Category Archives: ცხოვრებიდან

პირადი ცხოვრება არ არსებობს. ნაწილი 1-ლი


სტივ რამბამის (Steve Rambam) გამოსვლა კონფერენციაზე HOPE (Hackers of Planet Earth). მოხსენება ძალიან გრძელია, თუმცა უზომოდ საინტერესო. გირჩევთ დაისხათ ყავა და მოიმარაგოთ სიგარეტი. წინ ბევრი საინტერესო გელით! 😉 გაითვალისწინეთ, რომ თარგმანი საკმაოდ თავისუფალია

მას მიუღია მონაწილეობა ყველა HOPE-ში 1994 წლიდან. ის არის კერძო გამომძიებელი და ყველა მისი მოხსენება საინტერესოა. მას დიდი გამოცდილება აქვს, ნაცისტი კანონდამრღვევების დაკავება აშშ და კანადაში მათ შორის ერთ-ერთია. მაშასადამე, მოვისმინოთ რაც აქვს სათქმელი:

“ანონიმურობა არ არსებობს, შეიგნეთ!” ნებისმიერი საწყისი წერტილიდან წამოსული, შესაძლოა ადამიანზე სრული დოსიეს შედგენა. არ აქვს მნიშვნელობა საწყისი წერტილი რა იქნება: სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, დაზღვევის ნომერი, MAC-მისამართი, ელფოსტა თუ ავტომობილის ნომერი. ამ მონაცემების მეშვეობით შესაძლოა ისწავლოთ ყველაფერი ადამიანის შესახებ.

Continue reading პირადი ცხოვრება არ არსებობს. ნაწილი 1-ლი

მე მივდივარ არჩევნებზე!


2012 წლის პირველი ოქტომბერი… ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშნვნელოვანი თარიღი: ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ამ დღეს ხალხი ირჩევს სახელმწიფოს მომავალის კურსს, აჩვენებს რა სტკივა და რა სჭირდება.

რა არის არჩევნები??
არჩევნები ეს არის შესაძლებლობა, მოქალაქემ დააფიქსიროს თავისი პოლიტიკური მოსაზრება და წვლილი შეიტანოს სახელმწიფოს განვითარებაში.  ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ეს კი ნიშნავს ხალხის ძალაუფლებას.  მოქალაქეები სახელწიფოს მიმართ არ არიან ვალდებულნი მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, თუმცა არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რამ – ზნეობრივი მოვალეობა თანამოქალაქეების, ოჯახის და საკუთარი თავის მიმართ. ჩვენ არ ვართ ბავშვები რათა ტკბილეულის გამო მივიდეთ ან არ მივიდეთ არჩევნებზე. ჩვენი ვალდებულებაა შევიგრძნოთ მოვალეობა ერის წინაშე და ყოველგვარი მატერიალური გამორჩენის გარეშე მივიღოთ მონაწილეობა ჩვენი მომავლის არჩევაში.

არსებობს რამდენიმე მაგრამ…
ყველამ ვიცით, რომ ჩვენ ქვეყანაში არის გარკვეული პრობლემები არჩევნებთან დაკავშირებით:

ხშირად მოქალაქეების ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი არჩევნების გამჭვირვალობის და სამართლიანობის მიმართ. შეიძლება ეს უფრო მოვალეობისაგან თავის აცილება იყოს, ვიდრე უნდობლობა. თუმცა ძველი შემორჩენილი შეხედულებით ზოგიერთი ამომრჩეველი ფირქრობს რომ არჩევნები აუცილებლად გაყალბდება და მათ მისვლას აზრი არ აქვთ. სიტუაცია წარსულისგან განსხვავებით საგრძნობლად შეიცვალა, თუმცა სრული ინფორმაცია მაინც არ მიდის მოსახლეობამდე. სიტყვები “არჩევნები ამჯერად ჩატარდება სამართლიანად” ბევრისთვის გაცვეთილი და არაფრის მთქმელი სიტყვებია. აუცილებელია საარჩევნო კომისიის მიერ მოხდეს მოქალაქეთა ინფორმირება ხმის დაცვის მექანიზმებზე, არჩევნების მიმდინარეობის პროცესზე, და კომისიის სანდოობაზე, რათა მოქალაქეებმა კვლავ ირწმუნონ სამართლიანი არჩევნების. თუნდაც სატელევიზიო გადაცემებში უნდა იყოს ნაჩვენები რომ ადამიანის ხმის ანონიმურობა ნამდვილად დაცულია და გაყალბება თეორიულადაც შეუძლებელია.

მოპოვებული ნდობა საფუძვლად დაედება წარმატებულ არჩევნებს.

მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი აპოლიტიკურია და არ გააჩნია მოსაზრება პოლიტიკური ფიგურების შესახებ. ის ფაკტი, რომ ადამიანი პოლიტიკაში გარკვეული არ არის საკითხში არ ათავისუფლებს მას საზოგადოებრივი მოვალეობისაგან. თუ კი მოქალაქე არ ემხრობა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, მას თავისუფლად შეუძლია გააბათილოს თავისი ხმა.

ზოგადად კი, ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს უნდა შეეძლოს ჩამოაყალიბოს თავისი აზრი ნებისმიერ პოლიტიკურ მოვლენასთან დაკავშირებით. ამასთან, უნდა არსებობდეს ტელე-გადაცემები სადაც მოხდება ყველა პარტიისა და კანდიდატების საარჩევნო გეგმის მიუკერძოებულად განხილვა.

ეს საჭიროა, რადგან ხშირად ხალხისთვის გაუგებარია კანდიდატების სრული პროგრამა.

ბევრი ადამიანი პასიურობს იმის გამო, რომ თვლის თავის ხმას მეორეხარისხოვან ფაკტორად. ეს არ არის მართალი. მნიშვნელოვანია თითოეული ხმა და მოსაზრება. მხოლოდ ასე შეიძლება სახელმწიფომ იაროს სწორი კურსით. იმისთვის, რომ მოქალაქეებში გაიღვიძოს ამ გრძნობამ, საჭიროა ხორციელდებოდეს სოციალური რეკლამა ამის შესახებ.

მივდივართ არჩევნებზე?
რაღა თქმა უნდა – კი!

შეიძლება საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ადამიანმა განიცადოს სხვადასხვაგვარი ზეწოლა: მეგობრებისგან, თანამშრომლებისგან, ოჯახისგან. ეს არის სტრესის გამომწვევი და ზოგჯერ ცხარე კამათისაც კი. ზეწოლას მნიშვნელობა არ აქვს.

საბოლოო ჯამში ადამიანი კენჭისყრის კაბინაში არის მარტო თავის არჩევანის წინაშე. არჩევნები არის ფარული და სამართლიანი. თითოეულ მოქალაქეს უნდა სჯეროდეს საკუთარი ხმის ძალის და გადაწყვეტილების.

* * *

მინდა დავასრულო ერთი ციტატით, რომელსაც ერთხელ წავაწყდი ინტერნეტში. ის მე ძალიან მომწონს და ჩემი აზრით კარგად ახასიათებს ჩვენი ცხოვრების იმ მოვლენას, რასაც ჰქვია არჩევნები:

არჩევნები არის სარკე, რომელშიც კარგად ჩანს ხალხის აზრი, მისი გასაჭირი, რომელ გზას და როგორ მომავალს ირჩევს.

ტელეფონის რეკორდი! :D


გუშინ, 20 იანვარს, დამყარდა რეკორდი ჩემი საყვარელი ტელეფონისთვის Samsung Galaxy Ace!
მან გაძლო დატენვის გარეშე მთელი 51 საათი, ანუ ორი დღე ნაგლეჯით!! 😀

image

იქიდან, ბოლო 3 საათის განმავლობაში იყო თითქმის დამჯდარი ( არადა მთელი
დღე რადიოს ვუსმენდი!

მოკლედ, ამ ტელეფონით კმაყოფილი ვარ! ისე,  რომ ამ ჩანაწერსაც აცლა აქედან ვბეჭდავ!

რასელ აკოფი – განათლების შესახებ


კარგა ხანია არ დამიპოსტია… იმიტომ, რომ დაკავებული ვარ… საკმაოდ.

ფიზიკის ინსტიტუტში ახალ ცდებს ვატარებთ, ვემზადებით კოსმოსური სხივების გამოსაკვლევად, ვამზადებთ TSU ელექტრონიკის საიტს… ამავდროულად დღე არ გავა რომ რომელიმე საგანში საკონტროლო თუ შუალედური გამოცდა არ დავწეროთ… მოკლედ – მხიარულად გადის სტუდენტის ცხოვრება 🙂

* * *

პირველ კურსზე რომ ვიყავი, ჩემმა პროფესორმა მირჩია რასელ აკოფის( Russell L. Ackoff ) წიგნის – “აკოფი მართვის შესახებ” წაკითხვა. კერძოდ კი, მისი ერთ-ერთი თავის – “განათლება”… მართალი გითხრათ, ვერ მოვიცალე ბოლომდე წაკითხვისთვის. წავიკითხე მხოლოდ რაღაც ნაწილი. ნახევარი არც კი იქნება. მაგრამ იმ მცირე ნაწილმა გაოგნებული დამტოვა. აი რას წერს მეოცე საუკუნის დიდი თეორეთიკოსი[ჩემი ნათარგმნია, ასე რომ ბევრ სტილისტურ და გრამატიკურ შეცდომას დაინახავთ 😉 ] :

Continue reading რასელ აკოფი – განათლების შესახებ

მწარე სიმართლე


ეს რუსული ვიდეო ვნახე ჩემი კარგი მეგობრისა და კოლეგის, გურამ DjGuro ვანიშვილის, ბლოგზე: High Radiation Zone

შიგნიდან შემაზანზარა, რომ იცოდეთ… რაც არ უნდა ითქვას რუსების შესახებ, მათ შორისაც არსებობს ხალხი ვისაც სიმართლის არ ეშინია. ამბობენ პირდაპირ, სახეში…  ეს ვიდეო ეხება ყველას!

Tales of Mere Existence, ანუ “ჩემი არსებობის ამბები”


ჩემი ნამდვილად არაა 🙂 “ჩემი არსებობის ამბები”…საკმაოდ თავისუფალი თარგმანია… ჩემი ნება არაა, რას დავწერ? მთავარია შინაარსი!

გინახიათ ხოლმე, ისეთი ვიდეო, ან მულტფილმი, ან ჩანაწერი ბლოგზე, რომელშიც თქვენი აზრი რომელიმე თემაზე სრულადაა გადმოცემული? ან უბრალოდ, ძალიან გაგონებთ ეპიზოდს თქვენი ცხოვრებიდან? ან უბრალოდ, ხედავთ რაღაცას ძალიან უბრალო, მაგრამ საინტერესოს, საყვარელს, სასაცილოს, გასაკვირსა და კარგ ხასიათზე საოცრად და მოულოდნელად დამყენებელ რამეს? თუ კი, ძალიან მიხარია თქვენთვის… თუ არა – აუცილებლად ნახავთ! შეიძლება ამ პოსტში ან ბლოგზეც მოიძებნოს ასეთი რამ 😉

დღეს საუბარი წავა YouTube-ზე გაჩითულ დახატულ ვიდეოებზე. ესენი არიან ლევნი [AgentXPQ] ილმაზის (Levni Yilmaz) პატარა “მემუარები”, ორიგინალური ანექდოტები, ცხოვრების მოგონებები, მოსაზრებები და უბრალოდ ყოველდღიური სურვილები, აზრები… ვითომაც დიდი არაფერი, არა? 🙂

პირველი შეხედვით მართლაც – დიდი არაფერი, მაგრამ ორი-სამი-სამი….შვიდი-რვა(?!) :გოგი: ვიდეოს მერე აღარ შეგიძლია გაჩერდე, რადგან ასეთი ძალზედ საინტერესო და ჩამთრევი ვიდეოები იშვიათობაა! ნამდვილი დეფიციტია… კარგია, რომ იუთუბი არსებობს, რადგან მაგის წყალობით რიგში დგომა არ მოგვიწევს! 🙂

მაგალითად, “ტიპიური დიალოგი დედაჩემთან”:

გეგონება, ვიდეო გრძელდება სულ რაღაც საწყალი 2:13… მაგრამ რა 2 წუთი! გამახსენდა ახალგასული ბავშვობა, დედა, მისი დარიგებები და ა.შ… თბილი მოგონებანი ისევ გაიღვიძნენ გულსა და სულში… დახარჯეთ 133 წამი დამიიღეთ კარგი განწყობა მთელი დღის განმაბლობაში! მე ასე ვარ 🙂

ასეთივე კომენტარი შეიძლება გამოვიყენოთ ლევის ყველა 36 ვიდეოზე!

ლევის ვიდეოების ტოპ-ხუთეული(must-watch):

Continue reading Tales of Mere Existence, ანუ “ჩემი არსებობის ამბები”

Рождение Сверхновой


დგება დრო ადამიანის ცხოვრებაში, როცა ის ხვდება მარტივ ჭეშმარიტებას: აღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო ადრე.

ყველაფერი შეიცვალა. ძველმა მეგობრებმა ჩაგაბარეს წარსულს, კომპიუტერული თამაშები აღარ(თუ ვეღარ) განიჭებენ ადრიდნელ სიამოვნებას… დალევა? – დალევამაც დაკარგა მუღამი… ანუ… ვეღარ ერთობი? ალბათ…

ჰმ… ვითომაც არაფერი შეცვლილა, ისევ ისეა ცხოვრება… სახლი, ოჯახი, შეყვარებული, უნივერსიტეტი, კომპიუტერი, ძაღლი, კატა, მიგდებული ტელეფონი… ყველაფერი მიყუჩებულია სიცხისაგან. იწვის ქალაქი, იხარშება ოფლში და გულის ამრევი სუნი ასდის…

არც არაფერი გინდა, არც არაფერს აკეთებ. არც წიგნი, არც თამაში, არც ვარჯიში, არც ეზოში ბალახის დათხრა.

რა დარჩა? – ჩიბუხი. ცივი წყალი. ღამის ქალაქი. ძილი შუადღემდე… მერე ჭამა. ისევ ჩიბუხი. სიგარეტი ვიყიდო? ისევ ღამე მოვა. ისევ დავტკბები მარტო ყოფნითა და სიმშვიდით.

* * *

შავ ცაზე უთვალავი ვარსკლავია… უსასრულო სივრცე. ცარიელი. ცივი. ბნელი. მკვდარი.

ერთი პაწუა ზეახალი ვარსკლავის გაჩენა მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა! არც თუ დიდი ხნის წინ, ასე გავჩნდით ჩვენც – დედამიწა. აზრი? – ჯერ არ ვიცით.

* * *

…დავბრუნდი ბლოგზე! 😉