Category Archives: პირადული

Home sweet home, ქუთაისი


საარჩევნოდ ჩავედი ქუთაისში ორი დღით. ჯანდაბა არჩევნების, მამაჩემი და ჩემი ძმა ვნახე, მომენატრნენ.
კიდევ კატა მომენატრა, ჩემი კასსი 🙂

image

მოკლედ, სახლს არაფერი ჯობია!
ცოტა ქალაქშიც ვიარე ველოსიპეტით. ჩემდა გასაკვირად მანქანების მოძრაობა უფრო მოწესრიგებულია, ელექტრონების არ იყოს…

რამოდენიმე სურათი გადავუღე ჩემს ეზოს… რამდენი ხანი ვეღარ ვნახავ ვინ იცის?

 

დროს რა ვუყო?


ამ ბოლო დროს, ასეთი პირი უჩანს, რომ მომიჭერს. როგორც უნივერსიტეტის მხრივ, ისე სამსახურის მხრივ. განსაკუთრებით, როცა ვიწყებ ჩემი საბაკალავრო ნაშრომის დაწერას.

გრაფიკი სამსახურში გასაკეთებელი საქმის გაწერილია ივნისის შუა რიცხვებამდე, თითოეულ დღეს უნდა ახასიათებდეს მკვეთრი პროგრესი. თუ რამე არ გამოვა, მთელი დიდი პროექტი კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. არადა მდგრადი განვითარება ისე მახასიათებს, როგორც საქართველოს ეკონომიკას 😦

საბაკალავრო თემა მაქვს საინტერესო, თუ არა გენიალური. რათქმაუნდა, აზრი მე არ მეკუთვნის, მე უბრალოდ განვავითარებ ჩემი ხელმძღვანელის ერთ საინტერესო იდეას. იმედია, ოდესმე დადგება დრო როცა შემეძლება აქ ვისაუბრო მის შესახებ. ძალიან ძალიან მარტივი და გენიალური იდეაა. ერთი სული მაქვს ავამუშაო 🙂

ეგ ხომ კარგი. თუ გამიმართლა, ყველაფერს წარმატებით დავწერ და დავამთავრებ თსუ-ს ბაკალავრიატს.

სხვა მხრივ, ახლა მეწყება სწავლა და სულ მცირე 5 საგანი უნდა ავირჩიო. როგორც წესი, ვცდილობ კარგად ვისწავლო, ვინაიდან GPA მაქვს გამოსასწორებელი. პირველი სემესტრის “ცოდვების” გამო, 3.5 მაქვს და საერთოდ არ მაკმაყოფილებს. თან საზღავრგარეთ უნდა ვცადო მაგისტრატურაში ჩაბარება. მანდ კი GPA მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთი არჩევნის წინ ვდგები, ჯერ სად ვარ? ან კარგად უნდა ვისწავლო, ან კარგად ვიმუშაო. ერთდროულად ორივე არ გამოვა. დიდი დატვირთვა არის იქაც და იქაც. იმედია რამეს მოვახერხებ…

Continue reading დროს რა ვუყო?

მე მივდივარ არჩევნებზე!


2012 წლის პირველი ოქტომბერი… ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშნვნელოვანი თარიღი: ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ამ დღეს ხალხი ირჩევს სახელმწიფოს მომავალის კურსს, აჩვენებს რა სტკივა და რა სჭირდება.

რა არის არჩევნები??
არჩევნები ეს არის შესაძლებლობა, მოქალაქემ დააფიქსიროს თავისი პოლიტიკური მოსაზრება და წვლილი შეიტანოს სახელმწიფოს განვითარებაში.  ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ეს კი ნიშნავს ხალხის ძალაუფლებას.  მოქალაქეები სახელწიფოს მიმართ არ არიან ვალდებულნი მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, თუმცა არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რამ – ზნეობრივი მოვალეობა თანამოქალაქეების, ოჯახის და საკუთარი თავის მიმართ. ჩვენ არ ვართ ბავშვები რათა ტკბილეულის გამო მივიდეთ ან არ მივიდეთ არჩევნებზე. ჩვენი ვალდებულებაა შევიგრძნოთ მოვალეობა ერის წინაშე და ყოველგვარი მატერიალური გამორჩენის გარეშე მივიღოთ მონაწილეობა ჩვენი მომავლის არჩევაში.

არსებობს რამდენიმე მაგრამ…
ყველამ ვიცით, რომ ჩვენ ქვეყანაში არის გარკვეული პრობლემები არჩევნებთან დაკავშირებით:

ხშირად მოქალაქეების ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი არჩევნების გამჭვირვალობის და სამართლიანობის მიმართ. შეიძლება ეს უფრო მოვალეობისაგან თავის აცილება იყოს, ვიდრე უნდობლობა. თუმცა ძველი შემორჩენილი შეხედულებით ზოგიერთი ამომრჩეველი ფირქრობს რომ არჩევნები აუცილებლად გაყალბდება და მათ მისვლას აზრი არ აქვთ. სიტუაცია წარსულისგან განსხვავებით საგრძნობლად შეიცვალა, თუმცა სრული ინფორმაცია მაინც არ მიდის მოსახლეობამდე. სიტყვები “არჩევნები ამჯერად ჩატარდება სამართლიანად” ბევრისთვის გაცვეთილი და არაფრის მთქმელი სიტყვებია. აუცილებელია საარჩევნო კომისიის მიერ მოხდეს მოქალაქეთა ინფორმირება ხმის დაცვის მექანიზმებზე, არჩევნების მიმდინარეობის პროცესზე, და კომისიის სანდოობაზე, რათა მოქალაქეებმა კვლავ ირწმუნონ სამართლიანი არჩევნების. თუნდაც სატელევიზიო გადაცემებში უნდა იყოს ნაჩვენები რომ ადამიანის ხმის ანონიმურობა ნამდვილად დაცულია და გაყალბება თეორიულადაც შეუძლებელია.

მოპოვებული ნდობა საფუძვლად დაედება წარმატებულ არჩევნებს.

მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი აპოლიტიკურია და არ გააჩნია მოსაზრება პოლიტიკური ფიგურების შესახებ. ის ფაკტი, რომ ადამიანი პოლიტიკაში გარკვეული არ არის საკითხში არ ათავისუფლებს მას საზოგადოებრივი მოვალეობისაგან. თუ კი მოქალაქე არ ემხრობა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, მას თავისუფლად შეუძლია გააბათილოს თავისი ხმა.

ზოგადად კი, ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს უნდა შეეძლოს ჩამოაყალიბოს თავისი აზრი ნებისმიერ პოლიტიკურ მოვლენასთან დაკავშირებით. ამასთან, უნდა არსებობდეს ტელე-გადაცემები სადაც მოხდება ყველა პარტიისა და კანდიდატების საარჩევნო გეგმის მიუკერძოებულად განხილვა.

ეს საჭიროა, რადგან ხშირად ხალხისთვის გაუგებარია კანდიდატების სრული პროგრამა.

ბევრი ადამიანი პასიურობს იმის გამო, რომ თვლის თავის ხმას მეორეხარისხოვან ფაკტორად. ეს არ არის მართალი. მნიშვნელოვანია თითოეული ხმა და მოსაზრება. მხოლოდ ასე შეიძლება სახელმწიფომ იაროს სწორი კურსით. იმისთვის, რომ მოქალაქეებში გაიღვიძოს ამ გრძნობამ, საჭიროა ხორციელდებოდეს სოციალური რეკლამა ამის შესახებ.

მივდივართ არჩევნებზე?
რაღა თქმა უნდა – კი!

შეიძლება საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ადამიანმა განიცადოს სხვადასხვაგვარი ზეწოლა: მეგობრებისგან, თანამშრომლებისგან, ოჯახისგან. ეს არის სტრესის გამომწვევი და ზოგჯერ ცხარე კამათისაც კი. ზეწოლას მნიშვნელობა არ აქვს.

საბოლოო ჯამში ადამიანი კენჭისყრის კაბინაში არის მარტო თავის არჩევანის წინაშე. არჩევნები არის ფარული და სამართლიანი. თითოეულ მოქალაქეს უნდა სჯეროდეს საკუთარი ხმის ძალის და გადაწყვეტილების.

* * *

მინდა დავასრულო ერთი ციტატით, რომელსაც ერთხელ წავაწყდი ინტერნეტში. ის მე ძალიან მომწონს და ჩემი აზრით კარგად ახასიათებს ჩვენი ცხოვრების იმ მოვლენას, რასაც ჰქვია არჩევნები:

არჩევნები არის სარკე, რომელშიც კარგად ჩანს ხალხის აზრი, მისი გასაჭირი, რომელ გზას და როგორ მომავალს ირჩევს.

Long live 2011… welcome 2012!


დიდი მადლობა გასულ წელს… ძალიან ნაყოფიერი წელიწადი იყო!

რა გავაკეთე წელს?? სია ისე, ჩემთვის… სიბერეში გასახსენებლად… :p

  • მიმიღეს სამუშაოდ EMCoS-ში!
  • ბევრი ვისწავლე ელექტრომაგნიტურ მოვლენათა შესახებ 🙂
  • ვისწავლე დაპროგრამება ენაზე Fortran და ბევრი საინტერესო რიცხვითი მეთოდი!
  • დავწერე (ვთარგმნე) წიგნი: AVR მიკროკონტროლერებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება გარემოში Algorithm Builder
  • დავიწყე და დავგეგმე კიდევ ორი:
    • ელ. წრედების სიმულატორი LTSpiceIV
    • შესავალი ენაში Fortran
  • ვთარგმნე პროგრამები და თამაშები:
  • გავხდი Ubuntu ლოკალიზაციის ჯგუფის ადმინისტრატორი… თუმცა ჯერ ისეთი ვერაფერი გამიკეთებია, რომ ამეღორძინებინა ქართულენოვანი უბუნტუ… იმედია წელს უკეთესად მოვუვლი ამ საქმეს!
  • გავარჩიე და მოვახდინე NSIS ჩაყენების პაკეტების ძრავის მორგება ქართულ ენაზე… ფაილები ამჟამად დაკარგულია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს მათი აღდგენისა… ვაპირებ წყაროს გახსნას! 😉

უუუღრმესი მადლობა გასულ წელს… დაე დამდგარმა 2012-მა უფრო მეტი წარმატება მოიტანოს! დიდი გეგმები მაქვს! 😉

თუ ვინმეს აინტერესებს სად ვარ დაკარგული…


ვსწავლობ – ვმუშაობ – საქმით ვარ გართული უმეტეს წილად…

ვსწავლობ მიკროკონტროლერების დაპროგრამებას, რიცხვით ანალიზს, ფორტრანზე დაპროგრამებას… ძალიან მაინტერესებს ეს საგნები და თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს მათ ვუძღვნი.

ასევე ვმუშაობ, სტუდენტ-სტაჟორად, კომპანია EMCoS-ში: http://emcos.com/

ძალიან მწყდება გული რომ საქართველომ არ იცის ამ კომპანიის შესახებ… ეს არის თანამედროვე საქართველოს გმირები – მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა ელექტრომაგნიტური მოვლენების კომპიტერულ სიმულაციაში, ელექტრომაგნიტური თავსებადობის პრობლემების გადაწყვეტაში და ა.შ. უნიჭიერესი ხალხი!

ჩემი დროის უდიდესი ნაწილს ვუძღვნი მუშაობას. ამიტომაც იშვიათად ვჩნდები ინტერნეტში: პირწიგნაკზე, ტვითერზსა და ბლოგზე… თუმცა “უშემოქმედებითად” არ ვზივარ – შეგიძლიათ იხილოთ ჩემი ნამუშევრები ფორტრანზე(ვთარგმნი ერთ შესანიშნავ გაკვეთილთა ნაკრებს), წიგნს მიკროკონტროლერების დაპროგრამებაზე Algorithm Builder-ში და კოდს MATLAB-ში რიცხვითი მეთოდებისთვის… ასევე ვწერ ზოგიერთ რიცხვით მეთოდს ფორტრანზე… სავარჯიშოდ… ნელნელა ვასწორებ phpBB3-ის თარგმანს… საზიზღარი ხარისხის ყოფილა… როგორ ხმარობდა ხალხი? მადლობას გვეუბნეოდნენ… 😦

ყოველი ეს იხილეთ ‘ელექტრიკების’ ფორუმზე forum.ieeetsu.ge

ასევე, ვეძებ რაიმე საინტერესო პროექტს მიკროკონტროლერებზე – ბინარული საათი უკვე გავაკეთე… თუმცა სიმულაციაში, მაგრამ მაინც… ახლა მინდა კალკულატორი გავკეთო 🙂 თუ მოვიცლი… საათის ფაილებსაც დავდებ… ისევ თუ მოვიცლი. თუმცა დიდი არაფერი დამიწერია…

მოკლედ, თუ გსურთ დამიკავშირდეთ ან რამე საინტერესო იდეა გაქვთ – ელფოსტაზე მომწერეთ: აციდლაბზ@გმაილ.ცომ 😉

მწარე სიმართლე


ეს რუსული ვიდეო ვნახე ჩემი კარგი მეგობრისა და კოლეგის, გურამ DjGuro ვანიშვილის, ბლოგზე: High Radiation Zone

შიგნიდან შემაზანზარა, რომ იცოდეთ… რაც არ უნდა ითქვას რუსების შესახებ, მათ შორისაც არსებობს ხალხი ვისაც სიმართლის არ ეშინია. ამბობენ პირდაპირ, სახეში…  ეს ვიდეო ეხება ყველას!

Рождение Сверхновой


დგება დრო ადამიანის ცხოვრებაში, როცა ის ხვდება მარტივ ჭეშმარიტებას: აღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო ადრე.

ყველაფერი შეიცვალა. ძველმა მეგობრებმა ჩაგაბარეს წარსულს, კომპიუტერული თამაშები აღარ(თუ ვეღარ) განიჭებენ ადრიდნელ სიამოვნებას… დალევა? – დალევამაც დაკარგა მუღამი… ანუ… ვეღარ ერთობი? ალბათ…

ჰმ… ვითომაც არაფერი შეცვლილა, ისევ ისეა ცხოვრება… სახლი, ოჯახი, შეყვარებული, უნივერსიტეტი, კომპიუტერი, ძაღლი, კატა, მიგდებული ტელეფონი… ყველაფერი მიყუჩებულია სიცხისაგან. იწვის ქალაქი, იხარშება ოფლში და გულის ამრევი სუნი ასდის…

არც არაფერი გინდა, არც არაფერს აკეთებ. არც წიგნი, არც თამაში, არც ვარჯიში, არც ეზოში ბალახის დათხრა.

რა დარჩა? – ჩიბუხი. ცივი წყალი. ღამის ქალაქი. ძილი შუადღემდე… მერე ჭამა. ისევ ჩიბუხი. სიგარეტი ვიყიდო? ისევ ღამე მოვა. ისევ დავტკბები მარტო ყოფნითა და სიმშვიდით.

* * *

შავ ცაზე უთვალავი ვარსკლავია… უსასრულო სივრცე. ცარიელი. ცივი. ბნელი. მკვდარი.

ერთი პაწუა ზეახალი ვარსკლავის გაჩენა მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა! არც თუ დიდი ხნის წინ, ასე გავჩნდით ჩვენც – დედამიწა. აზრი? – ჯერ არ ვიცით.

* * *

…დავბრუნდი ბლოგზე! 😉