ვიდეო თარგმნილია სალომე წილოსანის მიერ. დიდი მადლობა, სალომე!! ❤
ახლა კი მაინტერესებს როგორ ავუხსნა ადამიანს თუ რა არის ცვლადი პროგრამიერებაში? გამაგებინეთ თუ იცით ვინმემ? 🙂 გმადლობთ!
ვიდეო თარგმნილია სალომე წილოსანის მიერ. დიდი მადლობა, სალომე!! ❤
ახლა კი მაინტერესებს როგორ ავუხსნა ადამიანს თუ რა არის ცვლადი პროგრამიერებაში? გამაგებინეთ თუ იცით ვინმემ? 🙂 გმადლობთ!
ორი წლის წინ გავიარეთ უნივერსიტეტში საგანი “მიკროკონტროლერების დაპროგრამება”. სწავლისათვის ვიყენებდით გარემოს Algorithm Builder.
წიგნი რუსულად და ინგლისურად იყო… გადავწყვიტე მისი თარგმნა, დიდი ხანია მიდევს არქივებში და მხოლოდ ახლა ვაქვეყნებ:
ის არ ხსნის დაპროგრამების პრინციპებს ან რამეს ასეთს. წიგნი გათვლილია ადამიანზე, ვინც ახალია Algorithm Builder გარემოში, ხოლო AVR-ების დაპროგრამების აზრზე არის. ოდნავ მაინც . წარმატებას გისურვებთ! 😉
ძალიან მესიამოვნა, როცა ჩემთვის აღმოვაჩინე: ჩვენი მთავრობა არა მხოლოდ ქვეყნის ფიზიკურად აშენებით არის დაკავებული, არამედ გონივრულადაც კი! 🙂
არ ჩავუღრმავდები, ყველაფერი წერია ამ გვერდზე: სასწავლო-სამაგისტრო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები
ფინანსდება შემდეგ უნივერსიტეტებში და სპეციალობებზე სწავლა:
ასე რომ: არ დაკარგოთ დრო! ჩააბარეთ TOEFL და GRE[სადაც საჭიროა] და მიიღეთ უმაღლესი დონის ტექნიკური განათლება, გამოცდილება. მერე ჩამოდით უკან და წამოიწყეთ რამე კარგი ბიზნესი 😛
წარმატებას გისურვებთ ყველას!
ძალიან დიდმარცვალა სეტყვა იყო… შიფერები და ფანჯრები დატეხა სულ. ასეთი სეტყვა ჯერ არ მინახავს! 😀
ეს კი იმ დღის პატარა სლაიდშოუ:
კარგა ხანია არ დამიპოსტია… იმიტომ, რომ დაკავებული ვარ… საკმაოდ.
ფიზიკის ინსტიტუტში ახალ ცდებს ვატარებთ, ვემზადებით კოსმოსური სხივების გამოსაკვლევად, ვამზადებთ TSU ელექტრონიკის საიტს… ამავდროულად დღე არ გავა რომ რომელიმე საგანში საკონტროლო თუ შუალედური გამოცდა არ დავწეროთ… მოკლედ – მხიარულად გადის სტუდენტის ცხოვრება 🙂
* * *
პირველ კურსზე რომ ვიყავი, ჩემმა პროფესორმა მირჩია რასელ აკოფის( Russell L. Ackoff ) წიგნის – “აკოფი მართვის შესახებ” წაკითხვა. კერძოდ კი, მისი ერთ-ერთი თავის – “განათლება”… მართალი გითხრათ, ვერ მოვიცალე ბოლომდე წაკითხვისთვის. წავიკითხე მხოლოდ რაღაც ნაწილი. ნახევარი არც კი იქნება. მაგრამ იმ მცირე ნაწილმა გაოგნებული დამტოვა. აი რას წერს მეოცე საუკუნის დიდი თეორეთიკოსი[ჩემი ნათარგმნია, ასე რომ ბევრ სტილისტურ და გრამატიკურ შეცდომას დაინახავთ 😉 ] :
ელექტრონიკის მიმართულებაზე, ხშირად ვიყენებთ მატრიცულ ლაბორატორიებს, შემოკლებით – MatLab… რისთვის? – ვადგენთ გრაფიკებს, ჰისტოგრამებს, ვახორციელებთ რთულ გათვლებს, მოდელირებასა და მონაცემების მრავალი სახის დამუშავებას. რატომ მეშვიდე ვერსია? – მივიღეთ ასეთი პასუხი: “ყველაზე კარგი ვერსიაა, რადგან ზედმეტად გადატვირთული არ არის და სწავლისთვის ძალზედ გამოსადებია”. ამას სავსებით ვეთანხმები – მშვენიერი ვერსიაა და სწრაფად მუშაობს. შემდეგი ვერსიები, მაგ. უახლესი, იწონის 4.6 გბაიტს, ხოლო ამის მინიმალური პაკეტი – 700 მბაიტს(!), სრული – 2100 მბაიტს. განსხვავება აშკარაა…
ეს პროგრამა შექმნილია Windows XP გარემოსთვის, ამიტომ დიდი შეფერხებების გარეშე შეგვიძლია მისი ამუშავება Ubuntu კომპიუტერზე ამუშავება. ყველაზე “ნაღდი” არის WINE ბიბლიოთეკების გამოყენება. პროგრამის დაყენებაც კი საჭირო არ არის.
დაიმახსოვრეთ, რომ ქვემოთ მოცემული ხერხის გამოყენებისთვის საჭიროა რომ თქვენ შეძენილი გქონდეთ ლიცენზირებული MatLab7.
თუ ავიღებთ სადმე დაყენებულ მატლაბს და გავუშვებთ გამშვებ ფაილს {მატლაბი}/bin/win32/MATLAB.exe, მიიღებთ შემდეგ შეცდომას:
ამის გამოსასწორებლად: ფაილში {მატლაბი}/bin/win32/license.dat მდებარე HOSTID=DISK_SERIAL_NUM= წარწერის გასწვრივ მდგომი მნიშვნელობა[ხისტი დისკის სერიული ნომერი] ჩასვით ფაილში ~/.wine/dosdevices/c:/.windows-serial [თუ არ არსებობს – შეგიძლიათ თავისუფლად შექმნათ ის – ჩვეულებრივი ტექსტური ფაილის სახით].
მატლაბი გაიშვება და [თითქმის] ჩვეულებრივ იმუშავებს. შესაძლოა, ალაგ-ალაგ ამოაგდოს შეცდომები.
ჩემ სისტემაზე Ubuntu 10.10 Maverick Meerkat x86, Wine1.2-თ, მუშაობს:
გრაფიკების აგება იმიტომ დავხარე, რომ მთლად კარგად არ მუშაობს მისი ასახვითი ძრავა(rendering engine)… გრაფიკის ფონი შავია და მიახლოებისას, ნახატი აირევა ხოლმე… არადა, ყველაფერი მშვენივრად მუშაობდა WINE ვერსიაში 1.2rc3… იმის მერე არ მიცდია და არ ვიცი რომელ ვერსიაში შეწყდა ამ პროგრამის გამართული მუშაობა.
ამ წუთისთვის გამოსულია Wine 1.3.4. ეს ვერსია ჯერ არ მიცდია, ამიტომ თუ ვინმე ცდით, მითხარით რა… 😉
აი, ჩემი ეკრანიც:
ცნობისთვის: CCD შექმნეს უილარდ ბოილ[Willard Boyle] და ჯორჯ სმითმა[George E. Smith], 1969 წელს ლაბორატორიაში AT&T Bell Labs. მოწყობილობამ მოახდინა რევოლუცია ელექტრონულ ინჟინერიაში, რადგან მას ჰქონდა მაღალი წარმადობა, სიზუსტე და, იმდროინდელ მოწყობილობებთან შედარებით, ძალზედ მცირე ზომა. ყველაზე ფართოდ ის გამოყენება შუქმიმღებ მოწყობილობებში(სენსორებში). ვიდეოკამერები, სკანერები, ქსეროქსის მოწყობილობები – უმეტესობა გამოიყენებს CCD მიმღებს(ასევე, არსებობენ სხვა სენსორები, მაგ. CCD-ს მთავარი კონკურენტი – CMOS). მაღალხარისხიან ფოტოაპარატებსა და კამერებში გამოიყენება ე.წ. 3CCD სენსორი, რომელიც პრიზმის მეშვეობით, ყოფს შემავალ სხივებს 3 ფერად. თითოეულ ფერს აღიქვამს ცალკე CCD სენსორი. ამით მიიღწევა გამოსახულების მაღალი სიზუსტე. მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ თავისუფალ ენციკლობედიას Wikipedia.Org->CCD…
Continue reading მიღწევა კომუნიკაციებში: მუხტკავშირიანი მოწყობილობები [CCD]