ბლუთუსი, გამაძლიერებელი, ხმის სტერეო ამწევ-დამწევი – ყველაფერი საკმაოდ მარტივია. უბრალოდ ხელის განძრევა და იმის შეცვლა რაც უკვე მუშაობს — რთულია, როცა პატარა ოთახში ცხოვრობ და სათანადო ხელსაწყოები არ გაქვს. If it’s not broken, don’t fix it.
ჩემთვის ახალი მუსიკოსი აღმოვაჩინე – რონალდ ჯენქისი! 🙂
ეს ბიჭი არის ამერიკელი კომპოზიტორი და შემსრულებელი, მის Youtube ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს, ჯამში კი 71 მილიონზე მეტი! რონალმა სახელი გაითქვა იმის მერე, რაც იუთუბის ადრეულ წლებში (2006) დაიწყო მის მიერ შექმნილი მუსიკის და ჯემების გამოქვეყნება. მისი სტილი გამოირჩევა იმით, რომ მოიცავს როგორც ელექტრონულ მუსიკას, ისე ჰიპ-ჰოპსა და როკ-ენდ-როლს!
დიდი ხანია ბლოგის მარცხენა სვეტში მიდევს Ben Prunty-ს შესანიშნავი მუსიკა იშვიათი თამაშისთვის FTL: Faster Than Light.
ახლახანს გამოვიდა უფასო დამატება სახელით FTL: Advanced Edition. თამაშს დაემატა ბევრი რამ (იარაღები, რასები და ა.შ.). ყველაზე სასიამოვნო დამატება კი მუსიაა. ამ საკმარისად რთულ, დაძაბულ და მომთხოვნ თამაშს ჩემდა გასაოცრად არაჩვეულებრივი მუსიკალური გაფორმება გააჩნია.
რატომ ვწერ ამის შესახებ? იმიტომ რომ ჯიგარმა კომპოზიტორმა უფასოდ გამოაქვეყნა ახალი ჩანაწერები.
ძველებსაც და ახლებსაც შეგიძლიათ მოუსმინოთ უფასოდ ნაკადის რეჟიმში:
ეს ადამიანი არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი. არა, ოჯახის წევრი არ არის. არც მეგობარია ის ჩემი. არც კი ნაცნობი. ჩემთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ერთხელაც თვალით არ მინახავს. არ ვიცი როგორ ჟღერს მისი ხმა. როგორ გამოიყურება დილით. როგორ იცინის. როგორ ღელავს. არ ვიცი როგორ ფიქრობს, გრძნობს ან უყვარს… ამ ყველაფრის მიუხედავად, დეივი ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანია…
რატომ?
მისი გენიალური მუსიკა და შესრულება მიჩქარებს გულს; ცრემლი იღვიძებს და გარედ მიიჩქარის, იმდენად აღელვებულია დეივის მუსიკით; ხელი გაიყინება ერთ ადგილას – უსმენს. განძრევის ეშინია, იხუჭება, იმალება ბნელ ოთახში… ნოტი არ გამოეპაროს! ცრემლი ვერ გაძლებს და გადადგამს სასიკვდილო ნაბიჯს: ჩამოირბენს მხურვალე ლოყებზე და გაქრება უფსკრულში…