Category Archives: ეს საინტერესოა

ლიხტენბერგის ფიგურა


ლიხტენბერგის ფიგურა, ასევე ცნობილი როგორც ლიხტენბერგის ხე,  არის სურათი, რომელსაც წარმოქმნიან დიელექტრიკის ზედაპირზე ან მის შიგნით მოძრავი მუხტები, ელექტრული გარღვევის დროს (იხ. Electrical Breakdown). მათი მოძრაობა ხასიათდება მრავალი განშტოებით. ელვა არის ასეთი ფიგურის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

ელვა - სამგანზომილებიანი ლიხტენბერგის ფიგურა
ელვა – სამგანზომილებიანი ლიხტენბერგის ფიგურა

ამ მოვლენას მიეცა აღმომჩენელისა და მკვლევარის სახელი: გეორ ქრისტოფ ლიხტენბერგმა აღმოაჩინა ის 1777 წელს, იმის შემდეგ რაც დაინახა თუ როგორ განლაგდება ელექტრულად დამუხტული ფისის ზედაპირზე ჰაერში მყოფი მტვერი. Continue reading ლიხტენბერგის ფიგურა

“რეპოსტი”: მისაღებია თუ არა ქუჩაში სანთლის შეძენა?


მინდა გამოვაქვეყნო გაზეთი “კვირის პალიტრადან” ამ ჩანაწერის ასლი:

– რა მნიშვნელობა აქვს ტაძარში შესვლას სანთლის შეძენას და დანთებას?

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

– ტაძარში შესვლისას სანთელს ვანთებთ იმ დანიშნულებით, რაც ზოგადად სანთლის დანთებას აქვს. გარდა ამისა, ტაძარში შესვლისას, სანთლის შეძენა არის საეკლესიო შესაწირავი – როდესაც ადამიანი სანთლის საფასურს იხდის, ნებაყოფლობით სწირავს თავის შრომის ნაწილს ღმერთს და მის საყდარს, რაც ღვთისგან დადგენილი პასუხისმგებლობაა და ყველა ადამიანს ევალება. როდესაც ადამიანი სანთელს ქუჩაში ყიდულობს, ეს არ არის შესაწირი, ამას არა ღვთისთვის, არამედ საკუთარი სურვილის დასაკმაყოფილებლად აკეთებს, – რომ ნაკლები თანხა გადაიხადოს. ამგვარი მიდგომით ადამიანი ავლენს, რომ ღვთისთვის ცოტა მეტი თანხის გაღება ენანება. რას ხმარდება ტაძაში შეძენილი სანთლის თანხა? – საღვთო საქმეებს – ეკლესიის მსახურთ, გაჭირვებულებს… ანუ ეკლესია წყვეტს, როგორ განკარგოს ეს თანხა და სწორედ ამის გამოა საჭირო, რომ ადამიანმა საეკლესიო ნივთები, სანთლები, საეკლესიო ლიტერატურა ტაძართან არსებულ საეკლესიო მაღაზიაში შეიძინოს. შეიძლება, ვინმე შემოგვედაოს – იმ ადამიანსაც ხომ უჭირს მატერიალურად, რომელიც სანთლებს ქუჩაში ყიდის და მათთან სანთლის შეძენითაც ხომ შევეწევით გაჭირვებულებსო, მაგრამ ეს არამართებული მოსაზრებაა. თუ გაჭირვებულია, შეუძლია, სხვა რამ გაყიდოს. ამგვარი ქმედებით ადამიანი ეკლესიას ართმევს და ამის გამო არც ჩვენ ჩაგვეთვლება მათგან სანთლის ყიდვა მოწყალებად. პირიქით – დანაშაულია, თუ სურვილი გვაქვს, ასეთ ადამიანზე მოწყალება გავიღოთ. ეს არ გვეკრძალება, მაგრამ არა – მისგან სანთლის შეძენით, არამედ ისე შევეწიოთ, თანხით. შესაძლოა, ვინმე იმაშიც შემოგვედაოს – რაში იყენებს ეკლესია სანთლის თუ სხვა საეკლესიო დანიშნულების ნივთების გაყიდვის სანაცვლოდ შემოსულ თანხასო? – თუკი ჩვენ, ეკლესიის წევრები არადანიშნულებისამებრ ვიყენებთ, ამას უფალი ჩვენ მოგვკითხავს. ერისკაცთ კი თავიანთი დანაშაული მოეკითხებათ.

-არსებობს აზრი, რომ არ შეიძლება კენტი რაოდენობის სანთლების დანთება. ეს მართლაც ასეა? საერთოდ, აქვს თუ არა მნიშვნელობა, რა რაოდენობის სანთელს დავანთებთ?

– ეს არის ცრურწმენა. ამდენად, რელიგიურ საფუძველს მოკლებულია. ადამიანს შეუძლია დაანთოს იმდენი სანთელი, რამდენის შეძენის სურვილი და შესაძლებლობაც აქვს.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ ”გზის” ხუთშაბათის ნომერში.

არიქა, სულ მალე ახალი აქცია შენთან ახლო ეკლესიაში!!! იყიდე კილო მადლი 5 ლარად! სამი კილო 10 ლარად!

წარმოთქმის ინგლისური სავარჯიშოები


ძალიან ბევრი ადამიანი არ მეტყველებს გარკვევით. ანუ არ წარმოთქვამს ხმებს მკვეთრად, ყლაპავს და აწებებს ხმებს ერთმანეთზე, საუბრობს მეტისმეტად სწრაფად დაგაუგებრად და ა.შ.
Pronunciation_Tweety-Bird-copy მეტყველების ამ ხარვეზების გამოსასწორებლად ბრიტანეთის სკოლებში იყო საგანი elocution. აქ ბავშვებს ასწავლიდნენ გარკვევით ლაპარაკს. ერთ-ერთი მათგანი არის ცნობილი ბრიტანელი მწერალი, კომიკოსი და წამყვანი სტივენ ფრაი (Stephen Fry). ბავშვობაში არავის ესმოდა მისი – სანამ ზემოხსენებული საგნის მასწავლებელთან მიიყვანეს. ახლა კი მიხი ხმა და საოცრად მდიდარი მეტყველება ცნობილია მთელს მსოფლიოში.

Continue reading წარმოთქმის ინგლისური სავარჯიშოები

LPDA ანტენაზე დენის განაწილება სიხშირეთა არეში


ამის წინათ, დავწერე იმის შესახებ, თუ როგორ ხდება MATLAB-ის მეშვეობით avi ფაილის შენახვა. წარმოგიდგენთ ასეთნაირად შექმნილ ვიდეოს:

ვიდეოზე გამოსახულია თუ როგორ იცვლება დენის განაწილება და არეკვლის კოეფიციენტი LPDA მავთულოვან ლოგოპერიოდულ ანტენაზე სიხშირეთა არეზე 500 მგჰც – 3 გჰც.

მოდელირება და სიმულაცია ჩატარდა EMCoS Antenna VLab-ის მეშვეობით, ანიმაცია კი მატლაბში გაკეთდა.

მოგახსენებთ, EMCoS Antenna VLab-ის სტუდენტური ვერის არის უფასო.
გაიგეთ მეტი:  http://emcos.com/AVL-Student-Version

ანსამბლი ბანი – რაჭული


ძალიან მომეწონა, თანამედროვე ელემენტებით… დას ის გუთ!

 

მოკლე კაბა რომ ჩაგიცვამს,
მოუმატე სიგრძესაო.
მამაშენი ვერსად ნახავს, ჩემისთანა სიძესაო.
მამაშენი ვერსად ნახავს, ჩემისთანა სიძესაო.
* * *
გასწი გარმონს, გარმონს, გარმონს,
დოუკარი დაირა.
გასწი გარმონს, გარმონს, გარმონს,
დოუკარი დაირა.
გადახტი და ათამაშე, თიკუნა და ნაირა.
გადახტი და ათამაშე, თიკუნა და ნაირა.

* * *

აბა განი რასგაგანი, ტანი ბიჭო ტანიო.
გოგოებო, გენაცვალეთ, გავლა გამოვლაშიო.

* * *

აბა ტაში რა?საცოლოა რაო? ცოლი უნდა. რამდენი?
ერთი ყავს და ორი უნდა
ტაში ბიჭო გიორგუნა არ გაუშვა ეგ ბოშუნა
ტაში ბიჭო გიორგუნა არ გაუშვა ეგ ბოშუნა
დოუკვირდი მაგასაო მაგის ჩიტის კაბასაო
დოუკვირდი მაგასაო მაგის ჩიტის კაბასაო
კაბას რავა დავამადლი გოგოს ამისთანასაო
კაბას რავა დავამადლი გოგოს ამისთანასაო
ქვემო რაჭველი გოგონა ზემო რაჭველს უყვარსაო
ქვემო რაჭველი გოგონა ზემო რაჭველს უყვარსაო

* * *

ჩამოდექი განი,განი, ტაში ბიჭო, ტაშიო.
გოგოვ შენ კი გენაცვალე, გავლა გამოვლაშიო.
ჩამოდექი განი,განი, ტაში ბიჭო ტაშიო.
გოგოვ შენ კი გენაცვალე, გავლა გამოვლაშიო

Huun-Huur-Tu – Orphan’s Lament


არც თუ დიდი ხნის წინ, ჩემთვის აღმოვაჩინე ჰუნ-ჰურ-ტუ: ტუვული ხალხური ჯგუფი… (ტუვა – რუსეთის ავტონომიური რესპუბლიკა, მონღოლეთის საზღვართან)

მეტს არაფერს ვიტყვი. უყურეთ და მიხვდებით…

Orphan’s Lament  (ობოლის მწუხარება)

ტექსტი: (მგონი მეტისმეტად უხეში თარგმანია)

I’m an orphan; I’m alone.
Pity I didn’t die as a baby.
If I had died as a baby,
I never would have suffered.

I am the loneliest.
Pity I didn’t die in my cradle.
If I had died in my cradle,
I wouldn’t have suffered.

Pity the baby birds,
left without a nest.
Pity a baby,
left without a mother

One’s fate,
One cannot change it.
My departed mother,
Nothing can bring her back

დეივ თომასი… ა.ც.რ. დეივი მუსიკაა


ეს ადამიანი არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი. არა, ოჯახის წევრი არ არის. არც მეგობარია ის ჩემი. არც კი ნაცნობი. ჩემთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ერთხელაც თვალით არ მინახავს. არ ვიცი როგორ ჟღერს მისი ხმა. როგორ გამოიყურება დილით. როგორ იცინის. როგორ ღელავს. არ ვიცი როგორ ფიქრობს, გრძნობს ან უყვარს… ამ ყველაფრის მიუხედავად, დეივი ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანია…

რატომ?

მისი გენიალური მუსიკა და შესრულება მიჩქარებს გულს; ცრემლი იღვიძებს და გარედ მიიჩქარის, იმდენად აღელვებულია დეივის მუსიკით; ხელი გაიყინება ერთ ადგილას – უსმენს. განძრევის ეშინია, იხუჭება, იმალება ბნელ ოთახში… ნოტი არ გამოეპაროს! ცრემლი ვერ გაძლებს და გადადგამს სასიკვდილო ნაბიჯს: ჩამოირბენს მხურვალე ლოყებზე და გაქრება უფსკრულში…

Continue reading დეივ თომასი… ა.ც.რ. დეივი მუსიკაა