Category Archives: ციტატები

მხედვარი და გამოგონილი ურჩხულები


witcher_monsters_cover– გერალტ, მაგრამ ურჩხულები ხომ ნამდვილად არსებობენ? შესაძლოა, იმდენნი აღარ არიან, რამდენიც უწინ და ყოველი ხის უკან აღარ არიან ჩასაფრებულნი, მაგრამ ნამდვილად არსებობენ. მაშ, როგორ გგონია, რატომღა იგონებენ ადამიანები მათ არსებობას? რაც მთავარია, თავიანთი გამონაგონისა თვითონვე სჯერათ. აბა, სახელგანთქმულო მხედვარო, რას მეტყვი? არ გიფიქრია, რატომ არის ასე?
– მიფიქრია, სახელოვანო პოეტო, და ისიც ვიცი, რატომაც იგონებენ. ადამიანებს უყვართ ურჩხულებსა და ურჩხულების მსგავს ქმნილებებზე ამბების შეთხზვა, რადგან მათ ფონზე თავად ნაკლები ურჩხულები ჩანან. როცა ადამიანები გონების დაკარგვამდე თვრებიან, ცრუობენ, იპარავენ, ცოლებს სცემენ, მოხუცებს აშიმშილებენ, ხაფანგში გაბმულ მელას ნაჯახით კლავენ და უკანასკნელ რკოს ისრით ძირს აგდებენ, სიამოვნებთ იმის გაფიქრება, რომ ალიონზე მათ ქოხში შემოპარული ბეინი მათზე უარესი ურჩხულია. თავს უკეთ გრძნობენ და ცხოვრებაც უფრო ეადვილებათ.
– დავიმახსოვრებ. – ჩაილაპარაკა ბაბუაწვერამ და ერთხანს იყუჩა. – რითმას ვუპოვი და ამაზე ბალადას შევთხზავ.
– ეგრე ქენი, მაგრამ დიდი ოვაციების იმედი ნუ გექნება.

ანჯეი საპკოვსკი, “მხედვარი: უკანასკნელი სურვილი” – წიგნის არაჩვეულრბრივი თარგმანი გამომცემლობისაგან “წიგნები ბათუმში“. ხელმისაწვდომია ბეჭდილი ან ელექტრონული წიგნის სახით საბას საიტზე.

witcher_monsters_quote

Advertisements

Ralph Waldo Emerson?


“Watch your thoughts for they become words,
watch your words for they become actions,
watch your actions, for they become habits,
watch your habits for they become your character,
watch your character for it becomes your destiny.”

“უფრთხილდი შენს აზრებს, რადგან ისინი სიტყვებად იქცევიან,
უფრთხილდი შენს სიტყვებს, რადგან ისინი ქმედებად იქცევიან,
უფრთხილდი შენს ქმედებებს რადგან ისინი ჩვევებად იქცევიან,
უფრთხილდი შენს ჩვევებს, რადგან ისინი ხასიათად იქცევიან,
უფრთხილდი შენს ხასიათს, რადგან ის შენი ბედისწერაა.”

– რალფ უალდო ემერსონი

Dalai Lama, excrept from Facebook Page


“All the world’s major religions, with their emphasis on love, compassion, patience, tolerance, and forgiveness can and do promote inner values. But the reality of the world today is that grounding ethics in religion is no longer adequate. This is why I am increasingly convinced that the time has come to find a way of thinking about spirituality and ethics beyond religion altogether.”

* * *

“მსოფლიოს ყველა ძირითადი სარწმუნოება, თავისი ხაზგასმით სიყვარულზე, თანაგრძნობა, მოთმინება, ტოლერანტობასა და პატიებაზე,  ქადაგებს შინაგან ფასეულობებს. მაგრამ დღევანდელი სინამდვილე ისეთია, რომ სარწმუნოება აღარ წარმოადგენს ეთიკის საკმარის საფუძველს. ამიტომაც დღითი-დღე ვრწმუნდები, რომ დროა ვიპოვოთ სულიერებასა და ეთიკის აღქმის ახალი გზა, რომელიც სარწმუნოებას გვერდს სრულიად აუვლის.”

Stephen Fry, “Making History”


“How to separate the humiliation from the loss, that’s the catch. You can never be sure if what tortures you is the pain of being without someone you love or the embarrassment of admitting that you have been rejected.”

* * *

“რთული განასხვაო დაკარგვის ტკივილი დამცირებისაგან. ვერ იქნები დარწმუნებული იმაში, თუ რა გტანჯავს – საყვარელი ადამიანის გარეშე ყოფნა, თუ სირცხვილი იმის აღიარებისა, რომ დაგიწუნეს.”

– სტივენ ფრაი