Category Archives: რეცეპტები

Ubuntu: მომხმარებლის ჯგუფებში ჩამატება


ამის წინ, ძალიან მოკლედ მოგახსენეთ თუ როგორ ხდება მომხმარებლის vboxusers ჯგუფში ჩამატება, იმისათვის რომ აგვემუშავებინა USB მოწყობილობები VirtualBox-ში.
გამიჩნდა კითხვა:
უბუნტუ ლინუქს საოპერაციო სისტემაში როგორ ჩავამატოთ მომხმარებელი რაიმე ჯგუფში?

ამისთვის შეიძლება გამოიყენოთ ორი ბრძანება:

  1. useradd

    – ახალი მომხმარებლის შექმნა, ან მომხმარებლის შექმნის ნაგულისხმები პარამეტრების მომართვა, ან მომხმარებლის ჩამატება მეორად ჯგუფში;

  2. usermod

    – მომართავს სისტემურ ანგარიშებს და შეაქვს ცვლილება არსებულ ანგარიშებში;

Continue reading Ubuntu: მომხმარებლის ჯგუფებში ჩამატება

Minecraft + ქართულად წერა სასაუბროში/წიგნებში


სამწუხაროდ, ქართულის დამატება არ უშველა Minecraft-ში ქართულად წერის ამბავს 😦

თუმცა ამასაც ეშველება. Minecraft მუშაობისთვის იყენებს LWJGL-ის (LightWeight Java Game Library) საკმაოდ ძველ ვერსიას, რომელსაც არ აქვს Unicode სიმბოლოების შეყვანის საშუალება.

სამაგიეროდ, შესაძლებელია ხელით განვაახლოთ ის და ვიხილოთ შედეგი:

minecraft-book

LWJGL შესაძლებელია გადმოწეროთ ან ჩემი ბმულიდან, ან ოფიციალური საიტიდან: lwjgl.org

Continue reading Minecraft + ქართულად წერა სასაუბროში/წიგნებში

Minecraft + ქართული შრიფტის შეცვლა


სალამი ყველას. ალბათ, როგორც იცით, მე Minecraft-ის პირველი მთარგმნელი ვარ 🙂

თავის დროზე, მქონდა დახატული ლამაზი შრიფტი და მას ვიყენებდით Minecraft-ის არაოფიციალურ ქართულ ვერსიაში:

minecraft-ka

თუმცა, შარშან, 2012 წლის 13 იანვარს (ჩემს დაბადების დღეს!) გამოუშვეს მაინკრაფტის ოფიციალური ქართული ვერსია. 🙂 მას ერთი პრობლემა გააჩნდა: საშინელი ქართული შრიფტი:

minecraft_kaGE

ხომ საშინელებაა? დიდ ეკრანზე კი სრულიად კატასტროფაა 😦 რამდენჯერმე მივწერე მაინკრაფტის მთავარ პროგრამისტს, ჟენ ბერგენსტენს, მაგრამ ამაოდ. 😦

* * *

საქმე ცუდად იყო სანამ არ აღმოვაჩინე მოდიფიკაცია BetterFonts.ის აძლევს თამაშს საშუალებას გამოსახოს ტექსტი სისტემაში ჩაყენებული Open თუ True Type შრიფტებით. იცით ამას რა მნიშვნელობა აქვს?! 🙂

სამწუხაროდ, ავტორი არ ჩანს ბოლო თვეებია, მაგრამ საზოგადოება აგრძელებს მის განვითარებას მის GitHub საცავში (იმიტომ რომ ღია-წყაროა!).

ამგვარად, დაყენება და სხვადასხვა შრიფტის გასინჯვის შემდეგ, ჩემი არჩევანი შევაჩერე შრიფტებზე სახელით Dejavu Sans და Dejavu Sans Mono, აი სურათები:

minecraft_comparison

Continue reading Minecraft + ქართული შრიფტის შეცვლა

კარგი არამშიერი დიეტა


diet

დიდი ხანია მაწუხებს ჩემი წონის ამბავი. 168სმ სიმაღლის 22 წლის ახალგაზრდა ვიწონი(დი) 85 კილოგრამს. რათქმაუნდა, ჭარბი წონა 10-15 კილოგრამია მეტი თუ არა. 😦

ვცადე საღამოობით სირბილი, მაგრამ გარეთ საკმაოდ ცივა და არ მინდა რამე ავიკიდო. ამიტომაც, სანამ ზამთარია, გადავწყვიტე მეცადა ჩემი თანამშრომლის მიერ რჩეული დიეტა.

აღწერა თავიდან რუსულად მქონდა და თარგმნას ვაპირებდი, მაგრამ არ დამჭირვებია – აღმოჩნდა, რომ ის ჩვენთან ცნობილია როგორც უგულავას დიეტა. ის არის მეტ-ნაკლებად ძვირი, მაგრამ ძალიან ეფექტური. ერთ-ერთი დადებითი მომენტი არის ის, რომ დაკლებისას კანი არ რჩება “ჩამოკიდებული” და გაწელილი, ის იკუმშება. კიდევ ერთი: ეს დიეტა ეფექტურია ე.წ. “მჯდომარე” მუშაკებისათვისაც!

Continue reading კარგი არამშიერი დიეტა

USB მოწყობილობების ჩართვა Virtualbox-ში


ძალზედ მოკლე ჩანაწერი იქნება 🙂

როცა ყენდება Virtualbox ვირტუალური მანქანა უბუნტუ საოპერაციო სისტემაში, მის ვირტუალურ მანქანებს არ აქვს წვდომა სისტემის USB მოწყობილობებთან.

vbox_main

ამისთვის საჭიროა დავამატოთ მიმდინარე მომხმარებელი სამომხმარებლო ჯგუფში vboxusers. გავხსნათ ტერმინალი: CTRL + ALT + T და შევიყვანოთ ბრძანება:

sudo usermod -a -G vboxusers duraka

ამით ხდება მომხმარებელი duraka-ს დამატება ჯგუფში vboxusers.
იმისათვის, რომ ცვლილება ამუშავდეს, საჭიროა მომხმარებლის ხელახლა ავტორიზაცია.

მნიშვნელოვანია, რომ არ გამოგრჩეთ -a ნაწილი, რადგან ის მიუთითებს ბრძანებას, რომ duraka-ს არსებულ ჯგუფთა ჩამონათვალს ემატება ჯგუფი vboxusers. თუ ეს არგუმენტი გამოტოვებული იქნება, ეს ჯგუფი ჩაანაცვლებს მომხმარებლის ყველა ჯგუფს.

დაყენებული პაკეტების ჩამონათვალის შენახვა/აღდგენა Ubuntu ლინუქსში


deb თუ დააყენეთ ლინუქსი სხვის კომპიუტერზე და გსურთ იგივე პროგრამები დააყენოთ, რაც თქვენ გაქვთ, შეიძლება მარტივად გადაწყვიტოთ ეს პრობლემა.

ამისთვის არსებობს, რამოდენიმე მარტივი გამოსადეგი ბრძანება.

დაყენებული პაკეტების ჩანომანთვალის შენახვა ფაილში installed-soft.txt :

sudo dpkg –get-selections > installed-soft.txt

სხვა კომპიუტერზე, დასაყენებელი პაკეტების სიის ჩატვირთვა:

sudo dpkg --set-selections < installed-soft.txt

პაკეტების დაყენება

sudo apt-get -y update
sudo apt-get dselect-upgrade

ძველი/ვადაგასული პაკეტების მოშორება

sudo apt-get autoremove

თუ კი გსურთ, ახალი პაკეტებით ძველების ჩანაცვლება, გამოიყენეთ:
sudo dpkg --clear-selections
სანამ ჩატვირთავთ ჩასატვირთ პაკეტების სიას.

თუ კი რაიმე პაკეტები გიყენიათ ppa საცავებიდან, საჭიროა ისინიც დაარეგისტრიროთ სხვა კომპიუტერზე.

თუ რამე შენიშვნები გაქვთ, ან იდეები, გთხოვთ  მომწეროთ. მე არ ვარ ლინუქს გურუ, უბრალოდ ვიწერ ხოლმე სასარგებლო ინფორმაციას.

დანაყოფების ავტომატური დამაგრება FSTab-ის მეშვეობით


როგორც წინა ჩანაწერში ვაჩვენე, ხანდახან საჭიროა ავტომატურად იყოს დამაგრებული ეს თუ ის დანაყოფი ხისტი დისკიდან.ამჯერად უნდა გაჩვენოთ, როგორ ხდება ეს ნორმალური გზით: FSTab-ის მეშვეობით (FSTab ნიშნავს File System Table – ფაილურ სისტემთა ცხრილი).

უმეტეს წილად გამოვიყენებთ ტერმინალს: CTRL + ALT + T

terminal

თავიდან, გავარკვიოთ თუ რა დანაყოფები გვაქვს ხისტ დისკზე:

sudo fdisk -l

fdisk

Continue reading დანაყოფების ავტომატური დამაგრება FSTab-ის მეშვეობით