აქ მოვათავსებ ელექტრული ინჟინერიის ტერმინების ინგლისურ-ქართულ ვარიანტებს. ზოგი ვარიანტი ჩემებური იქნება, ზოგი ოფიციალურად მიღებული (ლექსიკონიდან) და ზოგი უბრალოდ ხალხში გავრცელებული.
გთხოვთ კომენტარში მომაწოდოთ ახალი ვარიანტები/ არსებული ვარიანტების კრიტიკა 🙂 უღრმესი მადლობა!
– – –
- Adapter – გადამყვანი
- Ampere – ამპერი, დენის საზომი ერთეული
- Ammeter – დენისმზომი, ამპერმეტრი (რუს. კალკ.)
- Amplify – გაძლიერება
- Amplifier (amp) – გამაძლირებელი
- Analog – ანალოგური
- Attenuate – ჩახშობა;
- Attenuator – ჩამხშობი;
- Average – საშუალო;
- Averaging – გასაშუალოება;
- Band – ზოლი;
- Bandwidth – ზოლის სიფართე; სიხშირული დიაპაზონი;
- Battery – ბატარეა (რუს. კალკ.)
- Board – დაფა, პლატა (რუს. კალკ.)
- Breadboard – სამაკეტო დაფა
- Bus – …?
- Cable – სადენი
- Capacitance – ტევადობა
- Capacitor – ტევადობა, კონდენსატორი (რუს. კალკ.)
- Carrier – გადამტანი
- Carrier frequency – გადამტანი სიხშირე
- Channel – არხი
- Conductance – გამტარებლობა
- Connector – შემაერთებელი
- Coupling – ?
- Charge [n.] – მუხტი
- Charge [v.] – დამუხტვა
- Circuit – წრედი
- Coaxial – თანაღერძული
- Compatibility – თავსებადობა
- Core – გულარი
- Coupling – ბმა? (მაგ. სადენებს შორის)
- Inductive coupling – ინდუქტიური ბმა
- Capacitive coupling – ტევადური ბმა
- Cross-section – შუაკვეთა, კვეთა
- Cross-talk –
- Current – დენი;
- Current source – დენის წყარო;
- Current Clamp – დენის კლემა (რუს. კალკ.);
- Current probe – დენის სინჯი;
- Direct Current (DC) – მუდმივი დენი;
- Alternating current (AC) – ცვლადი დენი;
- Curve – მრუდი; I-V Curve (Current-voltage characteristic) – ვოლტ-ამპერული მახასიათებელი;
- Damp – დახშობა, მილევა
- Datasheet – მახასიათებელთა ნუსხა
- De-embed – …?
- Delay – დაყოვნება
- Digit – ციფრი
- Digital – ციფრული
- Display – მაჩვენებელი
- Diode – დიოდი
- Directional Coupler – მიმართული … ?
- Directivity – მიმართულობა
- Discharge – განმუხტვა
- Distortion – დამახინჯება
- Distribution – განაწილება
- Domain – არე;
- Time Domain – დროითი არე;
- Frequency Domain – სიხშირეთა არე;
- Downconverter – …?
- DUT (Device Under Test) – გამოსაკვლევი მოწყობილობა
- Electricity – ელექტრობა (და არა ელექტროობა)
- Electrostatic Discharge (ESD) – ელექტროსტატიკური განმუხტვა
- ESD strap – ელექტროსტატიკური განმუხტვისაგან დამცავი სამაჯური
- Equivalent – ტოლფასი, ექვივალენტური (რუს. კალკ.)
- Field – ველი;
- Near Field – ახლო ველი;
- Far Field – შორი ველი;
- Filter – ფილტრი;
- Band-pass – ზოლოვანი (~ ფილტრი)
- Band-stop – ზოლოვანი ამკრძალავი (~ ფილტრი)
- Low-pass – დაბალსიხშირული (~ ფილტრი)
- Notch (~filter) – … (~ ფილტრი)?
- High-pass – მაღალსიხშირული (~ ფილტრი)
- Frequency – სიხშირე
- Gain – გაძლიერება
- Heatsink – სითბოგამტარი? გამაგრილებელი?
- Hertz – ჰერცი
- Integrated Circuit – ინტეგრებული წრედი (და არა ინტეგრირებული);
- Intermediate – საშუალო
- Intermediate Frequency (IF) – შუალედური სიხშირე
- Immunity – მდგრადობა
- Impedance – იმპედანსი, კომპლექსური წინაღობა. (აზრი იგივე აქვს, რაც resistance-ს, უბრალოდ გამოიყენებენ კომპლექსური წინაღობის აღსანიშნავად)
- Incident – დაცემული
- Inductance – ინდუქტიობა (და არა ინდუქტივობა);
- Mutual inductance – ურთიერთ-ინდუქტიობა;
- Partial Inductance – ნაწილობრივი ინდუქტიობა;
- Inverter – ინვერტერი (რუს. კალკ.), შემაბრუნებელი;
- Junction – …?
- Indicator – მანიშნებელი, ნიშნული
- Inductor – ინდუქტორი
- Interference – …, ინტერფერენცია? (რუს. კალკ.)
- Jitter – კანკალი?
- Mixer – შემრევი
- Mode – მოდა;
- Modal Analysis – მოდური ანალიზი;
- Common mode – …?;
- Differential mode – …?
- Odd Mode – კენტი მოდა;
- Even mode – ლუწი მოდა;
- Modulation – დამოდულება, მოდულირება, მოდულაცია (რუს. კალკ.);
- Amplitude Modulation – ამპლიტუდური დამოდულება
- Frequency Modulation – სიხშირული დამოდულება
- Phase Modulation – ფაზური დამოდულება
- Pulse-width Modulation – იმპულსურ-განივი დამოდულება;
- Intermodulation – ურთიერთდამოდულება;
- Demodulation – განმოდულება
- Multimeter – მრავალმზომი, მულტიმეტრი (რუს. კალკ.)
- LED – Light Emitting Diode – შუქდიოდი
- Linear – წრფივი; Nonlinear – არაწრფივი
- Loss – დანაკარგი; Lossless – უდანაკარგო
- Network – ქსელი
- Noise – ხმაური
- Noise Figure – …?
- Noise Floor – …?
- Oscillation – რხევა
- Oscilloscope – რხევამზირი, ოსცილოსკოპი (რუს. კალკ.)
- Pad (i.e. soldering) – ნაკვეთი? , პადი (ინგ. კალკ.)
- Parasitic – პარაზიტული
- Phase – ფაზა
- Power – სიმძლავრე
- Power Distribution Network (PDN) – კვების განაწილების ქსელი
- Probe – სინჯი, მსინჯავი, ზონდი (რუს. კალკ.)
- Pulse – იმპულსი
- Quality Factor (Q factor) – ხარისხის მამრავლი (მაჩვენებელი)?
- Radiation – გამოსხივება
- Range – დიაპაზონი (რუს. კალკ.) ; Frequency range – სიხშირეთა დიაპაზონი
- Receiver – მიმღები
- Reference (book) – ცნობარი
- Reference (data) – საცნობარო (მონაცემები)
- Reference (node) – ათვლის კვანძი, საცნობარო კვანძი?
- Reference point – ათვლის წერტილი?
- Reflection – არეკვლა
- Reflectometer – რეფლექტომეტრი (ინგ. კალკ.), არეკვლამზომი
- TDR (Time Domain Reflectometer) – დროითი რეფლექტომეტრი (არეკვლამზომი)
- Resistance – წინაღობა, წინააღმდეგობა
- Resistor – წინაღობა, რეზისტორი (რუს. კალკ.)
- Resonance – რეზონანსი
- Response – გამოძახილი; მახასიათებელი
- Time Domain Response – დროითი გამოძახილი (მახასიათებელი)
- Frequency Domain Response – სიხშირული გამოძახილი (მახასიათებელი)
- Sampling – შერჩევა?
- Saturation – გაჯერება
- Scatter – გაბნევა
- Sensor – სინჯი, სენსორი
- Shield – ეკრანი (ელექტრომაგნიტური)
- Solder [n.] – კალა
- Solder [v.] – რჩილვა, მირჩილვა
- Soldering Iron – სარჩილავი
- Spectrum – სპექტრი
- Spectrum Analyzer – სპექტრის მაანალიზებელი
- Station – დანადგარი
- Step – ბიჯი
- Step attenuator – ბიჯური ჩამხშობი
- Step source – ბიჯური წყარო
- Step motor – ბიჯური ძრავი
- Supply – არს. წყარო, მომწოდი; ზ. – მიწოდება
- Power supply – კვების წყარო, კვების მომწოდი
- Switch-mode – იმპულსური
- Trace (i.e. on PCB) – ბილიკი,
კვალი - Trace (i.e. on scope screen) – კლაკნილი, მრუდი (ეკრანზე)
- Transform – გარდაქმნა; Fourier Transform – ფურიეს გარდაქმნა
- Transformer – გარდაქმნელი; ტრანსფორმატორი (რუს. კალკ)
- Transistor – ტრანზისტორი
- Transmission – გადაცემა
- Transmission Line – გადაცემითი ხაზი
- Transmitter – გადამცემი
- Transducer – გადამწოდი
- Triaxial – სამღერძა
- Vector Network Analyzer – ქსელის ვექტორული მაანალიზებელი
- Volt – ვოლტი (ძაბვის ერთეული)
- Voltmeter – ძაბვისმზომი, ვოლტმეტრი (რუს. კალკ.)
- Voltage – ძაბვა; Voltage Source – ძაბვის წყარო; Voltage Probe – ძაბვის სინჯი;
- Wave – ტალღა;
- Waveguide – ტალღგამტარი
- Wavelength – ტალღის სიგრძე
- Wire – მავთული
BUS არის სალტე
LikeLike
მართალს ბრძანებთ, მაგრამ სალტე რას ნიშნავს? რუსული шина არის პირდაპირ გადმოღებული. სიტყვის მნიშვნელობა სრულიად იკარგება. BUS, ინგლისურ ენაზე ნიშნავს “transport in a communal road vehicle”, “to transport (someone) in a bus”, “a spacecraft or missile that carries one or more detachable devices (as warheads)”, “a set of parallel conductors in a computer system that forms a main transmission path “. უხეშად რომ ვთქვათ, სიტყვის მნიშვნელობა არის რაღაცის (რამე ნივთის, მგზავრისა თუ ინფორმაციის) გადატანა ერთი ადგილიდან მეორეში.
ჩემი აზრით, სალტე ვერ ემსახურება bus-ის მნიშვნელობის გადმოცემას. თუმცა, ამჟამად არ მაქვს უკეთესი ვერსია.
LikeLike
bus – გადამტანის მნიშვნელობით, კონდუქტორი შემხვდა რამდენიმე თარგმანში და შეიძლება კონდუქტორის გამოყენება? თუ მაინც სალტე?
LikeLike
რამდენადაც ვიცი, სალტე ოფიციალურად მიღებული ტერმინია. “კონდუქტორი” რას გულისხმობს, ვერ ვხვდები. გამტარს?
LikeLike
Connector ს ქართულად გასართი ქვია. Reference point საყრდენი წერტილია, საყრდენი ძაბვა, საყრდენი კვანძი და ა.შ
LikeLike
გამარჯობა გთხოვთ ანალოგურ ციფრულ გარდაქმნელზე ინფორმაცია თუ გაქვთ, რომ მომაწოდოთ.
LikeLike