Category Archives: ვითამაშოთ!

ძმები – ორი შვილის ამბავი


ძმები – ეს არ არის თამაში ყველასათვის. ეს თამაშიც კი არ არის იმდენად, რამდენად გულისამაჩუყებელი სათავგადასავლო ამბავია ორი ძმის შესახებ. მათ მოუწიათ მძიმედ ავად გამხდარი მამისთვის წამლის – ცოცხალი წყლის – მოძიება, მოგზაურობა უცნაურ შორეულ ქვეყნებში.2014-09-12_00028უფროსი – არაუმეტეს ცამეტი წლის მოზარდი, ხოლო უმცროსი – სულაც რვა წლის ბიჭუნა; მათ დაეკისრათ დიდი პასუხისმგებლობა: მამის გადარჩენა ნებისმიერ ფასად! დედა კი, რამოდენიმე თვით ადრე, ზღვაში გაჩაღებული შტორმა წაიღო…

2014-09-12_00016 Continue reading ძმები – ორი შვილის ამბავი

სათამაშო კონტროლერი Logitech F710


როგორც იქნა ვეღირსე ამის ჩამოსვლას!

image

Logitech F710 არის ერთ-ერთი საუკეთესო სათამაშო კონტროლერი! უსადენო, კომფორტული და მსუბუქი 🙂
აქვს როგორც DirectInput ისე XInput ტექნოლოგიების მხარდაჭერა, შეუძლია გადართვა ერთი ღილაკის დაჭერით. მუშაობს თითქმის ყველა თამაშზე!! XD
რომ მოვიდა, ორი კარგი დურასელი ბატარეა მოყვა და ციცქნა უსბ ბლუთუს მოწყობილობა, შევაერთე თუ არა – ამუშავდა ზედმეტი ჩალიჩის გარეშე!

წინ დიდი გეგმები მაქვს, ბევრი საინტერესო თამაში: Spelunky, FEZ, Two Brothers, Transistor, Mortal Kombat, Injustice, Burnout, Lethal League და ასობით სხვა თამაში, რომელიც ჯოისტიკით ითამაშება (Super Meat Boy-ს თავი გავანებოთ) 🙂
სერიალების ყურებას არ მირჩევნია?!?!

კომპიუტერული თამაშები ცვლიან ადამიანის ტვინს


games

ონლაინ-ჟურნალი I Fucking Love Science! იუწყება, რომ კომპიუტერზე თამაშის დრო პირდაპირ უკავშირდება ტვინის ზოგიერთი უბნის შრის სისქეს.

კვკლევა გამოქვეყნდა ჟურნალში PLOS ONE და ბიოლოგიურ დონეზე ხსნის ვიდეოთამაშების შემჩნეულ დადებით ზემოქმედებას ადამიანზე. აქ გთავაზობთ ჩანაწერის თავისუფალ თარგმანს.

“ყველამ ვიცით, რომ ვიდეოთამაშები ძალიან პოპულარულია ახალგაზრდებს შორის. უფრო მეტი – ყოველწლიურად თამაშების სამყარო უფრო და უფრო რთულდება და ვითარდება. მშობლები, მასწავლებლები და პოლიტიკოსები ეჭვის თვალით უყურებენ თამაშებს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც შეიცავენ ძალადობას – მათ უკავშირებენ ზოგიერთი მომხმარებლის ქცევების გაუარესებას. ყველა თამაშს აქვს უარყოფითი ზემოქმედება? მოკლედ რომ ვთქვათ – არა. რადგან უკვე ცნობილია ბევრი დადებითი ეფექტი ადამიანის კოგნიტიურ (შემეცნებით) ფუნქციებზე.

Continue reading კომპიუტერული თამაშები ცვლიან ადამიანის ტვინს

კვირის გათამაშება: Zeno Clash


დღეს გავათამაშებ ძალიან ორიგინალური კონცეპტის მქონე თამაშს: Zeno Clash… ჩხუბი პირველი პირიდან 🙂 გარდა ამისა, სიუჟეტიც და გრაფიკის სტილიც არის საკმაოდ საინტერესო.

zeno

ბმული გათამაშებაზე:  http://www.steamgifts.com/giveaway/Jm5N8

გათამაშება დაიწყბა ჩანაწერის გამოქვეყნებისთანავე (08.აპრ.2014) და გაგრძელდება 2 კვირა.

გისურვებ მოგებას 😉

ზედმეტი თამაშების გათამაშება!


სალამი ხალხს!

რაღაც დამიგროვდა ზედმეტი თამაშები და ვაპირებ გავათამაშო საიტზე steamgifts.com. თამაში გაიცემა ან გასაღების სახით, ან საჩუქრის სახით Steam პლატფორმის მეშვეობით, ანუ მეგობრად მოგიწევთ ჩემი დამატება 😉

ვფიქრობ რაიმე კონკურსიც მოვიფიქრო, რაიმე გამოცანა და ა.შ. თუ რაიმე იდეები გექნებათ, მომაწოდეთ 🙂

გათამაშდება თამაშების შემდეგი არასრული სია:

to_give_away

ამ კვირის გათამაშებები:

user posted image
ჯგუფისთვის Badges Collectors [GE] სტიმში: http://steamcommunity.com/groups/badgecollectorsGE
Paranormalhttp://www.steamgifts.com/giveaway/i2xhS/paranormal

user posted image
ჯგუფისთვის Forum.ge სტიმში: http://steamcommunity.com/groups/forumge
Tiny and Big: Grandpa’s Leftovershttp://www.steamgifts.com/giveaway/sXIFN/t…ndpas-leftovers

Bastion: გენიალური თამაშის აღმაფრთოვანებელი მუსიკა


გაოცებული დავრჩი. ისტორია, გაფორმება, გეიმპლეი მექანიზმები… წამყვანი?!
“ჭამა და სექსში” რომ კაცი არის წამყვანი და მოგვიანებით, პლასტიკური ქირურგი, მას რა ქვია? ახლა “შუა ქალაქში” ინჟინერი გიას როლს ასრულებს… ტატიშვილია, ხომ? მისი ხმა ამ თამაშს ძალიან მოუხდებოდა…
თამაშის მიმოხილვები ჩემი საქმე არ არის, ასე რომ უბრალოდ დატკბით უფასო საუნდტრეკით 😉

პ.ს.(ხო, მართლა, თუ ვინმეს გინდათ ამ თამაშის გაქართულება, დაგეხმარებით და დაგაკვალიანებთ 😉 მაგრამ თამაშის დიდი ფანი უნდა იყოთ, სხვანაირად არ გამოვა 😛 )