არდუინოს დაპროგრამება 02 – შუქდიოდის ჩართვა, შუქნიშანი


ამ ჩანაწერში ვისწავლით შუქდიოდებისგან შუქნიშნის აწყობა და ცვლადების გამოყენებას .

პროექტის შესრულებისთვის დაგვჭირდება:

  1. არდუინოს რომელიმე დაფა (მე ვიყენებ Nano-ს) + USB სადენი
  2. სამაკეტო დაფა (breadboard)
  3. შუქდიოდები 3ც:  წითელი, ყვითელი და მწვანე
  4. 200-ომიანი რეზისტორები 3ც. (რატომ? – დენის შეზღუდვისთვის )
  5. სხვადასხვა სიგრძის მავთულები
საჭირო ნაწილები
საჭირო ნაწილები

Continue reading არდუინოს დაპროგრამება 02 – შუქდიოდის ჩართვა, შუქნიშანი

Advertisements

როგორ ვაპატიო რუსეთს? – ლიბერალი


მე ეს ომიც გამორჩა. წინა დღეს გავფრინდი ამერიკაში გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად. იქ რომ ჩავედი, პირდაპირ დავიძინე. გამთენიისას ყველა მეკითხებოდა — რაო, საქართველოში ომის საქმეები როგორ მიდისო. მეთქი — რა ომი? რის ომი?! გუშინ ვიყავი – ქვეყანა შენდებოდა.
ვერ წარმოვიდგენ რა გაიარეს იმ დღეებში ჩემმა ოჯახმა, მეგობრებმა, თანამემამულეებმა. გული კი მტკივა, ხელები კი მიკანკალებს რომ ვიხსენებ. იქ რომ ყოფილვიყავი და უშუალოდ განმეცადა, არ ვიცი დღეს როგორი ვიქნებოდი. ვიქნებოდი რომ?
ჩვენი ქვეყნის ყველა დამცველს, ყველა გმირს – უდიდესი პატივი და ხსოვნა. ჩვენ კი — ვისთვისაც ისინი იბრძოდნენ — არასოდეს დავივიწყოთ მათი თავდადება. ყოველთვის გვახსოვდეს რუსეთის აგრესია.
ვერ ვაპატიებ.
– – –

ჩანაწერი ლიბერალში:

მე 90-იანების თაობა ვარ. ის თაობა, რომელსაც არ ახსოვს სამაჩაბლო და ბუნდოვნად ახსოვს აფხაზეთი. ის თაობა, რომლისთვისაც სოხუმი ტელევიზორში ნანახი, ცეცხლწაკიდებული მთავრობის სახლის წინ მოცეკვავე გაბურძგნულ მეომართან ასოცირდება, ჭუბერი კი  – თოვლიან გზაზე ადამიანების უწყვეტ ჯაჭვად გადაჭიმულ კადრთან. მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომლისთვისაც „სიგუას ნამცხვარი“ უცხო არ …

წყარო: როგორ ვაპატიო რუსეთს? – ლიბერალი

უსადენო Bluetooth დინამიკები ვერსია 0.2


IMG_20160806_191205ბლუთუსი, გამაძლიერებელი, ხმის სტერეო ამწევ-დამწევი – ყველაფერი საკმაოდ მარტივია. უბრალოდ ხელის განძრევა და იმის შეცვლა რაც უკვე მუშაობს — რთულია, როცა პატარა ოთახში ცხოვრობ და სათანადო ხელსაწყოები არ გაქვს. If it’s not broken, don’t fix it.

წინა ვერსიასთან შედარებით კარგი წინსვლაა. უბრალოდ ნელი 😦

Continue reading უსადენო Bluetooth დინამიკები ვერსია 0.2

Braid ქართულად


ესეც 2010 წელს თარგმნილი თამაში  ❤

AcidLabz წარმოგიდგენთ:
-= Braid ქართულ ენაზე =-

პროექტის ხელმძღვანელობა და ტექნიკური მხარდაჭერა
გიორგი მაღლაკელიძე              [ DrAcid ]

ტექსტის თარგმანი და ტესტინგი
რეზო კაიშაური                     [ 7th Guest ]
სანდრო გახოკიძე                 [ Hitmani ]

 თარგმანი შეიქმნა თამაშის შემქნელის, ჯონათან ბლოუს (Jonathan Blow) მხარდაჭერით. სამწუხაროდ, ოფიციალური თარგმანის გამოცემა არ მოხდა, გარკვეული სისტემური პრობლემების გამო.

braid_post_logo_flat

დიდი მადლობა ჯონათანს თამაშისთვისა და მხარდაჭერისთვის!

Continue reading Braid ქართულად

Evernote is dead! ცარიელი ეკრანის სინდრომი


Evernote იყო საკმაოდ სასარგებლო ხელსაწყო – სხვადასხვა ინფორმაციისთვის შესანახად, აზრების ჩასაწერად.

მე ვიყენებდი საინტერესო სტატიების შესანახად, ჰარმონიკის ნოტებისა და სხვადასხვა იდეების ჩასაწერად.

ბოლო ორ წელიწადს (ან მეტს?!) აღარ ვიყენებდი, ვინაიდან სხვა რამეებით ვიყავი დაკავებული და თვით-ორგანიზება საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ახლა კი, როცა გადავწყვიტე ჩემი ცხოვრება დამელაგებინა და ჩამომეწერა ყველა პროექტი თავისი განრიგით და ეტაპებით, Evernote-ში დამხვდა თითქმის ცარიელი ეკრანი:

 ამხელა ეკრანი ტყუილად მაქვს?!
ამხელა ეკრანი ტყუილად მაქვს?!

Continue reading Evernote is dead! ცარიელი ეკრანის სინდრომი

Life is Strange – სპარსეთის თინეიჯერი პრინცესა


გუშინ დილით დავინახე, რომ Steam-ზე იყო დიდი ფასდაკლება თამაშზე Life Is Strange, მისი MacOS-სა და Linux-ზე გამოსვლასთან დაკავშირებით! ფასდაკლების გარდა, აღმოჩნდა რომ პირველი ეპიზოდი (ხუთიდან) სრულიად უფასოა!

life_header

უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო, რომ პირველი ეპიზოდის გამოსვლიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, თამაშსა და ძრავზე მუშაობა ისევ გრძელდება! ამას ჰქვია მხარდაჭერა.

“ცხოვრება უცნაურია”

პირველი ეპიზოდი დავხურე დაყენებისთანავე. ამისთვის დამჭირდრა ~2 საათი.  როგორი ორი საათი! სათავგადასავლო point-n-click ინტერაქტიული ამბავი გვიყვება 18 წლის გოგონას ცხოვრების შესახებ. მაქსი 12-ე კლასშია, დადის კერძო სკოლაში. უყვარს მუსიკა, უცნაური კინოები და – ყველაზე ძლიერ – მას იტაცებს ფოტოგრაფია.  ერთ მშვენიერ დღეს მაქსი აღმოაჩენს, რომ მას შეუძლია დროის უკან გადახვევა. სპარსეთს პრინცესა, ეს ჩვენი!

Continue reading Life is Strange – სპარსეთის თინეიჯერი პრინცესა

World of Goo ქართულად


2008 წელს გამოვუშვით პირველი ქრაუდ-სორს თარგმანი forum.ge-ს წევრებთან ერთად. ❤ ორიგინალური readme:

AcidLabz წარმოგიდგენთ:
World Of Goo – ლორწოს სამყარო

პროექტის ხელმძღვანელი  –  გიორგი მაღლაკელიძე  aka  DrAcid
ტექსტი:   საბა ლეკვეიშვილი  aka  საბუნია ;  თაკო დვალი  aka  თაკუშკა
შრიფტები, ტექსტურები:   DrAcid
ტესტინგი:  გიორგი არობელიძე aka Pulsar ;  გურამ ვანიშვილი aka Dj-Guro ; გიორგი მელიქიძე aka  The Game N.W.A. ; Prince_Meo   და http://www.forum.ge

goologo

Continue reading World of Goo ქართულად

cd /home/dracid/

%d bloggers like this: