Category Archives: Ubuntu

Humble Indie Bundle V. ის დაბრუნდა!


ლინუქს გეიმერებო, ის დაბრუნდა!
და მას საუკეთესო თამაშები ახლავს!

გადაიხადეთ რამდენიც გსურთ!
გადაწყვიტეთ, გადახდილი თანხის რა წილი ვის ანგარიშზე ჩაირიცხება – შემმუშავებლების თუ საქველმოქვედოთ!

გაააქტიურეთ შეძენილი თამაშები Steam-ში!
ახლა უკვე უბუნტუ პროგრამული ცენტრის მხარდაჭერით!

humblebundle.com

Minecraft 1.7.3 ქართულად + კლავიატურა



-=-==-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-
Minecraft Georgian Language Pack
-=-==-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-
Minecraft ქართული თარგმანი
-=-==-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-

შექმნილია საჩუქრად საიტისთვის minecraft.ge

გამოცემა: 0.1
გამოცემის თარიღი: 15.Sep. 2011
თამაშის გამოცემისთვის: 1.7.3

[ ჩაყენების მითითება ]

1. მოძებნეთ ფაილი minecraft.jar (საქაღალდეში ~/.minecraft/bin)
2. გახსენით ის არქივატორით 7-zip ან WinRar, ან File Roller
3. წაშალეთ მასში მყოფი საქაღალდე “META-INF”
4. ჩვენი პაკეტის საქაღალდეში სახელით minecraft_ka მყოფი ფაილები ჩააგდეთ არქივში minecraft.jar
5. თუ არქივატორი მოითხოვს ზედგადაწერის დასტურს, დაეთანხმეთ.
6. დახურეთ არქივატორი
7. ითამაშეთ 😉

[ გამოყენების წესები ]

თუ ჩაყენება წარმატებით დასრულდა, მაშინ ღილაკი F3-ის დაჭერისას, ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში გამოჩნდება წარწერა (ქართული)
პაკეტში ასევე ჩადგმულია ქართულად წერის საშუალებები.

შენიშვნა: თამაშის დაუსრულებელი მდგომარეობის და თავისებურებანის გამო, ზოგიერთი სიტყვა ნათარგმნი არ არის. სავარაუდოდ ეს გამოსწორდება მომავალ ვერსიებში.

[ ქართულად წერა ]

ქართულად წერისათვის საკმარისია დააწვეთ ღილაკთა კომბინაციას SHIFT+SPACE
გადართვის შემთხვევაში, ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში გაჩნდება წარწერა [KA]
კლავიატურის გამოყენება შეიძლება: ნიშნებზე, სასაუბროში, სამყაროების სახელებისთვის
დიდი მადლობა, რომ იყენებთ ქართულად ნათარგმნ თამაშებს!

-=-==-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-

თარგმანი შესრულებულია My daddy was a bank robber და DrAcid-ის მიერ
კლავიატურა დამზადებულია DrAcid-ის მიერ
შენიშვნების შემთხვევაში, გვეწვიეთ forum.ge-ს თემაში

-=-==-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-

[ გადმოსატვირთი ბმულები ]

ენის სრული პაკეტი

მხოლოდ კლავიატურა

-=-==-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-
არ დაგავიწყდეთ შემოიხედოთ პირველ ქართულ სერვერზე minecraft.ge: 94.137.186.133
-=-==-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-

პაკეტის ავტორი არ იძლევა არანარირ გარანტიას პაკეტის გამოყეენბაზე და პასუხს არ აგებს ამ პაკეტის მიერ მომხმარებლის კომპიუტერი/ფაილებისადმი მიყენილი ზიანისათვის. მომხმარებელი გამოიყენებს ამ პაკეტს თავისი პასუხისგებლობით.
თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ამ წესებს, მას არ აქვს უფლება აგმოიყენოს ეს პაკეტი. ის ვალდებულია წაშალოს პაკეტის გადმოტვირთული ფაილები.
-=-==-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-

სისტემური ინფორმაციის ტერმინალით მოპოვება


იცოდეთ, რომ ეს პოსტი უნამუსოდ ავახიე საიტს tombuntu.com… 🙂 დაე დაილოცოს იმ პოსტის დამწერი…

დავიწყოთ!

– ვიდეო ბარათი –

glxinfo — ცნობები OpenGL, Xserver-სა და ვიდეო ბარათის შესახებ

glxinfo | grep direct — მოქმედებს თუ არა პირდაპირი გამოსახვა (direct rendering)

glxinfo | grep vendor — ვიდეო ბარათის გამყიდველი

lspci | grep VGA — ვიდეო ბარათის ზუსტი დასახელება, მოდელი

glxgears — მარტივი 3D წარმადობის შესამოწმებელი ცდა,  ინფორმაციას გამოიტანს ტერმინალში: კარდი/წამში და ა.შ.

xrandr — ეკრანის მხარდაჭერილი გაფართოებები

– აუდიო –

lspci | grep Audio — აუდიო კონტროლერი

aplay --list-services — დამატებითი ცნობები აუდიო მოწყობილობაზე

– პროგრამების ვერსიები –

cat /etc/issue — მიმდინარე დისტრიბუტივი და მისი ვერსია

apt-cache showpkg paketisSaxeli — paketisSaxeli-ს პაკეტის ვერსია და მისი დამოკიდებულებანი

uname -r — ლინუქს ბირთვის ვერსია

uname -a — ლინუქს ბირთვზე დაწვრილებითი ცნობები

– ქსელი და ინტერნეტი –

lspci | grep Ethernet — Ethernet კონტროლერები

ifconfig — ქსელური ინტერფეისები, IP მისამართები და სხვა

iwconfig — იგივე რაც ზემოთა ოღონდ უსადენო ქსელისთვის

– პროცესორი –

cat /proc/cpuinfo — ყველა პროცესორი, მათი ტაქტური სიხშირეები, დროშები(flags)  და სხვა

cat /proc/loadavg — პროცესორის დატვირთვის საშუალო ბოლო 1, 5 და 15 წუთის დანმავლობაში

top — ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მინი System Monitor-ია ოღონდ ტერმინალისთცის (ღილაკი C პროცესების დალაგებისთვის დატვირთვის მიხედვით)

– მეხსიერება –

cat /proc/meminfo — RAM-ის და SWAP-ის რაოდენობა, რამდენი გამოიყენება და რისთვის

free -m — ჯამური, ტავისუფალი და გამოყენებული ოპ. მეხსიერება მბ-ში

top — ღილაკი M პროცესების დალაგებისთვის დაკავებული მეხსიერების მიხედვით

– ხისტი დისკები –

df -H — დანაყოფები და მათი ჩატვირთვის წერტილები, გამოყენებული სივრცე და ა.შ. გბ-ში

sudo fdisk -l — ყველა დანაყოფი თავისი მოწყობილობით და მათი მდებარეობა დისკზე.

– USB მოწყობილობები –

lsubsb — USB პორტები და მიმაგრებული მოწყობილობები

– სხვადასხვა –

lshal -m — თვალყურის დევნა მოწყობილობების ცვლილებაზე

lspci — ყველა PCI მოწყობილობის ჩამონათვალი

hwinfo --short — (ოღონდ ჯერ საჭიროა დაყენდეს პაკეტი hwinfo) სრულიად ყველა მოწყობილობის მიმოხილვა, დაწვრილებითი ცნობები.

lshw — ყველა PCI მოწყობილობის ჩამონათვალი

lshw -html | w3m -T text/xml — ყველა მოწყობილობის გამონატანის HTML ფომრატში გამოტანა

uptime — რამხელა დროა გასაული ბოლო გადატვირთვის შემდებგ? მომხმარებლები დასაშუალ დატვირთვა… 🙂

რამე თუ გამოგვრჩა, მომწერეთ… დავამატოთ 😉

პირველი გვერდის შაბლონები LibreOffice-თვის


მოკლედ, რაღაცაზე დამჭირდა პირველი გვერდი რაღაც დოკუმენტისთვის და ვერსად ვერ ვნახე ვერაფერი ლიბრეოფისში რომ ემუშავა… ნუ და ავიღე ვორდ 2007-ის შაბლონები და მათი მსგავსი რამ გავაკეთე ლიბრეოფისში… მე გამომადგა. ეგებ თქვენც გამოგადგეთ, ჰა? 🙂

ესენი შეიქმნა ლიბრეოფის 3.3.2 და უბუნტუ 11.04-ში. მე პასუხს არ ვაგებ თუ ამ დოკუმენტების გამოყენების დროს გაგიფუჭდათ/წაგეშალათ დოკუმენტები ან აგიფეთქდათ კომპიუტერი!

გადმოსაწერი ბმული

ვასწორებთ კლავიატურის განლაგების ხატულას


მე პირადად უბუნტუ 10.10-ს მერე ნერვებს მიშლიდა შემდეგი ხატულა:ხო, ხო – აი ის, შუაში რომ იმყოფება ვაჟბატონები: კლავიატურის ხატულა +  წარწერა… მე ყოველთვის მომწონდა მხოლოდ წარწერა. წესით მათ მაგივრად უნდა ყოფილიყო ვექტორული სურათი ენის კოდით… მაგრამ მაგის გაკეთება ვერ მოასწრეს… და დარჩა ბაგად 😀 მომხმარებლებს პირობა მისცეს რომ მომავალში გამოასწორებენ… აქამდე პირობა არ შეუსრულებიათ… 😛

მოკლედ, ეს სწორდება ასე: ჯერ გადავარქმევთ ხატულებს

find /usr/share/icons/ -name "input-keyboard.??g" -exec sudo mv {} {}.old \;

ახლა კი შეცვალეთ ხატულების თემა და ისევ დააბრუნეთ თქვენთვის სასურველ თემაზე. თუ უკვე გიყენიათ რამე ხატულები, ჩაწერეთ ტერმინალში:

gconftool-2 --type bool --set /desktop/gnome/peripherals/keyboard/indicator/showFlags false

ასე გამოიყურება ჩემი ‘განახლებული’ ზედა პანელი:

ზოლებიანი უბუნტუ


ყველამ იცის ძალზედ სასიამოვნო გნომ3-ის ფონური სურათი stripes:

მე ის ძალიან მომწონს, მაგრამ უბუნტუს ფერებში არ გადის… იუნითისთან ხო საერთოდ… 😦 ამიტომ ცოტა წავეთამაშე ფერებს შოტველში და გამოვიდა ზოლებიანი სურათი უბუნტუს სტილში… ‘საკაიფო’ რამე გამოსულა:

Unity არა ჯანდაბა…


დავუბრუნდი ჩემს ძველ გალაგებას:

ეს არის კონფიგურაცია: GNOME2 + AWN + Kupfer.

არანაირი მენიუები არ მინდა – kupfer-ით ვიძახი ნებისმიერ პროგრამას – მე ხომ ვიცი რა პროგრამები მიყენია! მარცხნივ ნაირ-ნაირი პასიური ინფორმაცია: ინდიკატორები, ტემპერატურა და ა.შ…  ზემოთ პანელი იკავებს ზუსტად იმდენ ადგილს, რამდენსაც იკავებს ფანჯრის სახელური(სათაურის ზოლი)… ამიტომ ეს ერთადერთი კონფიგურაციაა, რომლის დროს გამოიყენება ეკრანის 100% და არც ერთი პიქსელი არ იკარგება! 🙂

იუნითის დედაც!