Category Archives: Ubuntu

შრიფტების დაყენება Ubuntu Linux-ში


პირველად რომ ჩართავენ უბუნტუს, ბევრს უჩნდება ეს კითხვა. 🙂

რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს რამდენიმე გზა. აქ შევეცდები აღვწერო რამდენიმე.

#1 – თუ გვჭირდება ერთი-ორი შრიფტის დაყენება

1. ორჯერ დავაწკაპოთ შრიფტის ფაილზე და გაიხსნება მისი დათვალიერების ფანჯარა.
2. ფანჯრის ქვედა მარჯვენა კუთხეში იქნება ღილაკი “Install Font”.

 

 

დააჭერთ ღილაკს და ეგაა

 

#2 – თუ საჭიროა რამდენიმე შრიფტის დაყენება

1. მოვნიშნოთ ყველა ის შრიფტი, რომლების ჩაყენება გვსურს.
2.ა. [მიმდინარე მომხმარებლისთვის] თუ უკვე არ არსებობს, საშინაო საქაღალდეში [home/{თქვენი_სახელი}/] ვქმნით საქაღალდეს სახელით .fonts
2.ბ. [ყველა მომხმარებლისთვის]
ვხსნით ტერმინალს [Ctrl+Alt+T] და ვწერთ gksu nautilus . გაიხსნება ფაილების ფანჯარა. მივაგნოთ საქაღალდეს მისამართით /usr/local/share/fonts/
3. იქ ჩავაკოპიროთ მონიშნული შრიფტები.

#3 – თუ საჭიროა ბევრი შრიფტის დაყენება

1. შევდივართ ტერმინალში;
2. გადავდივართ იმ საქაღალდეში, სადაც გვიყრია შრიფტები [მაგ. Desktop/fontebi] :

cd ~/Desktop/fontebi

3.ა. და ვაყენებთ .ttf შრიფტებს მხოლოდ ამ მომხმარებლისთვის:

cp *.ttf ~/.fonts

3.ბ. ან ყველა მომხმარებლისთვის [მოგეთხოვებათ პაროლის შეყვანა] :

sudo cp *.ttf /usr/local/share/fonts/

 

საჭიროებისდაგვარად ჩაწერეთ ტერმინალში ბრძანება sudo fc-cache -f -v . ის განაახლებს შრიფტების ქეშს.

აღვნიშნოთ ახალი უბუნტუ! AWN თემა და შპალერი


ახალი უბუნტუს გამოცემამდე დარჩა სულ რაღაც ერთი კვირა… ერთი კვირა? “უნდა მოვემზადო” – ვიფიქრე…

რადგან უბუნტუს ახალი თემა Ambiance გულის სიღრმემდე შემიყვარდა[ნარინჯისფერია!], გადავწყვიტე გამეკეთებია ისეთი რამეები, რაც ამ სტილს მოუხდებოდა…

წარმოგიდგენთ . . . ~ტამტამების ხმა~

Meerkat Is Coming! შპალერი

დააჭირეთ სურათს და გადადით გადმოტვირთვის გვერდზე 😉

და

Maverick Ambiance Avant Window Navigator თემა [lucido]

დააჭირეთ სურათს და გადადით გადმოტვირთვის გვერდზე 😉

თუ არ დაგეზარებათ, მითხარით რას ფიქრობთ ამ ნამუშევრების შესახებ! ძალიან გამახარებთ! 😉

გავუშვათ Matlab 7 უბუნტუზე


ელექტრონიკის მიმართულებაზე, ხშირად ვიყენებთ მატრიცულ ლაბორატორიებს, შემოკლებით – MatLab… რისთვის? – ვადგენთ გრაფიკებს, ჰისტოგრამებს, ვახორციელებთ რთულ გათვლებს, მოდელირებასა და მონაცემების მრავალი სახის დამუშავებას. რატომ მეშვიდე ვერსია? – მივიღეთ ასეთი პასუხი: “ყველაზე კარგი ვერსიაა, რადგან ზედმეტად გადატვირთული არ არის და სწავლისთვის ძალზედ გამოსადებია”. ამას სავსებით ვეთანხმები – მშვენიერი ვერსიაა და სწრაფად მუშაობს. შემდეგი ვერსიები, მაგ. უახლესი, იწონის 4.6 გბაიტს, ხოლო ამის მინიმალური პაკეტი – 700 მბაიტს(!), სრული – 2100 მბაიტს. განსხვავება აშკარაა…

ეს პროგრამა შექმნილია Windows XP გარემოსთვის, ამიტომ დიდი შეფერხებების გარეშე შეგვიძლია მისი ამუშავება Ubuntu კომპიუტერზე ამუშავება. ყველაზე “ნაღდი” არის WINE ბიბლიოთეკების გამოყენება. პროგრამის დაყენებაც კი საჭირო არ არის.

დაიმახსოვრეთ, რომ ქვემოთ მოცემული ხერხის გამოყენებისთვის საჭიროა რომ თქვენ შეძენილი გქონდეთ ლიცენზირებული MatLab7.

თუ ავიღებთ სადმე დაყენებულ მატლაბს და გავუშვებთ გამშვებ ფაილს {მატლაბი}/bin/win32/MATLAB.exe,  მიიღებთ შემდეგ შეცდომას:

ამის გამოსასწორებლად: ფაილში {მატლაბი}/bin/win32/license.dat მდებარე HOSTID=DISK_SERIAL_NUM= წარწერის გასწვრივ მდგომი მნიშვნელობა[ხისტი დისკის სერიული ნომერი] ჩასვით ფაილში ~/.wine/dosdevices/c:/.windows-serial [თუ არ არსებობს – შეგიძლიათ თავისუფლად შექმნათ ის – ჩვეულებრივი ტექსტური ფაილის სახით].

მატლაბი გაიშვება და [თითქმის] ჩვეულებრივ იმუშავებს. შესაძლოა, ალაგ-ალაგ ამოაგდოს შეცდომები.

ჩემ სისტემაზე Ubuntu 10.10 Maverick Meerkat x86, Wine1.2-თ, მუშაობს:

  • ბრძანებები
  • *.m სცენარ-ფაილები
  • მომზმარებლის მიერ განსაზღვრული ფუნქციები
  • ფაილების წაკითხვა/შენახვა
  • ისტორია
  • გრაფიკების აგება

გრაფიკების აგება იმიტომ დავხარე, რომ მთლად კარგად არ მუშაობს მისი ასახვითი ძრავა(rendering engine)… გრაფიკის ფონი შავია და მიახლოებისას, ნახატი აირევა ხოლმე… არადა, ყველაფერი მშვენივრად მუშაობდა WINE ვერსიაში 1.2rc3… იმის მერე არ მიცდია და არ ვიცი რომელ ვერსიაში შეწყდა ამ პროგრამის გამართული მუშაობა.

ამ წუთისთვის გამოსულია Wine 1.3.4. ეს ვერსია ჯერ არ მიცდია, ამიტომ თუ ვინმე ცდით, მითხარით რა… 😉

აი, ჩემი ეკრანიც:

“უბუნტუს მარტივი გზამკვლევი”… რას ფიქრობთ?


ახლახანს, გამოვიდა სახელმძღვანელო ქართულ ენაზე: “უბუნტუს მარტივი გზამკვლევი”… [ხელმისაწვდომია PDF ვერსიაც]

თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი აპირებთ Ubuntu ლინუქსზე გადასვლას, გირჩევთ წაიკითხოთ ეს მარტივი სახელმძღვანელო!

სხვა წიგნებისაგან განსხვავებით ის არ გიბურღავთ ტვინს გნუ/ლინუქსის ფილოსოფიის შესახებ და ა.შ… უბრალოდ ჩართავთ კომპიუტერს, გადაშლით წიგნს და მოგეწოდებათ საბაზო ინფორმაცია – საკმარისი იმისათვის, რომ შეხვიდეთ ინტერნეტში, შექმნათ დოკუმენტი, მოუსმინოთ მუსიკას… ამოხსნათ ერთი-ორი სუდოკუ… 🙂

აუცილებლად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს და გაუწიეთ მხარდაჭერა მშრომელ ხალხს 😉

ოფიციალური საიტი

გზამკვლევის ავტორი გახლავთ ქესიდი ჯეიმს[Cassidy James]. მას მოუვიდა აზრი შექმნას პატარა “ბუკლეტი”, რომლის მეშვეობით ადამიანი, რომელიც სრულიად ახალია უბუნტუს გარემოში, არ დაიკარგება და მიიღებს კარგი დასაწყისისთვის საკმარის ცოდნას…

თარგმანი წარმოგიდიგნათ გიორგი [DrAcid] მაღლაკელიძემ და მისმა ძვირფასმა შეყვარებულმა, თამარ მახარაშვილმა. თუ გაქვთ რაიმე სახის შენიშვნა, დაპოსტეთ ამ საიტზე ან დამიკავშირდით ელფოსტაზე: acidlabz[at]gmail[dot]com

ეს არ არის ტექნიკური ლიტერატურა. თუ თქვენ გსურთ შეისწავლოთ ლინუქსი, მოძებნეთ სხვა წიგნები… თუნდაც აქ: “უფასოდ გადმოტვირთეთ 20 საუკეთესო წიგნი ლინუქსის შესახებ”

ეს არის სამომხამრებლო დამხმარე მასალა, დასაწყისისთვის. შესაძლოა, მომავალში დაიწერება უფრო დახვეწილი და ვრცელი სახელმძღვანელო. 😉

ჩვენ არანაირ ოფიციალურ კავშირში (დადასტურება, დახმარება, სპონსირება) ვართ Ubuntu ან სხვა პროექტებთან. გზამკვლევი ექვემდებარება CC-BY-NC-SA ლიცენზიას, რომლის ხილვა შეგიძლიათ Creative Commons ვებ-საიტზე, მისამართზე: http://creativecommons.org/licenses/by-nc-sa/3.0/

Aero Snap + Ubuntu = ბედნიერება?


დღეს აღმოვაჩინე ძალიან კარგი პოსტი საიტზე OMG!Ubuntu – აერო ინტერფეისის ფუნქციის გაკეთება უბუნტუში. მინდა გითხრათ, ძალიან გამიხარდა –> ამ ფუნქციაზე ვაბოდებდი Win7-ს გამოსვლის მერე…

კი, KDE-ს აქვს… მაგრამ მე პლაზმა არ მიზიდავს – ჯუჯები უფრო სექსუალურად მიმაჩნია… 😉

გამოყენების მაგალითი

Continue reading Aero Snap + Ubuntu = ბედნიერება?

საჭირო პროგრამები ლინუქსზე


[ეს არის ძველი პოსტი. სრული სია, განახლებული და შევსებული გადავიდა ამ გვერდზე]

“ანუ რას შევალიე წინა ღამე”

ყველამ ზეპირად ვიცით რა პროგრამებია საჭირო Window$ სისტემაზე. მგონი, პირველკლასელებმაც კი იციან – იმდენად ტელევიზორს აღარ უყურებენ, რამდენს კომპიუტერთან ზიან და რაღაცაებს “ჩალიჩობენ”.

დავფიქრდი. გადავწყვიტე. დავჯექი. დავგუგლე! 🙂

აი, რა გამომივიდა… გამოვიდა რომ ლინუქს აქვს თითქმის ნებისმიერი Windows პროგრამის თავისი ალტერნატივა!

ჩამონათვალში პირველი პროგრამა უბუნტუში დაყენებული დაგხვდებათ! ( * სიმბოლოთი მონიშნულების გარდა)
  • ვებ ბრაუზერიMozilla Firefox, Google Chrome, Chromium, Opera, Konqueror, Midori, Epiphany, SwiftFox;
  • მუსიკა(დაკვრა და ბიბლიოთეკა)Rhythmbox, Amarok, Banshee, DeadBeef, Listen, Exaile, Audacious, Beep Media Player, XMMS (ბოლო სამი Winamp-ის მაგვარია);
  • ვიდეოMovie Player [Totem], Banshee, VLC, Miro, Kaffeine, Mplayer, SMplayer;
  • IM/IRC სასაუბროEmpathy, Pidgin, Emesene, aMSN, Skype, Google Talk, Kopete, XChat IRC;
  • სოციალური ქსელები(Twitter, Facebook, Flickr და ა.შ.)Gwibber, TweetDeck,
  • დისკების ჩაწერა და ა.შ.Brasero, K3B, Nero Linux(უფასო არ არის);
  • საოფისე პროგრამებიOpenOffice.Org Suite, Gnome Office, Koffice, Google Docs;
  • PDF ფაილების დათვალიერებაDocument Viewer [Evince], Foxit Reader, Acrobat Reader;
  • საფოსტო კლიენტიEvolution, Thunderbird, Claws Mail, Kmail;
  • ტექსტის რედაქტორიgEdit, SciTE, Kate, Mousepad, Leafpad, Kwrite, NEdit, UltraEdit, VI, Geany;
  • კალკულატორიCalculator, Kcalc, SpeedCrunch, Galculator;
  • სურათების დათვალიერება/დალაგებაShotwell, F-Spot, Picasa, XnView, Eye Of Gnome, Gpicview, Geeqie;
  • 2D გრაფიკა – GIMP*, Pinta, Pixel(უფასო არ არის);
  • 3D გრაფიკა – Blender3D*;
  • ვექტორული გრაფიკა – Inkscape*, OpenOffice Draw, Synfig, Xara Xtreme;
  • პუბლიკაცია – Scribus;
  • ვიდეო მონთაჟიPiTiVi Video Editor, Kdenlive, OpenShot, Cinelerra, Kino, LiVES, Avidemux;
  • ვიდეო CD და DVD-ს მომზადება – DeVeDe*;
  • აუდიო მონტაჟი – Audacity*, Jokosher, Frinika;
  • არქივატორიFile Roller, 7Zip, Peazip;
  • ფაილთა მმართველები – Gnome Commander, Double Commander, PcmanFM, MC;
  • ვირტუალური დისკებიArchive Mounter, AcetoneISO, Furious ISO Mount;
  • გადმოტვირთვის მმართველი – SteadyFlow, gwGet, Flashget, KGet, Opera, wGet;
  • bitTorrent კლიენტიTransmission, uTorrent, Deluge, Azureus, BitComet, FrostWire, Vuse;
  • FTP კლიენტი – FileZilla*, FireFTP, gFTP, CrossFTP, MC, Gnome Commander;
  • Telnet და SSH კლიენტი – PuTTY*;
  • ფაილების“ღრუბელში” შენახვაUbuntu One, DropBox, SpiderOak;
  • Windows სისტემებთან ფაილების გაზიარება – Samba*;
  • ხისტი დისკების სამარჯვეებიDisk Utility, GParted, ntfsManager;
  • პროგრამების სწრაფი გამოძახება – Kupfer*, Gnome DO, Launchy;
  • ქვედა MacOSX-ნაირი პანელი – Avant Window Navigator*, Docky, Cairo-Dock;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვა – KeePassX*, Password Dragon, Ultimate Password Manager, LastPass;
  • ანტივირუსი – ClamAV*, Avira, Kaspersky, Avast!;
  • ჩანაწერების შენახვაTomboy Notes, Gnote, Knotes, BasKet, wikidPad;
  • ფინანსური მენეჯმენტი – GnuCash*;
  • ეკრანის ვიჯეტები – Screenlets*, gDesklets;

 

ასევე, 51 პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ორივე Linux-სა და Windows-ზე:

AbiWord, Adobe Acrobat Reader, Adobe Air, Adobe Flash Player, Audacity, BitComet, Blender3D, Celestia, Chromium, Dropbox, Eclipse, FileZilla, Firefox, Foxit Reader, Frostwire, GIMP, GnuCash, Google Chrome, Google Desktop, Google Earth, Google Voice and Video Chat, Hamachi, Inkscape, KeepNote, LimeWire, Midori, Mozilla Thunderbird, Mplayer, NetBeans, OpenOffice.Org, Opera, PeaZip, Picasa, Pidgin, PuTTY, SciTE, Scribus, SeaMonkey, Skype, Spotify, Stellarium, Sunbird, Sweet Home 3D, Team Viewer, TrueCrypt, UltraEdit, VirtualBox, VLC, WireShark, XnView, Yahoo Messenger…

თუ მოგაფიქრდებათ რაიმე შენიშვნა ან აზრი ან ახალი პროგრამა, გთხოვთ დატოვოთ კომენტარი… დიდი სიამოვნებით განვაახლებ ამ ჩამონათვალს!

განახლება 19.სექ.2010: ჩამონათვალს დაემატა ფაილთა მმართველები.