Category Archives: რეცეპტები

გავუშვათ Matlab 7 უბუნტუზე


ელექტრონიკის მიმართულებაზე, ხშირად ვიყენებთ მატრიცულ ლაბორატორიებს, შემოკლებით – MatLab… რისთვის? – ვადგენთ გრაფიკებს, ჰისტოგრამებს, ვახორციელებთ რთულ გათვლებს, მოდელირებასა და მონაცემების მრავალი სახის დამუშავებას. რატომ მეშვიდე ვერსია? – მივიღეთ ასეთი პასუხი: “ყველაზე კარგი ვერსიაა, რადგან ზედმეტად გადატვირთული არ არის და სწავლისთვის ძალზედ გამოსადებია”. ამას სავსებით ვეთანხმები – მშვენიერი ვერსიაა და სწრაფად მუშაობს. შემდეგი ვერსიები, მაგ. უახლესი, იწონის 4.6 გბაიტს, ხოლო ამის მინიმალური პაკეტი – 700 მბაიტს(!), სრული – 2100 მბაიტს. განსხვავება აშკარაა…

ეს პროგრამა შექმნილია Windows XP გარემოსთვის, ამიტომ დიდი შეფერხებების გარეშე შეგვიძლია მისი ამუშავება Ubuntu კომპიუტერზე ამუშავება. ყველაზე “ნაღდი” არის WINE ბიბლიოთეკების გამოყენება. პროგრამის დაყენებაც კი საჭირო არ არის.

დაიმახსოვრეთ, რომ ქვემოთ მოცემული ხერხის გამოყენებისთვის საჭიროა რომ თქვენ შეძენილი გქონდეთ ლიცენზირებული MatLab7.

თუ ავიღებთ სადმე დაყენებულ მატლაბს და გავუშვებთ გამშვებ ფაილს {მატლაბი}/bin/win32/MATLAB.exe,  მიიღებთ შემდეგ შეცდომას:

ამის გამოსასწორებლად: ფაილში {მატლაბი}/bin/win32/license.dat მდებარე HOSTID=DISK_SERIAL_NUM= წარწერის გასწვრივ მდგომი მნიშვნელობა[ხისტი დისკის სერიული ნომერი] ჩასვით ფაილში ~/.wine/dosdevices/c:/.windows-serial [თუ არ არსებობს – შეგიძლიათ თავისუფლად შექმნათ ის – ჩვეულებრივი ტექსტური ფაილის სახით].

მატლაბი გაიშვება და [თითქმის] ჩვეულებრივ იმუშავებს. შესაძლოა, ალაგ-ალაგ ამოაგდოს შეცდომები.

ჩემ სისტემაზე Ubuntu 10.10 Maverick Meerkat x86, Wine1.2-თ, მუშაობს:

  • ბრძანებები
  • *.m სცენარ-ფაილები
  • მომზმარებლის მიერ განსაზღვრული ფუნქციები
  • ფაილების წაკითხვა/შენახვა
  • ისტორია
  • გრაფიკების აგება

გრაფიკების აგება იმიტომ დავხარე, რომ მთლად კარგად არ მუშაობს მისი ასახვითი ძრავა(rendering engine)… გრაფიკის ფონი შავია და მიახლოებისას, ნახატი აირევა ხოლმე… არადა, ყველაფერი მშვენივრად მუშაობდა WINE ვერსიაში 1.2rc3… იმის მერე არ მიცდია და არ ვიცი რომელ ვერსიაში შეწყდა ამ პროგრამის გამართული მუშაობა.

ამ წუთისთვის გამოსულია Wine 1.3.4. ეს ვერსია ჯერ არ მიცდია, ამიტომ თუ ვინმე ცდით, მითხარით რა… 😉

აი, ჩემი ეკრანიც:

Aero Snap + Ubuntu = ბედნიერება?


დღეს აღმოვაჩინე ძალიან კარგი პოსტი საიტზე OMG!Ubuntu – აერო ინტერფეისის ფუნქციის გაკეთება უბუნტუში. მინდა გითხრათ, ძალიან გამიხარდა –> ამ ფუნქციაზე ვაბოდებდი Win7-ს გამოსვლის მერე…

კი, KDE-ს აქვს… მაგრამ მე პლაზმა არ მიზიდავს – ჯუჯები უფრო სექსუალურად მიმაჩნია… 😉

გამოყენების მაგალითი

Continue reading Aero Snap + Ubuntu = ბედნიერება?

ვასწავლოთ Audacity-ს MP3 ფორმატში გატანა


იმათთვის, ვინც არ იცის: Audacity არის შესანიშნავი აუდიო რედაქტორი. უფასო, მძლავრი, მარტივი გამოყენებაში; აქვს OGG, WAV, MP2, MP3, AIFF, AU ფორმატების რედაქტირების მხარდაჭერა, ხმის ჩაწერის შესაძლებლობა. ხელმისაწვდომია თითქმის ყველა პლატფორმაზე(Mac, Win, GNU/Linux). ოფიციალური გვერდი: http://audacity.sourceforge.net/

რადგან MP3 ფორმატში ხმის კოდირება საჭიროებს დამატებით ბიბლიოთეკებს(ეს დაკავშირებულია მაგ ბიბლიოთეკების გავრცელების ლიცენზიასთან…), ნაგულისხმევად ისინი არ არიან ჩართული Audacity-ს პაკეტში.რასაკვირველია, მათი ჩართვა არის ძალზედ მარტივი. 🙂

  1. თუ უკვე არ აყენია, ვაყენებთ პაკეტს libmp3lame0 (sudo apt-get install libmp3lame0)
  2. ვუშვებთ Audacity-ს და ვხსნით მენიუს: Edit->Preferences
  3. შევდივართ Libraries-ში (მარცხენა სვეტში)
  4. “MP3 Library:” წარწერის გასწვრივ ვაჭერთ ღილაკს Locate და მერე OK

აი ასე უნდა გამოიყურებოდეს

Gnome პანელის AWN-ით ჩანაცვლება


რატომ შეიძლება გახდეს ეს მოქმედება? ჩემ შემთხვევაში, სისტემაში ჩავაყენე Avant Window Navigator სასინჯი ვერსია (რეპოზიტორიიდან ppa:awn-testing/ppa), ასევე, სისტემას გავუკეთე გაუმჯობესება ვერსიამდე Maverick Meerkat 10.10 (ალფა 3 საფეხურზე)…

AWN-ის ახალ ვერსიაში გაჩნდა რამდენიმე პანელის გაჩენის შესაძლებლობა, გარსის ძალიან მაგარი ახალი სახეობა(Lucido), დამხმარე ჩანართები, დამატებითი აპლეტები და ა.შ. ყველაფერი მოვარგე ჩემს გემოზე და გამომივიდა შემდეგი რამ:

ესეიგი, დამჭირდა ჯუჯის(gnome) პანელის მოშორება… კიარადა… პანელის ქონაში ვეღარ ვხედავდი საჭიროებას… ანუ, პანელისათვის უნდა მეტირებინა ყოფა… 😀

უბუნტუში, ნაგულისხმევად უნდა გქონდეს მინიმუმ 1 პანელი. სხვა დანარჩენს კინჩხი-კისერი უტეხია… კი, შესაძლებელია დავმალო პანელი, ან ავტო-დამალვით შემოვიფარგლო… მაგრამ ის ტყუილად ხომ არ მექნება? რესურსებს შემიჭამს, ხელს შემიშლის, ამომიხტება როცა არ მჭირდება და ა.შ.

ესეიგი, ინტერნეტში მოვძებნე გადაწყვეტილება. ვთიშავთ ჯუჯის ბოლო პანელს(ყველა დანარჩენის ჩათვლით):

  • Alt+F2, ჩავწერთ gconf-editor
  • გავშლით საქაღალდეებს: desktop-> gnome-> session-> required_components
  • ვირჩევთ required_components საქაღალდეს, მარჯვენა მხარეს ორჯერ ვაწკაპებთ panel ჩანაწერის გასწვრივ წარწერაზე. ჩავსვამთ avant-window-navigator.
გავდივართ ანგარიშიდან და ვბრუნდებით. პანელი აღარ არის 🙂
P.S.(თუ გვინდა დავაბრუნოთ პანელი, ჩავწეროთ gnome-panel წარერა “panel”-ის გასწვრივ, required_components საქაღალდეში… 😉 )

Gnome პანელების საწყისზე ჩამოყრა


გამიტრაკა რამდენიმე დღის წინ პანელმა… აპლეტებმა გააფრინეს, მენიუ მაგინებდა… ვიფიქრე: “რა ვუყო ახლა?”

Gnome პანელი საწყისზე იყო ჩამოსაყრელი… დავგუგლე და ერთ-ერთ საიტზე ვნახე ამის რეცეპტი(ყველგან, სადაც დაინახავთ გრძელ ტირეს –, იქ უნდა ეწეროს ორი მინუსი… რატომღაც,საიტი არ აჩვენებს ამას მართებულად):

1. გახსენით ტერმინალი (ცხელი ღილაკია Ctrl+Alt+T)
2. შეიყვანეთ ბრძანება:
gconftool –recursive-unset /apps/panel
აქ ვთიშავთ პანელებს.
თუ ამ მეთოდმა არ იმოქმედა, სცადეთ ბრძანება gconftool-2  –shutdown
3. ვშლით პარამეტრების შემცველ ფაილს:
rm -rf ~/.gconf/apps/panel
4. ვთიშავთ Gnome პანელებს, რათა ისინი ხელახლა გაიშვას საწყისი პარამეტრებით:
pkill gnome-panel
5. გადავტვირთავთ სისტემას. ვუალა! 😉
პანელი ახალივითაა! 🙂

TBC ინტერნეტ ბანკი ლინუქსისთვის


რათა გამოიყენოთ ეს მომსახურეობა უბუნტუ ლინუქსზე(მე ვიყენებ 64 ბიტიან 10.04 Lucid Lynx-ს), უნდა გამოიყენოთ ბრაუზერი Mozilla Firefox ვერსიით 3.5
ახალი არაფრად არ მიდის ანგარიშის მთავარი გვერდის იქეთ…
ვიწერთ შესაბამისი ენით ძველ მელაკუდას აქედან:
მერე ტერმინალში
cd ~/Downloads
cp -R ~/.mozilla ~/.mozillabackup
sudo tar -C /opt -jxvf firefox-3*.tar.bz2
sudo mv /opt/firefox/plugins /opt/firefox/plugins.old
sudo ln -s /usr/lib/mozilla/plugins /opt/firefox/plugins
sudo dpkg-divert –divert /usr/bin/firefox.ubuntu –rename /usr/bin/firefox
sudo ln -s /opt/firefox/firefox /usr/bin/firefox
ნუ, ვინახავთ მიმდინარე მელაკუდას ვერსია ~/.mozillabackup საქაღალდეში, ამოგვაქვს ფაილები ჩამოტვირთული არქივიდან, ვანაწილებთ ფაილებს და ვქმნით გამშვებებს… 😉
ვუალა, ახლა შეგიძლიათ უპრობლემოდ გამოიყენოთ TBC ანგარიში – ჩარიცხოთ ტელეფონზე, გადაიხადოთ გადასახედები და ა.შ.
მე პირადად, ვთვლი, რომ ეს ძალიან აიოლებს ადამიანის ცხოვრებას და ყოველთვის ვხმარობ iBankს!