Category Archives: ეს საინტერესოა

უსადენო Bluetooth დინამიკები ვერსია 0.2


IMG_20160806_191205ბლუთუსი, გამაძლიერებელი, ხმის სტერეო ამწევ-დამწევი – ყველაფერი საკმაოდ მარტივია. უბრალოდ ხელის განძრევა და იმის შეცვლა რაც უკვე მუშაობს — რთულია, როცა პატარა ოთახში ცხოვრობ და სათანადო ხელსაწყოები არ გაქვს. If it’s not broken, don’t fix it.

წინა ვერსიასთან შედარებით კარგი წინსვლაა. უბრალოდ ნელი 😦

Continue reading უსადენო Bluetooth დინამიკები ვერსია 0.2

Advertisements

უსადენო Bluetooth დინამიკები ვერსია 0.1


image

ბლუთუსი მუშაობს, ხმა აქვს 😀 სადენი ჯერ-ჯერობით აქვს +5ვ მუდმივი კვებისთვის…

გამოყენებულია:

  1. MPow Bluetooth აუდიომიმღები
  2. Pioneer TS-F1034R დინამიკები
  3. AC-to-5Vdc გადამყვანი
  4. აუდიო სადენი და ნიანგები

შემდეგი ნაბიჯები:

  1. სტერეო გამაძლიერებელი 15 ვატზე
  2. ეფექტურობის,ენერგომოხმარების შეფასება. ჯერ-ჯერობით მოიხმარს საწყალ 5ვ და 0.4 ამპერს.
  3. კვების რეგულირება +5v-ზე, აუდიომიმღებისთვის
  4. ყუთი
  5. ხმის დონის მომართვა
  6. კვება ბატარეიდან ან კედლის 220/110ვ წყაროდან.
  7. ჩართვა/გათიშვის ღილაკი
  8. ბატარეის დამუხტვა / მუხტის მაჩვენებელი
  9. ყუთზე მუსიკის მიმდევარი შუქები (?)
  10. გარე აუდიო წყაროს მხარდაჭერა (aux)

ამ ეტაპზე, საბავშვო თამაშია 🙂
იმედია მექნება საშუალება გავართულო და რამე გამოსადეგი გავაკეთო 😉

ეპიკურეს პარადოქსი ბოროტების წყაროს შესახებ


თუ ღმერთს სურს ბოროტების შეჩერება, მაგრამ არ შეუძლია?
მაშინ ის ყოვლისშემძლე არ ყოფილა.
თუ შეუძია, მაგრამ არ სურს?
მაშინ ის არაკეთილმოსურნეა.
თუ თან სურს და თან შეუძლია?
მაშინ რა არის ბოროტების წყარო?
ხოლო თუ არც შეუძლია და არც სურს?
მაშინ მას რატომ ვეძახით ღმერთს?

Is God willing to prevent evil, but not able?
Then he is not omnipotent.
Is he able, but not willing?
Then he is malevolent.
Is he both able and willing?
Then whence cometh evil?
Is he neither able nor willing?
Then why call him God?

ეს არის ცნობილი პარადოქსი ბოროტების არსებობის შესახებ. ის წარმოადგენს ტრილემას (ღმერთი ყოვლისშემძლეა, ღმერთ კეთილია, მაგრამ ბოროტება არსებობს). ასეთი არგუმენტი ახასიათებდათ ძველ ბერძენ სკეპტიკოსებს. კერძოდ კი, პარადოქსის ამ ფორმას მიაკუთვნევენ ეპიკურეს.  ბევრს იგი ათეისტი ეგონა, თუმცა ეპიკურე არ უარყოფდა ღმერთების არსებობას. ის ამბობდა, რომ შეიძლება კი არსებობენ ღმერთები, მაგრამ ჩვენით ისინი არ არიან დაინტერესებული და არ აპირებენ ადამიანთა დასჯა-დასაჩუქრებას ამ ან შემდეგ ცხოვრებაში.

ამ პარადოქსის ზუსტი ფორმა არ არის ცნობილი – გავრცელებულია რამოდენიმე სხვადასხვა ფორმულირება. თუმცაღა, ყველას მსგავსი აზრი აქვს. წაიკითხე მეტი ამ გვერდზე.

RE: შიშველი ტერფების უფლება


ეს ჩანაწერი არის ერთგვარი პასუხი და მოსაზრებები, რომლებიც გამიჩნდა ჩემი მეგობრის სტატიის წაკითხვის შედეგად. საინტერესო ჩანაწერია, გირჩევთ ბოლომდე წაიკითხოთ.
-გ.

კაცობრიობის მეცნიერებამ და ტექნოლოგიებმა ექსპონენციალური ტემპით განვითარდა ბოლო ორ საუკუნეს.

ადამიანი და მისი მორალი კი ევოლუციას ნელა განიცდის. ის ახლაც ძირითადად ცხოველური ინსტინქტებით ცხოვრობს. ამის აშკარა მაგალითია რაც ამ სტატიაშია განხილული – ადამიანს აქვს გარკვეული სტანდარტები (ჩაცმის, მოქცევის, ჭამის და ა.შ.), რომლებსაც ის სწავლობს მის გარშემო საზოგადოებისაგან. ზუსტად საზოგადოება მიუთითებს მას თუ რა არის სასურველი ტანსაცმელი, მანქანა, როგორი ცოლი უნდა მოიყვანო, რა სექსუალური ორიენტაციის უნდა იყო, რისი უნდა გწამდეს. საქართველოში, როგორც სტატიაში ახსენეს, “კარგად ჩაცმა” ახლაც პრობლემაა. ასევე,  უნდა იყო მართმადიდებელი ქრისტიანი ჰეტეროსექსუალი და მოიყვანო ცოლად “პატიოსანი გოგო”, უნდა იყო მოქეიფე და პრესტიჟული სამუშაო გქონდეს.

ადამიანი ისევ ცხოველური ინსტინქტებიც ცხოვრობს – ვგონებ რომ, ყოველივე ზემოთჩამოთვლილი არის ადამიანისთვის “თავისიანი / უცხო” (свой / чужой) ადამიანები კატეგორიზაციის ძირითადი ფაკტორები, მანიშნებლები. ანუ თუ ადამიანი ჩემნაირად იცმევს და ჩემნაირი მანქანა ჰყავს, ერთი ღმერთის გვწამს, ესეიგი მე მგავს და ქვეცნობიერად მას უფრო ვენდობი ვიდრე იმ ადამიანს, ვინც ჩემთვის ახალი და უცხოა და ამ ნაცნობ ნიშნებს არ ატარებს.

და პირიქით – თუ მოვიქცევი ისე, როგორც საზოგადოება მიიჩნევს მისაღებად და სასურველად, უფრო დაფასებული და მიღებული ვიქნები. “სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო” – უცხო საზოგადოებაში გადარჩენის და წარმატების რეცეპტი ყოფილა.

* * *

სტატიიდან ამონარიდი:

გამოცდაზე შიშველი ტერფებით მოვიდა ზაქარი და „დამსახურებული” ცხრიანი მიიღო. მისი პატივისცემა ჩემ, უნივერსიტეტისა და საკუთარი განათლების მიმართ იმით გამოიხატებოდა, რომ არასდროს აგვიანებდა, ყოველ კვირას მოჰქონდა შესრულებული დავალებები, ყველა ლექცია ჩანაწერებად ჰქონდა დახარისხებული, ლექციის გაცდენის შემთხვევაში (მიუხედავად იმისა, რომ გაცდენას არ აღვრიცხავდი) მეილით მებოდიშებოდა… დანარჩენი 46 სტუდენტიც ასევე იქცეოდა – არასდროს დამჭირვებია ტელეფონის გამორთვისკენ ან სიჩუმისკენ მოწოდება. რა თქმა უნდა, ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს, რა ფერის პიჟამები, კაბები თუ კოსტიუმები ეცვათ მათ ლექციაზე, ცხვირები კეხიანი ჰქონდათ თუ სწორი, როგორი ლაქი ესვათ ფეხისა თუ ხელის თითებზე, შეღებილი ჰქონდათ თუ არა თვალები, სქესის მიუხედავად.

წაიკითხეთ სრული სტატია “შიშველი ტერფების უფლება” ვებგვერდზე  ინტერნეტგაზეთი – მასწავლებელი.Ge – Mastsavlebeli.Ge.

ველოსადგომი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან


ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში სწავლა ძვირია. გინდა ჩვენი სტანდარტებით – გინდა ამერიკული.
ხალხი ხშირად კითხულობს: რაში მოიხმარს უნივერსიტეტი ამ ფულს?
არ დავიწყებ ბიუჯეტის გარჩევას, პოლიტკაში არ გავეხვიო.

უბრალო თვალსაჩინო მაგალითია – რადგან ბევრი სტუდენტი გადაადგილდება ველოსიპედის საშუალებით, მისურის უნივერსიტეტის Missouri University of Science and Technology (MS&T) ხელმძღვანელობამ ყველა შენობასთან დადგა ვრცელი ველოსადგომები. გარდა ამისა, ბიბლიოთეკის შენობასთან არის ადგილი, სადაც ხელმისაწვდომია ველოსიპედის მოვლისთვის ძირითადი საჭირო ნივთები – ტუმბო, ყველანაირი გასაღებები (“კლუჩები”), სახრახნისები და ა.შ. ამის გამოყენება, სტუდენტის გარდა, ნებისმიერს შეუძლია.
მართალია წვრილმანია, მაგრამ სასიამოვნოა. 🙂

image
სადგომი და ხელსაწყოები

კიდევ ბევრისგავსი და უკეთესი რამ კეთდება, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვიტყვი.

გამაძლიერებლის კვლევა ვექტორული მაანალიზებლის (VNA) მეშვეობით


დიდი ფირმები ხშირად ამზადებენ საგანმანათლებლო/საინჟინრო მასალას, დოკუმენტისა თუ ვიდეოს ფორმით (webinar – ინტერნეტ სემინარი).

ერთ-ერთი ასეთი არის საზომი მოწყობილობების მწარმოებელი Keysight  Technologies (ძვ. Agilent). ისინი მოგვიყვებიან, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ქსელის ვექტორული მაანალიზებელი გამაძლიერებლების გარკვეული მახასიათებლების დასადგენად: გაძლიერება, იზოლაცია, 1დბ შეკუმშვის  წერტილი, მესამე რიგის ინტერმოდულაციის პროდუქტი და ა.შ.

რათა იხილოთ ის, ეწვიეთ ამ ვებგვერდს: “Basics of RF Amplifier Test With the Vector Network Analyzer”. აქ მოცემულია როგორც ვიდეო, ისე საკითხავი მასალა; ახსნილია, თუ რა მახასიათებლები იზომება, რისთვის და როგორ.

ძალიან საინტერესოა!

ნილ დეგრას ტაისონი – ყველაზე გასაოცარი ფაკტი (ქართულად)


ქალბატონებო და ბატონებო – ასტროფიზიკოსი ნილ დეგრას ტაისონი! ❤

არ დაგავიწყდეთ, ჩართოთ ქართულენოვანი სუბტიტრები! CC-> Georgian