Category Archives: Ubuntu

სტაბილური რეპოზიტორიების დაბრუნება


რა არის, ვეღარ მოიფიქრეს, რომ რეპოები როგორიცაა maverick-proposed და backports არ არის სანდო?

ნეტავ რატომ ვერ ხვდებიან, რომ პროგრამულ წყაროებში არ არის საჭირო პარამეტრები საიდანაც ირთვება ეს ორი საცავი? ან თუ ჩართავ, რომ ამოგიხტეს შეტყობინება: “თუ აიღებ წითელ აბს, უკან დამაბრუნებელი გზა არ გექნება!”

ბლიად!

იცით, როგორ მომიშალა ნერვები მცდელობამ ამომეშალა ეს იდიოტური პაკეტები? :@

ნუ მოკლედ. ჩალიჩის საათების და დაგუგლვის ნახევარი საათის მერე მოვძებნე საჭირო თემა უბუნტუფორუმზე. რას გვირჩევენ:

შექმენით ფაილი preferences საქაღალდეში /etc/apt და შიგნით ჩაწერეთ:

Package: *
Pin: release a=maverick
Pin-Priority: 1001

Package: *
Pin: release a=maverick-updates
Pin-Priority: 1001

Package: *
Pin: release a=maverick-proposed
Pin-Priority: -10

ხოლო მაგის მერე განაახლეთ პროგრამების ჩამონათვალი და თვით პროგრამები:

sudo apt-get update && sudo apt-get upgrade

თურმე: პრიორიტეტი > 1000 ნიშნავს, რომ შესაძლებელია უფრო ძველი ვერსიის დაბრუნება.

მგონი მეშველა!

P.S.(კომპის გადატვირთვის მეშინია… 😀 )

Swap-ის გათიშვა. დავასვენოთ სისტემა.


…გავრცელებულია ფორმულა: swap = RAM*2

ეს ფორმულა საკმაოდ დიდ დისკუსიებს იწვევს. ზოგი სვაპს იყენებს, ზოგს საერთოდ არ სჭირდება.

თანამედროვე კომპიუტერებზე, სადაც RAM => 4 GB, swap დანაყოფი ხშირად არ გამოიყენება. ნუ, თითქმის არ გამოიყენება. 🙂 შესაძლებელია გაქვავებისთვის (hibernation). მაგრამ თანამედროვე სისტემებში გათიშვა და ახლიდან ჩართვა ბევრად უფრო სწრაფი და სანდოა ვიდრე გაქვავება(ან ზამთრის ძილი, როგორც ზოგიერთი ეძახის 🙂 )

ჩემი აზრით სვაპის გამოყენებას აზრი არ აქვს. თანამედროვე სამომხმარებლო კომპიუტერზე. ძალიან ანელებს სისტემას, ზედმეტად ტვირთავს ხისტ დისკს და ა.შ. ხანდახან ზოგიერთი განსაკუთრებით მძიმე პროგრამა გამოიყენებს სვაპის ~100 მბაიტს… არადა ოპერატიული მეხსიერების საკმაოდ დიდი ნაწილი ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია!

მე არ ვიცი ეს უბუნტუს პრობლემაა თუ ზოგადად გნუ/ლინუქს სისტემების.

სვაპის მართვის ჩემთვის ცნობილია 2 ბრძანება:

sudo swapoff -a
sudo swapon -a

პირველი ბრძანებით ვთიშავ სვაპს. მეორეთი, თუ საჭიროა – ვრთავ 🙂

“sudo swapoff -a” ავტომატურად აიღებს სვაპში მყოფ მონაცემებს და გადაიტანს მათ RAM-ში (თუ ხელმისაწვდომია საჭირო სივრცე)

Ubuntu პოსტერი ქართულ ენაზე


დიდი ხანი არ დამიპოსტია. არაუშავს, მალე დავდებ საინტერესო მასალას 😉

ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ შემდეგი რამ:

[ წყარო – InkScape SVG ფაილი ]

შეისწავლეთ, შეცვალეთ, გაავრცელეთ – ის ხომ თავისუფალია 😉

ჩემი დახატული არ არის. მხოლოდ თარგმნილი. ფაილის დედანი დევს აქ.

ქართული ვერსიის გვერდი აქ.

ასატვირთი ფაილების ზომის გაზრდა. LAMP + WordPress


ნაგულისხმევად, ასატვირთი ფაილების ზომა არ უნდა აღიმატებოდეს 2მბ-ს, ხოლო ფაილების რაოდენობა, თუ არ ვცდები 20-ს.

ხანდახან საჭიროა ცოტა დიდი ფაილების ატვირთვა, ასე რომ ეს უნდა შეიცვალოს!

ჩემს მანქანაზე აყენია Ubuntu 10.10 x32 და LAMP სერვერი. სხვა მანქანებზე შეიძლება ინსტრუქცია განსხვავებოდეს, მაგრამ, სავარაუდოდ, ყველგან მსგავსი იქნება. ამ საქმის პროფესიონალი არ ვარ, თუ გექნებათ რაიმე შენიშვნა, გამიხარდება თუ გამოთქვამთ მას.

ყოველთვის შეინახეთ ყველა ჩასასწორებელი ფაილის სამარქაფო ასლი სანამ დაიწყებთ რამენაირ ჩალიჩს! 😉

  • დავიწყოთ? — მიაგენით თქვენს php.ini ფაილს და გახსენით საყვარელ ტექსტ რედაქტორში: 

gksudo gedit /etc/php5/apache2/php.ini

  • მოძებნეთ ხაზი, რომელიც შეიცავს წარწერას “upload_max_filesize”. მაგის გასწვრივ რიცხვი 2M შეცვალეთ სასურველი რიცხვით. ვთქვათ 1024M:

upload_max_filesize = 1024M

სანამ ათვარიელებთ php.ini ფაილს, შეგიძლიათ ასევე შეცვალოთ ასატვირთი ფაილების რაოდენობა “max_file_uploads” და საერთოდ გათიშოთ ფაილების ატვირთვა http პროტოლის მეშვეობით – “file_uploads” 🙂

  • გადავტვირთოთ აპაჩე სერვერი. ტერმინალში შეიყვანეთ:

sudo /etc/init.d/apache2 restart

ამგვარად გავზარდეთ სერვერისათვის დასაშვები ზომა 1გბ-დე. მაგრამ რატომ მიჩვენებს ჩემი WordPress პანელი, რომ ზღვარი არის მხოლოდ 8მგ?  – იმიტომ, რომ WordPress ცალკე ფაილში უნდა მიუთითოთ ზომის მაქსიმუმი 🙂

  • შედით იმ საქაღალდეში, სადაც გიყენიათ WordPress ძრავი. ჩემთან ეს არის /var/www/wordpress/
  • გახსენით ან შექმენით ფაილი .htaccess
  • შიგნით, WordPress სექციაში ჩაამატეთ შემდეგი სტრიქონი:

php_value post_max_size 1024M

  • ჩემი /var/www/wordpress/.htaccess ფაილი გამოიყურება შემდეგნაირად:

# BEGIN WordPress
php_value post_max_size 1024M
# END WordPress

ამის მერე, ჭორდპრესიც მიხვდება იმას, რომ ზღვარი გაიზარდა და მოგცემთ საშუალებას ატვირთოთ, არვირთოთ, ატვირთოთ! 🙂

 

Photo თემა CoverGloobus-თვის


დააჭირეთ სურათს და გადახვალთ გადმოტვირთვის გვერდზე

გადავწყვიტე ახალი საინტერესო რამის გასინჯვა – CoverGloobus… აჩვენებს (+ მართავს) მიმდინარე სიმღერების ალბომებს, ტექსტს, გიტარის ნოტებს და ა.შ. უმეტეს წილად დევს სამუშაო მაგიდაზე… 🙂 საკმაოდ კარგი და საინტერესო რამ არის.

ისე მომეწონა, რომ თემაც კი გავუმზადე ემოციებისაგან… 🙂

მისი ჩაყენება ხდება ასე:

* არქივიდან ამოვიღოთ საქაღალდეში /home/{USER}/.CoverGloobus/themes
* მარჯვენა წკაპი CoverGloobus-ზე და –> ‘Configure’ -> ‘Theme’
* გადავახვევთ ‘Photo’-დე და ვაწკაპებთ.

 

ისიამოვნეთ საყვარელი მუსიკით 🙂

– გ.

Brukkon – პირველი ფასიანი თამაში უბუნტუს მაღაზიაში!


არ უნდა Valve-ს ლინუქსისთვის Steam-ის გამოშვება? ნუ უნდა!

ჩვენ, “უბუნტუშნიკებს”, გვაქვს ჩვენი პროგრამული ცენტრი და მასში მყოფი მაღაზია. სულ ახლახანს გაიხსნა და ერთადერთი პროდუქტი ჰქონდა – Fluendo DVD Player – სამარჯვე, რომლის მთავარი დანიშნულებაა დაშიფრული, “ორიგინალი” DVD-ების დაკვრა.

მაღაზიის გახსნის დღიდან ყველა სულმოუთქმელად ელოდა რაიმე ახალს. მთელი საზოგადოება გაშეშებული იყო თამაშების მოლოდინში. ნაირ-ნაირი ჭორები დადიოდა… მაგრამ უთუოდ, უბუნტუ 10.10 გამოვიდა და ახალი პროდუქცია არ შეჰმატებია ყველასათვის საყვარელ Software Center-ს… 😦

დღეს კი, წარმოგიდგენთ: Brukkon, თამაში არის ერთი რობოტის შესახებ. ჩვენი ამოცანაა ვაპოვნინოთ მას დაკარგული ნაწილები. ფასი – სულ რაღაც $7. 🙂

კარგი თამაში ჩანს 🙂 ამჟამად ვიწერ დემოს, 38მბ. იმედია კარგი იქნება. როგორც მოვიცლი თამაშისთვის, აუცილებლად დავწერ მის შესახებ.

ოფიციალური საიტი: http://brukkon-puzzle-game.com/

დემო ვერსია: http://brukkon-puzzle-game.com/demo.html

საიდან გავიგე? – OMG!Ubuntu! – ძალიან გამოსადეგი და საინტერესო რესურსი “უბუნტუისტებისათვის” 😉

დავუბრუნოთ Synaptic-ს შესაძლებლობა “Mark Packages by Task”


 

როგორც ჩანს, ის ამოღებული იქნა სინაპტიკიდან ახალ გამოსულ უბუნტუ 10.10-ში 😦 ეს ფუნქცია ძალიან მოსახერხებელია როცა ყენდება ბევრი პაკეტი ერთი გარკვეული ფუნქციისთვის. მაგალითად, ძალიან მოსახერხებელია გამოიყენოთ ის რათა დააყენოთ LAMP (Linux, Apache, MySQL და PHP) სერვერი. მის შესაძლებლობებში ასევე შედის ნაირ-ნაირი “ღრუბლური” სერვისების, OpenSSH, DNS სერვერის და სხვა პაკეტების დაყენება(LAMP სერვერის გარდა არც ერთი არ გამომიცდია).

მე პირადად მეწყინა რომ ეს ფუნქცია ამოიღეს, რადგან ის სულ რაღაც 300კბ-ს იწონის… დისკი გამოვიდა 693.2მბ, ასე რომ მასზე კიდე ძალიან ბევრი რამ დაეტეოდა, კანონიკალს რომ ძალიან ნდობოდა… 😦

მაშასადამე, ვაბრუნებთ აქედან გამქრალ ფუნქციას:

 

 

სასარგებლო სამარჯვეა!

 

 

ტერმინალში:

sudo apt-get install tasksel

ეგაა რა 😉