Category Archives: Ubuntu

Ubuntu: მომხმარებლის ჯგუფებში ჩამატება


ამის წინ, ძალიან მოკლედ მოგახსენეთ თუ როგორ ხდება მომხმარებლის vboxusers ჯგუფში ჩამატება, იმისათვის რომ აგვემუშავებინა USB მოწყობილობები VirtualBox-ში.
გამიჩნდა კითხვა:
უბუნტუ ლინუქს საოპერაციო სისტემაში როგორ ჩავამატოთ მომხმარებელი რაიმე ჯგუფში?

ამისთვის შეიძლება გამოიყენოთ ორი ბრძანება:

  1. useradd

    – ახალი მომხმარებლის შექმნა, ან მომხმარებლის შექმნის ნაგულისხმები პარამეტრების მომართვა, ან მომხმარებლის ჩამატება მეორად ჯგუფში;

  2. usermod

    – მომართავს სისტემურ ანგარიშებს და შეაქვს ცვლილება არსებულ ანგარიშებში;

Continue reading Ubuntu: მომხმარებლის ჯგუფებში ჩამატება

USB მოწყობილობების ჩართვა Virtualbox-ში


ძალზედ მოკლე ჩანაწერი იქნება 🙂

როცა ყენდება Virtualbox ვირტუალური მანქანა უბუნტუ საოპერაციო სისტემაში, მის ვირტუალურ მანქანებს არ აქვს წვდომა სისტემის USB მოწყობილობებთან.

vbox_main

ამისთვის საჭიროა დავამატოთ მიმდინარე მომხმარებელი სამომხმარებლო ჯგუფში vboxusers. გავხსნათ ტერმინალი: CTRL + ALT + T და შევიყვანოთ ბრძანება:

sudo usermod -a -G vboxusers duraka

ამით ხდება მომხმარებელი duraka-ს დამატება ჯგუფში vboxusers.
იმისათვის, რომ ცვლილება ამუშავდეს, საჭიროა მომხმარებლის ხელახლა ავტორიზაცია.

მნიშვნელოვანია, რომ არ გამოგრჩეთ -a ნაწილი, რადგან ის მიუთითებს ბრძანებას, რომ duraka-ს არსებულ ჯგუფთა ჩამონათვალს ემატება ჯგუფი vboxusers. თუ ეს არგუმენტი გამოტოვებული იქნება, ეს ჯგუფი ჩაანაცვლებს მომხმარებლის ყველა ჯგუფს.

დაყენებული პაკეტების ჩამონათვალის შენახვა/აღდგენა Ubuntu ლინუქსში


deb თუ დააყენეთ ლინუქსი სხვის კომპიუტერზე და გსურთ იგივე პროგრამები დააყენოთ, რაც თქვენ გაქვთ, შეიძლება მარტივად გადაწყვიტოთ ეს პრობლემა.

ამისთვის არსებობს, რამოდენიმე მარტივი გამოსადეგი ბრძანება.

დაყენებული პაკეტების ჩანომანთვალის შენახვა ფაილში installed-soft.txt :

sudo dpkg –get-selections > installed-soft.txt

სხვა კომპიუტერზე, დასაყენებელი პაკეტების სიის ჩატვირთვა:

sudo dpkg --set-selections < installed-soft.txt

პაკეტების დაყენება

sudo apt-get -y update
sudo apt-get dselect-upgrade

ძველი/ვადაგასული პაკეტების მოშორება

sudo apt-get autoremove

თუ კი გსურთ, ახალი პაკეტებით ძველების ჩანაცვლება, გამოიყენეთ:
sudo dpkg --clear-selections
სანამ ჩატვირთავთ ჩასატვირთ პაკეტების სიას.

თუ კი რაიმე პაკეტები გიყენიათ ppa საცავებიდან, საჭიროა ისინიც დაარეგისტრიროთ სხვა კომპიუტერზე.

თუ რამე შენიშვნები გაქვთ, ან იდეები, გთხოვთ  მომწეროთ. მე არ ვარ ლინუქს გურუ, უბრალოდ ვიწერ ხოლმე სასარგებლო ინფორმაციას.

ჩემი სამუშაო მაგიდების ევოლუცია (?)


გთავაზობთ ჩემი სამუშაო მაგიდების გამოსახულებას, დაწყებული 2010 წლიდან…

აჰ, როგორ მიყვარდა ჩემი ძველი AWN წყობა :S ძალიან მენატრება ის დრო, როცა მარტივად შემეძლო შემეცვალა მუშაობის გარემო და ვაკეთებდი ყველაფერს ისე, როგორც მინდოდა…

შევინახოთ მელანქოლია ნოსტალგია მაგიდის უჯრაში, ეს სულ სხვა ტიპის ჩანაწერია.

ჩემი გალერეა:

დანაყოფების ავტომატური დამაგრება FSTab-ის მეშვეობით


როგორც წინა ჩანაწერში ვაჩვენე, ხანდახან საჭიროა ავტომატურად იყოს დამაგრებული ეს თუ ის დანაყოფი ხისტი დისკიდან.ამჯერად უნდა გაჩვენოთ, როგორ ხდება ეს ნორმალური გზით: FSTab-ის მეშვეობით (FSTab ნიშნავს File System Table – ფაილურ სისტემთა ცხრილი).

უმეტეს წილად გამოვიყენებთ ტერმინალს: CTRL + ALT + T

terminal

თავიდან, გავარკვიოთ თუ რა დანაყოფები გვაქვს ხისტ დისკზე:

sudo fdisk -l

fdisk

Continue reading დანაყოფების ავტომატური დამაგრება FSTab-ის მეშვეობით

გავუზიაროთ Dropbox საქაღალდე Windows და Ubuntu-ს შორის


dropbox-folder-preview

თუ იყენებთ ორმაგ სისტემას Windows +  Ubuntu  (ან სხვა GNU/Linux გამოცემა) და გაქვთ შესანიშნავი Dropbox ანგარიში, ალბათ გსურთ არ გქონდეთ ყველა ატვირთული ფაილის თითო ვერსია თითოეულ სისტემაზე. ამოცანის გადასაწყვეტად:

  • უნდა მოვახდინოთ სინქრონიზება Windows გარემოში, რომელიმე სასურველ საქაღალდეში
  • გადავარქვათ Dropbox საქაღალდე Dropbox_tmp საქაღალდედ (აგიხსნით რატომ)
  • გადავტვირთოთ კომპიუტერი ლინუქსში
  • დავაყენოთ Dropbox და ავირჩიოთ Advanced Setup
  • Set Dropbox folder დიალოგის გვერდზე, მივუთითოთ Windows დანაყოფზე მყოფი Dropbox საქაღალდე იქვე, სადაც მდებარეობს Dropbox_tmp
  • Next, next, next, finish
  • Dropbox-ის გაშვებამდე, მიაგენით Dropbox_tmp საქაღალდეს. წაშალეთ ახალი Dropbox საქღალდე და გადაარქვით Dropbox_tmp სახელად Dropbox
  • გაუშვით Dropbox, ის დაინახავს არსებულ ფაილებს და დაიწყებს მათ გადამოწმებას
  • ამის შემდეგ შეგიძლიათ ჩვეულებრივად გამოიყენოთ Dropbox ორივე სისტემაზე

საქაღალდის გადარქმევა მოგვიწია, რადგან არსებულ Dropbox საქაღალდეში პროგრამა არ ყენდება.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა ვქნათ რომ სისტემის ჩართვისას არც ერთი სხვა დანაყოფი არ არის დამაგრებული, ხოლო Dropbox-ს სჭირდება ის… ამას შველის:

  • გახსენით ტერმინალი
  • აკრიფეთ mount
  • ჩამოთვლილ სიაში იპოვეთ თქვენთვის საჭირო დანაყოფი, ჩემია: /dev/sda2
  • სისტემის მომართვის ფანჯარაში, იპოვეთ Startup Applications, გახსენით ის
  • დაამატეთ ჩანაწერი, რომლის ბრძანება იქნება: /usr/bin/udisks –mount /dev/sda2
  • შეინახეთ. დაისვენეთ 🙂 აწი, სისტემაში შესვლისას, დამაგრდება მითითებული დანაყოფი.

Ubuntu საქართველოს მაღაზიებში: Alta


როგორც ჩანს, ქართულმა ფირმებმა შეიარაღებაზე მიიღეს მაიკროსოფტის მობრძანება ჩვენს ბაზარზე… ალტა გაივსო უბუნტუიანი ლეპტოპებით:

image

image

თუ კიდევ სხვაგან ვნახე რამე მსგავსი, აუცილებლად
დავდებ.