Category Archives: მე მიყვარს…

დეივ თომასი… ა.ც.რ. დეივი მუსიკაა


ეს ადამიანი არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი. არა, ოჯახის წევრი არ არის. არც მეგობარია ის ჩემი. არც კი ნაცნობი. ჩემთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ერთხელაც თვალით არ მინახავს. არ ვიცი როგორ ჟღერს მისი ხმა. როგორ გამოიყურება დილით. როგორ იცინის. როგორ ღელავს. არ ვიცი როგორ ფიქრობს, გრძნობს ან უყვარს… ამ ყველაფრის მიუხედავად, დეივი ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანია…

რატომ?

მისი გენიალური მუსიკა და შესრულება მიჩქარებს გულს; ცრემლი იღვიძებს და გარედ მიიჩქარის, იმდენად აღელვებულია დეივის მუსიკით; ხელი გაიყინება ერთ ადგილას – უსმენს. განძრევის ეშინია, იხუჭება, იმალება ბნელ ოთახში… ნოტი არ გამოეპაროს! ცრემლი ვერ გაძლებს და გადადგამს სასიკვდილო ნაბიჯს: ჩამოირბენს მხურვალე ლოყებზე და გაქრება უფსკრულში…

Continue reading დეივ თომასი… ა.ც.რ. დეივი მუსიკაა

Unreal Commander: არაჩვეულებრივი ფაილების მმართველი


თუ დაუჭერ “მუღამს”, დაზოგავ ძალიან დიდ დროს, რადგან ფაილ-მენეჯერით მუშაობა, როგორც წესი, ძალიან სწრაფი და ეფექტურია.

– ჩემი პირადი გამოცდილებიდან

ზოგადად ფაილები მმართველების შესახებ

ფაილების მმართველი(ე.წ. ფაილ-მენეჯერი) არის პროგრამა, რომელიც ამარტივებს ფაილებითა და საქაღალდეებით მართვას. ზოგჯერ ისინი არ გამოირჩევიან ლამაზი გარსით, მაგრამ აქვთ მრავალი შესანიშნავი ფუნქცია, როგორიცაა, მაგალითად, მრავალი სურათის გადარქმევა, FTP-კლიენტი, ტექსტური ფაილების ჩქარი დათვალიერება/ჩასწორება, საქაღალდეებისა და ფაილების დალაგება, ორგანიზება და ა.შ. ფაილების მმართველების გავრცელებული მაგალითები: Norton Commander(DOS), Total Commander(WIN), Free Commander(WIN), Unreal Commander(WIN), GNOME Commander(Linux), Double Commander(Linux) და ა.შ. ბოლო სამი მიბაძავს Total Commander-ს (ყოფილი Windows Commander). სამივე, მათი “კუმირისაგან” განსხვავებით, არის სრულიად უფასო(ის ღირს $38… სტუდენტებისათვის ფასდაკლებაა – $28) და ზოგი კიდე თავისუფალი. აქვთ TotalCMD-ს ჩანართების მხარდაჭერა ძალიან ჰგვანან მას… 🙂

…დავუბრუნდეთ ჩვენს დღევანდელ სტუმარს: Unreal Commander

Continue reading Unreal Commander: არაჩვეულებრივი ფაილების მმართველი

მიღწევა კომუნიკაციებში: მუხტკავშირიანი მოწყობილობები [CCD]


წყარო: Wikipedia.Org

ცნობისთვის: CCD შექმნეს უილარდ ბოილ[Willard Boyle] და ჯორჯ სმითმა[George E. Smith], 1969 წელს ლაბორატორიაში AT&T Bell Labs. მოწყობილობამ მოახდინა რევოლუცია ელექტრონულ ინჟინერიაში, რადგან მას ჰქონდა მაღალი წარმადობა, სიზუსტე და, იმდროინდელ მოწყობილობებთან შედარებით, ძალზედ მცირე ზომა. ყველაზე ფართოდ ის გამოყენება შუქმიმღებ მოწყობილობებში(სენსორებში). ვიდეოკამერები, სკანერები, ქსეროქსის მოწყობილობები – უმეტესობა გამოიყენებს CCD მიმღებს(ასევე, არსებობენ სხვა სენსორები, მაგ. CCD-ს მთავარი კონკურენტი – CMOS). მაღალხარისხიან ფოტოაპარატებსა და კამერებში გამოიყენება ე.წ. 3CCD სენსორი, რომელიც პრიზმის მეშვეობით, ყოფს შემავალ სხივებს 3 ფერად. თითოეულ ფერს აღიქვამს ცალკე CCD სენსორი. ამით მიიღწევა გამოსახულების მაღალი სიზუსტე. მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ თავისუფალ ენციკლობედიას Wikipedia.Org->CCD

რასაც იხილავთ ქვემოთმოცემულ ჩანაწერში, არის ჩემი, გიორგი მაღლაკელიძისა, და ჩემი ძვირფასი შეყვარებულის, თამარ მახარაშვილის, თარგმანი ინგლისურიდან. წყაროდ ავიღეთ YouTube-ზე განთავესებული CCD-ს პრეზენტაციის ოფიციალური ვიდეო. ეს არის საკმაოდ თავისუფალი თარგმანი, მართლწერა შემოწმებული არ არის. შესაძლოა, ტექსტში დაშვებულია უზუსტობები. თუ ასეთები აღმოჩნდა, ან თუ გაგიჩნდათ შენიშვნები, დატოვეთ კომენტარი ან დავიკავშირდით ელფოსტის მისამართზე: acidlabz[at]gmail.com

Continue reading მიღწევა კომუნიკაციებში: მუხტკავშირიანი მოწყობილობები [CCD]

Tales of Mere Existence, ანუ “ჩემი არსებობის ამბები”


ჩემი ნამდვილად არაა 🙂 “ჩემი არსებობის ამბები”…საკმაოდ თავისუფალი თარგმანია… ჩემი ნება არაა, რას დავწერ? მთავარია შინაარსი!

გინახიათ ხოლმე, ისეთი ვიდეო, ან მულტფილმი, ან ჩანაწერი ბლოგზე, რომელშიც თქვენი აზრი რომელიმე თემაზე სრულადაა გადმოცემული? ან უბრალოდ, ძალიან გაგონებთ ეპიზოდს თქვენი ცხოვრებიდან? ან უბრალოდ, ხედავთ რაღაცას ძალიან უბრალო, მაგრამ საინტერესოს, საყვარელს, სასაცილოს, გასაკვირსა და კარგ ხასიათზე საოცრად და მოულოდნელად დამყენებელ რამეს? თუ კი, ძალიან მიხარია თქვენთვის… თუ არა – აუცილებლად ნახავთ! შეიძლება ამ პოსტში ან ბლოგზეც მოიძებნოს ასეთი რამ 😉

დღეს საუბარი წავა YouTube-ზე გაჩითულ დახატულ ვიდეოებზე. ესენი არიან ლევნი [AgentXPQ] ილმაზის (Levni Yilmaz) პატარა “მემუარები”, ორიგინალური ანექდოტები, ცხოვრების მოგონებები, მოსაზრებები და უბრალოდ ყოველდღიური სურვილები, აზრები… ვითომაც დიდი არაფერი, არა? 🙂

პირველი შეხედვით მართლაც – დიდი არაფერი, მაგრამ ორი-სამი-სამი….შვიდი-რვა(?!) :გოგი: ვიდეოს მერე აღარ შეგიძლია გაჩერდე, რადგან ასეთი ძალზედ საინტერესო და ჩამთრევი ვიდეოები იშვიათობაა! ნამდვილი დეფიციტია… კარგია, რომ იუთუბი არსებობს, რადგან მაგის წყალობით რიგში დგომა არ მოგვიწევს! 🙂

მაგალითად, “ტიპიური დიალოგი დედაჩემთან”:

გეგონება, ვიდეო გრძელდება სულ რაღაც საწყალი 2:13… მაგრამ რა 2 წუთი! გამახსენდა ახალგასული ბავშვობა, დედა, მისი დარიგებები და ა.შ… თბილი მოგონებანი ისევ გაიღვიძნენ გულსა და სულში… დახარჯეთ 133 წამი დამიიღეთ კარგი განწყობა მთელი დღის განმაბლობაში! მე ასე ვარ 🙂

ასეთივე კომენტარი შეიძლება გამოვიყენოთ ლევის ყველა 36 ვიდეოზე!

ლევის ვიდეოების ტოპ-ხუთეული(must-watch):

Continue reading Tales of Mere Existence, ანუ “ჩემი არსებობის ამბები”

Spotify საქართველოში…


Spotify არის ძალიან მოსახერხებელი მუსიკის მოსმენის, გაცნობის და შეძენის სერვისი. ანალოგები: Last.Fm, Pandora, MySpace Music და სხვა.

შესაძლებლობები:

  • წვდომა მუსიკის უზარმაზარი ბაზითვის – ყველა სტილი, ყველა დრო!
  • კომპოზიციების მოსმენა მათ გადმოუწერელად;
  • დაკვრის სიების შედგენა;
  • სასიამოვნო მუსიკის ძიება;
  • საყვარელი მუსიკის გაზიარება;
  • უმაღლესი შეფასების მქონე კომპოზიციების გაცნობა;
  • ავოტრების ბიო/დისკოგრაფიები;
  • მუსიკის შეძენა;
  • ნებისმიერ ადგილას მოსმენა – დაწყებული კომპიუტერით: Mac, Windows, Linux(ბეტა მხოლოდ პრემიუმის მომხმარებლებისთვის), დამთავრებული ტელეფონით: Symbian, Android, iPhone!
  • მუსიკის მოსმენა Offline რეჟიმში(Premium მომხმარებლებისთვის)
  • შემსრულებლების რადიო(მსგავსი შემსრულებლებისთვის მოსმენა)

Spotify ოფიციალურად ხელმისაწვდომია მხოლოდ 7 ქვეყანაში: დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ნორვეგია, ჰოლანდია, ესპანეთი და შვედეთი. ამისთვის არის რამდენიმე მიზეზი: სერვერის ბევრ ქვეყანაში უქონლობა, საავტორო უფლებებთან დაკავშირებული შეფერხებები, საქართველოში და სხვა ქვეყნებში რეალური ბაზრის არაარსებობა.

არსებობს Spotify-ს მომხმარებლის 4 დონე: პრემიუმი, შეუზღუდავი, უფასო და ღია.

  • Open [ღია] – შესაძლებელია – თვეში 20 საათის განმავლობაში უფასოდ უსმინოთ საყვარელ მუსიკას, დაალაგოთ საკუთარი მუსიკის კოლექციცა(კომპიუტერზე), დაუკავშიროთ ანგარიში სოციალურ სერვისევს, როგორიცაა Twitter ან Facebook, საზღვარგარეთ ყოფნისას, გამოიყენოთ სერვიცი 14 დღის განმავლობაში(საზღვარგარეთ კი ვითვლები, მაგრამ ჯერ არაფერი უთქვამს…). რამდენიმე კომპოზიციის შორის მოგიწევთ მოკლე სარეკლამო ჩანაწერის მოსმენა. ჩემთან ხდება 4-6 კომპოზიციაში ერთხელ.
  • Free [უფასო] – ზემოთხსენებულის გარდამოსმენის დრო შეუზღუდავია, ემატება მუსიკის მოსმენა რადიო რეჟიმში(ვირჩევთ წლებსა და სტილებს და ჩაგვირთავენ შემთხვევით შემსრულებელს)
  • Unlimited [შეუზღუდავი] – £4.99 თვეში – ზემოთხსენებულის გარდაითიშება რეკლამები, შეუზღუდავი მოხმარება საზღვარგარეთიდან.
  • Premium [პრემიუმი] – £9.99 თვეში – ზემოთხსენებულის გარდა – მობილურზე მყოფი ფაილების დაკვრა, მობილურის ვერსიის გამოყენების შესაძლებლობა, მუსიკის მოსმენა ინტერნეტის გარეშე[offline mode], ასეთივე რეჟიმი თქვენს მობილურზე, ხმის მაღალი ხარისხი(მგონი 320 kbps) და ექსკლუზიური შიგთავსი. ბოლოში რა იგულისხმება, მე ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ 🙂

ყველაფრის მიუხედავად, ფრიად შესაძლებელია(თუმცა, მეეჭვება რომ ლეგალური იყოს!), რომ დაარეგისტრიროთ ის უპრობლემოდ, პროქსის მეშვეობით:

  1. ვეძებთ UK (United Kingdom) პროქსის. მე გამოვიყენე http://www.webkh.info/ ; შეგიძლიათ, Google-სა ან proxy.org-ის მეშვეობით მოძებნოთ ასობით სხვადასხვა პროქსი.
  2. პროქსის მეშვეობით შევდივართ აქ: https://www.spotify.com/en/get-started/ და გადავდივართ რეგისტრაციის გვერდზე;
  3. რეგისტრაციის დროს, მიუთითეთ ქვეყანა United Kingdom და საფოსტი კოდი LS18 5AZ (ან დაგუგლეთ, ბევრი იშოვება). ვიმახსოვრებთ, რა შევიყვანეთ ლოგინსა და პაროლში.
  4. პროქსის გარეშე, ჩვეულებრივ, შევდივართ და ვიწერთ სასურველ კლიენტს: https://www.spotify.com/int/download/
  5. ვიწერთ სასურველს და ვაყენებთ. გაშვებისას ვიყენებთ რეგისტრაციის დროს არჩეულ პაროლს.
  6. ვუსმენთ მუსიკას! 🙂

ყველასთან დიდი თხოვნა მექნება, აქტიურად გამოიყენეთ ეს სერვისი! მე, მაგალითად, ვაპირებ გადავიხადო ეს საწყალი £4.99, ან £9.99 თვეში. 🙂 სერვისი ნამდვილად ღირსია იმ მიზერული თანხისა, რომელსაც ითხოვენ!

ეგება საქართველოშიც შემოვიდეს 😀

წარმატებები ახალი ოკეანეს სივრცეში! 😉

– გ.

P.S.(თუ გამოგადგებათ, Spotify-ს მიმოხილვა ინგლისურ ენაზე: )