გამარჯობა!
დიდი ხნის განმავლობაში, დაახლოებით 2008-2012 წლებში მე ჩართულად მოვღვაწეობდი გაქართულების სფეროში. ახლა აღარც დრო მაქვს და აღარც სურვილი… თუმცა ვიტყუები, სურვილი ნამდვილად მაქვს და იმედია ყოველთვის მექნება 🙂
გადავწყვიტე: რადგან დროებით ვისვენებ ყველაფრის თარგმნისგან, მოდი გამოვაქვეყნო ჩემი ძუნწი სიტყვათა ბაზა. ან ვინმეს გამოადგება ან ვინმე უკეთეს ვერსიებს მოიფიქრებს და მომაწვდის-მეთქი, ვიფიქრე.
– – –
ამჟამად, არის ორი ლექსიკონი: ერთი რომელიც ფარავს ზოგიერთ ტერმინს კომპიუტერული მეცნიერებიდან და მეორე, რომელიც ეხება ელექტრულ ინჟინერიას.
ამ ლექსიკონებს აქტიურად ვავსებ. ვეძებ ენთუზიასტებს, ვინც დამეხმარება ახალი და საინტერესო შესატყვისების ძიებაში. 😉