Category Archives: მე მიყვარს…

სათამაშო კონტროლერი Logitech F710


როგორც იქნა ვეღირსე ამის ჩამოსვლას!

image

Logitech F710 არის ერთ-ერთი საუკეთესო სათამაშო კონტროლერი! უსადენო, კომფორტული და მსუბუქი 🙂
აქვს როგორც DirectInput ისე XInput ტექნოლოგიების მხარდაჭერა, შეუძლია გადართვა ერთი ღილაკის დაჭერით. მუშაობს თითქმის ყველა თამაშზე!! XD
რომ მოვიდა, ორი კარგი დურასელი ბატარეა მოყვა და ციცქნა უსბ ბლუთუს მოწყობილობა, შევაერთე თუ არა – ამუშავდა ზედმეტი ჩალიჩის გარეშე!

წინ დიდი გეგმები მაქვს, ბევრი საინტერესო თამაში: Spelunky, FEZ, Two Brothers, Transistor, Mortal Kombat, Injustice, Burnout, Lethal League და ასობით სხვა თამაში, რომელიც ჯოისტიკით ითამაშება (Super Meat Boy-ს თავი გავანებოთ) 🙂
სერიალების ყურებას არ მირჩევნია?!?!

წიგნი ქსელის ვექტორული მაანალიზებლის შესახებ


Michael Hiebel - Fundamentals of Vector Network Analysisსალამი ყველას! დღეს ჩემმა ხელმძღვანელმა მაჩუქა საუკეთესო წიგნი ქსელის მაანალიზებლის შესახებ! ❤

ეს ნაშრომი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად ამ თემატიკაზე. მასში განხილულია საკმაოდ ვრცელი მასალა:

  •  მაანალიზებლების სახეობები
  • თითოეულიშემადგენელი ნაწილის აღწერა, ფუნქციონალობის დაწვრილებითი გარჩევა
  • არაიდეალური ეფექტების დახასიათება
  • დაკალიბრების სახეობები – თეორია და გამოყენება
  • განსაკუთრებით სასარგებლოა წიგნის “რეცეპტების” ნაწილი: ანუ კონკრეტული ამოცანების გაზომვის ტექნიკა.

500px-Rohde_&_Schwarz_Logo.svgMichael Hiebel – “Fundamentals of Vector Network Analysis“, Rohde & Schwarz

წიგნის ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ საიტზე, ან მოცემულ ბმულზე. პატარა pdf ფაილია, მაგრამ ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოიცავს 🙂

Home sweet home, ქუთაისი


საარჩევნოდ ჩავედი ქუთაისში ორი დღით. ჯანდაბა არჩევნების, მამაჩემი და ჩემი ძმა ვნახე, მომენატრნენ.
კიდევ კატა მომენატრა, ჩემი კასსი 🙂

image

მოკლედ, სახლს არაფერი ჯობია!
ცოტა ქალაქშიც ვიარე ველოსიპეტით. ჩემდა გასაკვირად მანქანების მოძრაობა უფრო მოწესრიგებულია, ელექტრონების არ იყოს…

რამოდენიმე სურათი გადავუღე ჩემს ეზოს… რამდენი ხანი ვეღარ ვნახავ ვინ იცის?

 


“It is important to fight, and fight again, and keep fighting, for only then can evil be kept at bay, though never quite eradicated.”

– Albus Percival Wulfric Brian Dumbledore

***

“მნიშვნელოვანია იბრძოლო კვლავ და კვლავ, ვინაიდან მხოლოდ ასე შეიძლება უკუაგდო სიბოროტე, თუნდაც მისი განადგურება შეუძლებელი იყოს.”

– ალბუს პერსივალ ვულფრიკ ბრაიან დამბლდორი

Bastion: გენიალური თამაშის აღმაფრთოვანებელი მუსიკა


გაოცებული დავრჩი. ისტორია, გაფორმება, გეიმპლეი მექანიზმები… წამყვანი?!
“ჭამა და სექსში” რომ კაცი არის წამყვანი და მოგვიანებით, პლასტიკური ქირურგი, მას რა ქვია? ახლა “შუა ქალაქში” ინჟინერი გიას როლს ასრულებს… ტატიშვილია, ხომ? მისი ხმა ამ თამაშს ძალიან მოუხდებოდა…
თამაშის მიმოხილვები ჩემი საქმე არ არის, ასე რომ უბრალოდ დატკბით უფასო საუნდტრეკით 😉

პ.ს.(ხო, მართლა, თუ ვინმეს გინდათ ამ თამაშის გაქართულება, დაგეხმარებით და დაგაკვალიანებთ 😉 მაგრამ თამაშის დიდი ფანი უნდა იყოთ, სხვანაირად არ გამოვა 😛 )

Tech Haven ნიშანი Deus Ex Human Revolution-დან


ამის წინათ ვთამაშობდი დეუს ექსს (ეპიკური თამაშია, ვინც არ იცით!) და აიტიშნიკის პრიჩარდის ოთახში დავინახე შემდეგი ნიშანი:

DeusEx_Tech_Haven

ძალზედ მომინდა ასეთი ნიშნის სახლში ჩამოკიდება 🙂

დავქოქე ჩემი საყვარელი Inkscape ვექტორული გრაფიკის რედაქტორი და აი რა გამოვიდა:

tech_haven_v2

გადმოწერეთ და ამობეჭდეთ 😉

აგერ კიდევ, SVG ფაილი, თუ ვინმეს უფრო მაღალ ხარისხში დასჭირდება 🙂