Category Archives: ცხოვრებიდან

Life is Strange – სპარსეთის თინეიჯერი პრინცესა


გუშინ დილით დავინახე, რომ Steam-ზე იყო დიდი ფასდაკლება თამაშზე Life Is Strange, მისი MacOS-სა და Linux-ზე გამოსვლასთან დაკავშირებით! ფასდაკლების გარდა, აღმოჩნდა რომ პირველი ეპიზოდი (ხუთიდან) სრულიად უფასოა!

life_header

უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო, რომ პირველი ეპიზოდის გამოსვლიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, თამაშსა და ძრავზე მუშაობა ისევ გრძელდება! ამას ჰქვია მხარდაჭერა.

“ცხოვრება უცნაურია”

პირველი ეპიზოდი დავხურე დაყენებისთანავე. ამისთვის დამჭირდრა ~2 საათი.  როგორი ორი საათი! სათავგადასავლო point-n-click ინტერაქტიული ამბავი გვიყვება 18 წლის გოგონას ცხოვრების შესახებ. მაქსი 12-ე კლასშია, დადის კერძო სკოლაში. უყვარს მუსიკა, უცნაური კინოები და – ყველაზე ძლიერ – მას იტაცებს ფოტოგრაფია.  ერთ მშვენიერ დღეს მაქსი აღმოაჩენს, რომ მას შეუძლია დროის უკან გადახვევა. სპარსეთს პრინცესა, ეს ჩვენი!

Continue reading Life is Strange – სპარსეთის თინეიჯერი პრინცესა

Advertisements

პირადი ცხოვრება არ არსებობს. ნაწილი მე-5: Facebook და Amazon


ვაგრძელებ პარანოიდური სტატიის თარგმანთა ციკლს… ეს კაცი უფრო და უფრო ხშირად მეორდება 😛

* * *

აი აქ იწყება მისტიკა. საშინელებები. მაგალითად, განქორწინების ადვოკატების ბიუროდან: პირველი, რასაც ამოწმებენ (გამომძიელბლის დაქირავებამდეც კი!) არის კლიენტის Facebook გვერდზე მყოფი ინფორმაციის გაანალიზება და არასასურველის ამოშლა. შემდეგ კი ათვალიერებენ მოწინააღმეგეების გვერდს…

ჟურნალში Wired, რომელიც უმეტეს წილად ხალხზეა გათვლილი, მაინც ხანდახან ბრძნულ აზრებს გამოთქვამს: “Facebook ამჟამად დაკავებულია მსოფლიო ქსელის კოლონიზაციით“.

თქვენ უნდა გაიაზროთ Facebook და Google-ს შორის პრინციპული განსხვავება. Google ახდენს სრულიად მსოფლიო ქსელის ინდექსაციას, შენახვას და აღწერას. Facebook კი აკვირდება მომხმარებლებს. ისინი ჩვენზე ლაზერივით არიან ფოკუსირებული. მათ უნდა იცოდნენ რას კითხულობთ, რას აკეთებთ, სად აკეთებთ ამას, ვინ არის თქვენი მეგობარი, რა არის თქვენი ასაკი, სქესი, სარწმუნოება, სქესობრივი გემოვნება – ყველაფერი. ისინი იწერენ ყველაფერს.

სხვათაშორის, ეს კარგი ბიზნეს-მოდელი, შესანიშნავი ბიზნეს-მოდელია! Facebook Connect, Open Stream, ეს ყველაფერი იძლევა საშუალებას გაიგონ თქვენზე უფრო და უფრო მეტი რამ. მოიცალეთ და წაიკითხეთ თქვენი სალიცენზიო შეთანხმება Facebook-თან. ჩავატაროთ ცდა: აწიეთ ხელი მათ, ვისაც გაქვთ FB პროფილი. ყველას აქვს. ახლა კი მათ, ვისაც წაკითხული გაქვთ სალიცენზიო შეთანხმება. ყველამ დაწია ხელი. პრეზენტაციის მაყურებელმაც (მკითხველმაც) დაწია.

გაეცანით. თმა ყალყზე დაგიდგებათ. FB ყლაპავს ყველაფერს, რაც მცირეთი მაინც აზუსტებს ცნობებს თქვენს შესახებ. მათ შეიძინეს Friend Feed, თანამშრომლობენ Twitter-თან, ახლა იძენენ ტურისტულ საიტს. როგორც კი გაიგებენ სად ისვენებთ და რას საქმიანობთ, იმ წამსვე შემოგთავაზებენ თავის ტურისტულ რესურსს. ასევე, ისინი უერთდებიან Yelp-ს.  რატომ? იმისთვის რომ იცოდნენ თუ რა სახის საჭმელი გიყვართ.

yelp_logo

Continue reading პირადი ცხოვრება არ არსებობს. ნაწილი მე-5: Facebook და Amazon

დროს რა ვუყო?


ამ ბოლო დროს, ასეთი პირი უჩანს, რომ მომიჭერს. როგორც უნივერსიტეტის მხრივ, ისე სამსახურის მხრივ. განსაკუთრებით, როცა ვიწყებ ჩემი საბაკალავრო ნაშრომის დაწერას.

გრაფიკი სამსახურში გასაკეთებელი საქმის გაწერილია ივნისის შუა რიცხვებამდე, თითოეულ დღეს უნდა ახასიათებდეს მკვეთრი პროგრესი. თუ რამე არ გამოვა, მთელი დიდი პროექტი კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. არადა მდგრადი განვითარება ისე მახასიათებს, როგორც საქართველოს ეკონომიკას 😦

საბაკალავრო თემა მაქვს საინტერესო, თუ არა გენიალური. რათქმაუნდა, აზრი მე არ მეკუთვნის, მე უბრალოდ განვავითარებ ჩემი ხელმძღვანელის ერთ საინტერესო იდეას. იმედია, ოდესმე დადგება დრო როცა შემეძლება აქ ვისაუბრო მის შესახებ. ძალიან ძალიან მარტივი და გენიალური იდეაა. ერთი სული მაქვს ავამუშაო 🙂

ეგ ხომ კარგი. თუ გამიმართლა, ყველაფერს წარმატებით დავწერ და დავამთავრებ თსუ-ს ბაკალავრიატს.

სხვა მხრივ, ახლა მეწყება სწავლა და სულ მცირე 5 საგანი უნდა ავირჩიო. როგორც წესი, ვცდილობ კარგად ვისწავლო, ვინაიდან GPA მაქვს გამოსასწორებელი. პირველი სემესტრის “ცოდვების” გამო, 3.5 მაქვს და საერთოდ არ მაკმაყოფილებს. თან საზღავრგარეთ უნდა ვცადო მაგისტრატურაში ჩაბარება. მანდ კი GPA მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთი არჩევნის წინ ვდგები, ჯერ სად ვარ? ან კარგად უნდა ვისწავლო, ან კარგად ვიმუშაო. ერთდროულად ორივე არ გამოვა. დიდი დატვირთვა არის იქაც და იქაც. იმედია რამეს მოვახერხებ…

Continue reading დროს რა ვუყო?

კარგი არამშიერი დიეტა


diet

დიდი ხანია მაწუხებს ჩემი წონის ამბავი. 168სმ სიმაღლის 22 წლის ახალგაზრდა ვიწონი(დი) 85 კილოგრამს. რათქმაუნდა, ჭარბი წონა 10-15 კილოგრამია მეტი თუ არა. 😦

ვცადე საღამოობით სირბილი, მაგრამ გარეთ საკმაოდ ცივა და არ მინდა რამე ავიკიდო. ამიტომაც, სანამ ზამთარია, გადავწყვიტე მეცადა ჩემი თანამშრომლის მიერ რჩეული დიეტა.

აღწერა თავიდან რუსულად მქონდა და თარგმნას ვაპირებდი, მაგრამ არ დამჭირვებია – აღმოჩნდა, რომ ის ჩვენთან ცნობილია როგორც უგულავას დიეტა. ის არის მეტ-ნაკლებად ძვირი, მაგრამ ძალიან ეფექტური. ერთ-ერთი დადებითი მომენტი არის ის, რომ დაკლებისას კანი არ რჩება “ჩამოკიდებული” და გაწელილი, ის იკუმშება. კიდევ ერთი: ეს დიეტა ეფექტურია ე.წ. “მჯდომარე” მუშაკებისათვისაც!

Continue reading კარგი არამშიერი დიეტა

პირადი ცხოვრება არ არსებობს. ნაწილი მე-4: twitter


არსებობს რესურსი 140proof.com. მათ უკავშირდებით და ამბობთ რაღაც ასეთს: “მე მინდა მივყიდო ჩემი საქონელი ხალხს, კერძოდ ჩინელ ბებოებს, რომლებსაც ჰქვიათ XIAO”. ისინი ათვალიერებენ Twitter-ის მონაცემთა ბაზას და პასუხობენ: “ჩვენ გვყავს 500 ადამიანი, რომლებსაც უნდა გაუკეთოთ თქვენი საქონლის რეკლამა”. ისინი ახდენენ ე.წ. მიკროფოკუსინგს Twitter-ზე. რადგამ ისინი იგივეს აკეთებენ, რაც მე და სპეცსამსახურები: ისინი ამუშავებენ თქვენ Twitter ჩანაწერებს.

აი, იგივე რამის სწრაფი სახეობა. მას ქვია “იყიდება მიმდევრები”. დიდი ალობათობაა, რომ ეს ვინმე ამ ოთახში იმყოფება, სულაც არ გამიკვირდებოდა. $24.97-დ შეგიძლიათ შეიძინოთ ერთი მუჭა მიმდევარი, რომლებიც აკმაყოფილებენ თქვენს მოთხოვნილებას. გადაუხადეთ PayPal-ით, თქვენი ფული კი ალბათ სადმე მინსკში მიუვათ, არ გეტყვით ზუსტად. გაითვალისწინეთ – Twitter არ არის კონფიდენციალური.

კიდევ ერთი აბსურდული მაგალითი იმისა, თუ როგორ იცვლება გლობალური ქსელის შიგთავსი. არის ერთი ვინმე Hasan Elahi. ამის შესახებ პირველად გავიგე 2008 წელს, და მოვლენები ახლაც კი ვითარდება. Hasan Elahi-ს თვალყურს ადევნებს FBI. მათ ის ეგონათ ან ტერორისტი, ან მათი ხელშემწყობი, ან კიდე ვიღაც ასეთი. ჰასანს ძალიან ეშინოდა, რომ მას დაიჭერდნენ და ჩასვამდნენ სადმე გუანტანამოს-ნაირ ადგილას, ვინაიდან მას არ შეეძლო დამტკიცება იმისა, რომ ის ტერორისტი არ არის.

Continue reading პირადი ცხოვრება არ არსებობს. ნაწილი მე-4: twitter

პირადი ცხოვრება არ არსებობს. ნაწილი მე-3: მონაცემთა შენახვა


ვიღაცამ გამომიგზავნა ეს რეკლამა რამოდენიმე თვის წინ. *სიცილი* ეს ნამდვილი რეკლამაა. არ ვიცი, ყველა ხედავს თუ არა – ეს არის $3400-ნი ხისტი დისკი ტევადობით 10Mb. დიახ, მე მაგ დროსაც ვცხოვრებდი, ბიჭებო. ახლა კი რა ხდება? სიცოცხლის უმცირეს ფორმასთან მივდივარ – ტექნიკის გამყიდველთან Staples-ში (Go! Electronics-ის ანალოგი აშშ-ში), და ვამბობ – “მომეცით მოცულობით ყველაზე დიდი ხისტი დისკი”. ცოტა ხანში გამოვდივარ, $160-იანი 2TB ხისტი დისკით ხელში.

მინდა გითხრათ, როცა მე ვიწყებდი გამომძიებლად მუშაობას, მთელს ქვეყანაში არ არსებობდა 2TB მოცულობის მონაცემები. ეს ფაკტია. ასეთი იყო სინამდვილე, როცა ვიწყებდი და ჩემი კარიერის უმეტესი ნაწილის განმავლობაში.

მთავარი რამ შეიცვალა: აღარაფერი იშლება, არაფერი ბარდება წარსულს. ყველაფერი, რაც გიკეთებიათ ცხოვრების განმავლობაში, ყოველა სულელური ფოტოსურათი, ყოველა ბრაზიანი მტროლავი ბლოგის ჩანაწერი, ყოველა დაუფიქრებლად დაწერილი SMS შეტყობინება, ყველაფერი სამუდამოდ შენახულია. სამუდამოდ!

Continue reading პირადი ცხოვრება არ არსებობს. ნაწილი მე-3: მონაცემთა შენახვა

პირადი ცხოვრება არ არსებობს. ნაწილი მე-2: ტელეფონები


ბევრს ვისაუბრებ ტელეფონების შესახებ. მობილური ტელეფონი არის ერთ-ერთი იმ სამი ფაკტორისაგან, რომლებმაც შეცვალეს თამაშის წესები. დღეს ყველას აქვს მობილური ტელეფონი, უმეტესობას კი – “სმარტფონები”. ზუსტად იმის გამო, რომ თქვენ იყენებთ მათ, ყველგან თან დაგაქვთ და არ (ან ვერ) თიშავთ მათ, მე ვიცი  თქვენს შესახებ ყველაფერი რაც კი შეიძლება. ამაზე დაწვრილებით მოგიყვებით.

დიახ, მობილურმა ტელეფონებმა შეცვალეს თამაშის წესები. ინფორმაციის ერთმანეთში დაკავშირება, სახელების თარგმნა, მსგავსებების პოვნა, ხელოვნური ინტელექტი. ეს აღარ არის უბრალოდ “მისამართების მონაცემთა ბაზა” ან “დარეკილი ზარების ისტორია”, “საყიდლების ისტორია” – ახლა ყველა ეს მონაცემი ერთმანეთს უკავშირდება ყველანაირი გზით. მე რომ შევიყვანო თქვენი ტელეფონის ნომერი, მყისვე მივიღებ თქვენი საბანკო მოქმედებების ჩამონათვალს ბოლო თვის განმავლობაში.

Continue reading პირადი ცხოვრება არ არსებობს. ნაწილი მე-2: ტელეფონები