ამ ჩანაწერში შემოგტავაზებთ ზემოხსენებული დავალების შესრულებულ ვარიანტს. აქ მოყვანილი ინფორმაცია შეიძლება არ იყოს 100% სრული ან მართალი. იმედი მაქვს ბევრი შეცდომ არ დამიშვია :))
ახალი დავალება მივიღე უნივერსიტეტში. კლასის მიზანია სიღრმისეულად ვისწავლოთ სხვადასხვა გაზომვების ჩატარების პრინციპი. ამასთან ერთად ხშირად საჭიროა ავაგოთ ამა თუ იმ გაზომვის რიცხვითი მოდელი.
თუ გაქვს SPICE-ის ნებისმიერი ვერსია, შეგიძლია შექმნა TDR მოდელი.
ეს პატარა ჩანაწერი ეძღვნება დროით რეფლექტომეტრს, ანუ ინგლისურად TDR (Time Domain Reflectometer). მე არ ვარ მისი ავტორი, უბრალოდ ვთარგმნი. მისი ავტორი არის დოქტორ ერიკ ბოგატინი (Dr.Eric Bogatin), “Signal Integrity – Simplified” ცნობილი წიგნის ავტორი, ინჟინერი, ბიზნესმენი.
ვთარგმნი ამ ჩანაწერს იმის გამო, რომ ქართულ ინტერნეტში არ მოიძებნება ერთი ჩანაწერიც კი, სადაც რეფლექტომეტრია ნახსენები იქნება. თსუ-ში ოთხი წლის განმავლობაში არც კი გამიგია თუ ასეთი რამეები არსებობს. არადა სადაც ახლა ვარ, რამის ყოველდღე გამოიყენონ კვლევაში. 😦
ვაგრძელებ ახსნას იმისა, თუ როგორ ხდება თამაშების თარგმნა. ამჯერად მაგალითზე!
ავიღებთ თამაშს სახელით World Of Goo, ქართულად – ლორწოს სამყარო, რომელიც ჩემს მეგობრებთან ერთად ვთარგმნეთ 2009 წელს. თამაშის შემქმნელებმა გადაწყვიტეს ყველაფერი მარტივად გაეკეთებინათ და (თითქმის) არანაირი დაცვა არ დაადეს თამაშის რესურსებს. ჩვენთვის უკეთესი! 🙂
ამ ნაწილში განვიხილავთ თამაშის ზოგად სტრუქტურას და ტექსტებს.
ქინდლი ელმკითხველის “Factory Reset”-ის, ანუ ჩამოყრის სტანდარტული პროცედურა არის შემდეგი:
აუცილებლად შეამოწმეთ, რომ ბატარეას დარჩენილი აქვს სულ მცირე ნახევარი მუხტი;
მთავარ გვერდზე, დააჭირეთ “მენიუ”-ს ღილაკს და გადადით “მომართვის” გვერდზე -> Settings
ისევ დააჭირეთ “მენიუ”-ს ღილაკს და გადადით წარწერაზე “Reset to Factory Defaults” (“ჩამოყრა ქარხნულ მდგომარეობაზე”).
დაადასტურეთ თქვენი გადაწყვეტილება გამოსულ დიალოგში, აირჩიეთ ღილაკი ‘OK’
ამის შემდეგ ეკრანი უნდა ჩაქრეს და ისევ აინთოს. მასზე გამოსახული იქნება ხის ქვეშ მჯდომი ადამიანი.
გაფრთხილება: ქარხნული ჩამოყრა გულისხმობს ყველა ჩაწერილი წიგნის და გაკეთებული ჩანაწერის ამოშლას. სანამ ჩამოყრით ელმკითხველს, აუცილებლად შექმენით თქვენი დოკუმენტების სამარქაფო ასლები (backup). ასევე, გაითვალისწინეთ, რომ საჭირო იქნება ელმკითხველის ხელახლა მიბმა ამაზონის ანგარიშზე.
ყველაფერი ძალიან მარტივია, არა? ჩემმა ქინდლმა რომ გამიჭედა, ვერაფრით ვერ “დავარეზეტე”. დასტურის ღილაკს რომ ვაჭერდი არაფერი ხდებოდა. გათიშვა ვცადე, მერე ჩართვა. მერე ისევ გათიშვა.
მოკლედ, იშვიათ შემთხვევაში, სანამ ჩამოყრით ქინდლის მდგომარეობას, საჭიროა ჩაურთოთ “ფრენის რეჟმი” – “Airplane Mode”. ამისვის, მთავარ გვერდიდან გადადით მომართვის გვერდზე და დააჭირეთ ღილაკს “turn on”, რომელიც მოთავსებულია “Airplane Mode” წარწერის გასწვრივ.
თუ რაიმე კითხვა გაქვთ ქინდლთან დაკავშირებით, შევეცდები გიპასუხოთ 😉
დღეს დამიკავშირდა ფორუმ.ჯი-ს ერთ-ერთი წევრი და გამოიჩინა ინტერესი თამაშების გაქართულებაში. მე კი კარგი ხანია გასული ვარ თამაშების გაქართულების სცენიდან და არ ვიცი რა სიახლეებია, მაგრამ დაკვალიანება შემიძლია 🙂
რა დასამალია და წინა წლებშიც ხშირად ვაწყდებოდი კითხვას “როგორ გავაქართულოთ თამაში?”, თუმცა ყოველთვის ან არ მეცალა, ან მეზარებოდა პასუხის გაცემა. როგორც იქნა, გადავწყვიტე დავწერო პატარა გზამკვლევი, რომელიც დაეხმარება ნებისმიერ დაინტერესებულს, სასურველი თამაშის თარგმნაში.
უიმე, ერთი თვეა არაფერი დამიწერია! სამაგიეროდ ეს 100-ე ჩანაწერია ჩემს საყვარელ, ხანდახან მიტოვებულ ბლოგზე. ამიტომ, დღეს რაღაც გემრიელს დავწერ.
მინდა გითხრათ, რომ მე მიყვარს github.com! არც თუ ძალიან დიდი ხანია ვიყენებ git-ს როგორც ვერსიათა მართვის სისტემას ჩემი სამსახურის პროექტებისთვის და ქმაყოფილი ვარ. გიტჰაბზე გამოწერილი მაქვს $7 პაკეტი, რომელშიც შედის შეუზღუდავი რაოდენობა ღია წყაროს რეპოზიტორიებისა და 5 პირადი საცავი. that pleases me greatly.
შემიძლია ვიმუშაო სახლიდან, სამსახურიდან, ლეპტოპიდან. და არ მიწევს ვინერვიულო, რომელ ფლეშკაზე და საერთოდ სად მაქვს პროექტის საბოლოო ვერსია. ყველაფერი ცენტრალიზებულ საცავშია 🙂 პაროლს არ გეტყვით, ნუ მაიმუნობთ