მასალებს სახელით “ნახევარგამტარი“. ნახევარგამტარებს აქვს გამტარსა და დიელექტრიკს შორის საშუალო თვისებები. მაგალითად, დიოდი არის ისეთი ნახევარგამტარული მოწყობილობა, რომელიც ელექტრულ დენს ატარებს მხოლოდ ერთი მიმართულებით. პირდაპირი მიმართულებით, დიოდი გამტარია, უკუ მიმართულებით – გაუმტარი.

შუქდიოდი (LED – light emitting diode) არის განსაკუთრებული სახეობის დიოდი – ის ანათებს (ნახ.1).

ნახაზი 1. წითელი შუქდიოდი. გრძელი მავთული არის ანოდი (+), ხოლო მოკლე მავთული - კათოდი (−). სქემატურ სიმბოლოში (ქვედა ნახატი) ანოდი მარხენა დაბოლოებაა, ხოლო კათოდი - მარჯვენა.
ნახაზი 1. წითელი შუქდიოდი. გრძელი მავთული არის ანოდი (+), ხოლო მოკლე მავთული – კათოდი (−). სქემატურ სიმბოლოში (ქვედა ნახატი) ანოდი მარხენა დაბოლოებაა, ხოლო კათოდი – მარჯვენა.

როცა მასში გადის პირდაპირი მიმართულების დენი, ენერგიის რაღაც ნაწილი გარდაიქმნება გარკვეული ფერის (ანუ ტალღის სიგრძის) შუქად.  ფერი დამოკიდებულია ნახევარგამტარის მასალაზე – ხელმისაწვდომია მრავალი ფერის შეუქდიოდები. Continue reading რა არის შუქდიოდი? (LED)