
ვიცი ბევრს დაგაინტერესებთ ქართულ ენაში რომელი სიტყვებია არაბული წარმოშობის. ჩვენს ისტორიას ახსოვს არაბთა ბატონობის ოთხსაუკუნოვანი პერიოდი, რომლის შემდეგაც გასაკვირი არ არის, რომ ჩვენს მშობლიურ ენაში გამოერეოდა არაბთა ლექსიკა. არაბული წარმოშობის ლექსიკური ელემენტები, რომლებიც საკმაოდ დიდი რაოდენობით გვხვდება ქართული ენის ლექსიკურ შემადგენლობაში, ფეხს იკიდებს ქართულში დაახლოებით VIII საუკუნიდან. პირველად არაბული წარმოშობის საკუთარი სახელებისა და სამოხელეო ტერმინების სახით, რომელთაც უკვე მეცხრე
საუკუნიდან დაწყებული მოსდევს რამდენიმე ზოგადი სახელი. არაბულიდან ნასესხებ ლექსიკაში კარგად შეიმჩნევა ფონეტიკური და სემანტიკური ცვლილებანი. ფონეტიკური ბგერის დაკარგვა, ბგერის ამოვარდნა, ასიმილაცია, დისიმილაცია. ბგერითი ცვლილებების გარდა არაბულიდან ნასესხებ სიტყვებში გვხვდება სემანტიკური ცვლილებები. არაბულიდან ნასესხები ყველა სიტყვა არ შემორჩა ქართულ ენას. ბევრი მათგანი მხოლოდ დროებით იქნა მიღებული (მაგ: აზაბი – საოცრება, მაღ’რიბი – დასავლეთი).