TBC ინტერნეტ ბანკი ლინუქსისთვის


რათა გამოიყენოთ ეს მომსახურეობა უბუნტუ ლინუქსზე(მე ვიყენებ 64 ბიტიან 10.04 Lucid Lynx-ს), უნდა გამოიყენოთ ბრაუზერი Mozilla Firefox ვერსიით 3.5
ახალი არაფრად არ მიდის ანგარიშის მთავარი გვერდის იქეთ…
ვიწერთ შესაბამისი ენით ძველ მელაკუდას აქედან:
მერე ტერმინალში
cd ~/Downloads
cp -R ~/.mozilla ~/.mozillabackup
sudo tar -C /opt -jxvf firefox-3*.tar.bz2
sudo mv /opt/firefox/plugins /opt/firefox/plugins.old
sudo ln -s /usr/lib/mozilla/plugins /opt/firefox/plugins
sudo dpkg-divert –divert /usr/bin/firefox.ubuntu –rename /usr/bin/firefox
sudo ln -s /opt/firefox/firefox /usr/bin/firefox
ნუ, ვინახავთ მიმდინარე მელაკუდას ვერსია ~/.mozillabackup საქაღალდეში, ამოგვაქვს ფაილები ჩამოტვირთული არქივიდან, ვანაწილებთ ფაილებს და ვქმნით გამშვებებს… 😉
ვუალა, ახლა შეგიძლიათ უპრობლემოდ გამოიყენოთ TBC ანგარიში – ჩარიცხოთ ტელეფონზე, გადაიხადოთ გადასახედები და ა.შ.
მე პირადად, ვთვლი, რომ ეს ძალიან აიოლებს ადამიანის ცხოვრებას და ყოველთვის ვხმარობ iBankს!

Spotify საქართველოში…


Spotify არის ძალიან მოსახერხებელი მუსიკის მოსმენის, გაცნობის და შეძენის სერვისი. ანალოგები: Last.Fm, Pandora, MySpace Music და სხვა.

შესაძლებლობები:

  • წვდომა მუსიკის უზარმაზარი ბაზითვის – ყველა სტილი, ყველა დრო!
  • კომპოზიციების მოსმენა მათ გადმოუწერელად;
  • დაკვრის სიების შედგენა;
  • სასიამოვნო მუსიკის ძიება;
  • საყვარელი მუსიკის გაზიარება;
  • უმაღლესი შეფასების მქონე კომპოზიციების გაცნობა;
  • ავოტრების ბიო/დისკოგრაფიები;
  • მუსიკის შეძენა;
  • ნებისმიერ ადგილას მოსმენა – დაწყებული კომპიუტერით: Mac, Windows, Linux(ბეტა მხოლოდ პრემიუმის მომხმარებლებისთვის), დამთავრებული ტელეფონით: Symbian, Android, iPhone!
  • მუსიკის მოსმენა Offline რეჟიმში(Premium მომხმარებლებისთვის)
  • შემსრულებლების რადიო(მსგავსი შემსრულებლებისთვის მოსმენა)

Spotify ოფიციალურად ხელმისაწვდომია მხოლოდ 7 ქვეყანაში: დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ნორვეგია, ჰოლანდია, ესპანეთი და შვედეთი. ამისთვის არის რამდენიმე მიზეზი: სერვერის ბევრ ქვეყანაში უქონლობა, საავტორო უფლებებთან დაკავშირებული შეფერხებები, საქართველოში და სხვა ქვეყნებში რეალური ბაზრის არაარსებობა.

არსებობს Spotify-ს მომხმარებლის 4 დონე: პრემიუმი, შეუზღუდავი, უფასო და ღია.

  • Open [ღია] – შესაძლებელია – თვეში 20 საათის განმავლობაში უფასოდ უსმინოთ საყვარელ მუსიკას, დაალაგოთ საკუთარი მუსიკის კოლექციცა(კომპიუტერზე), დაუკავშიროთ ანგარიში სოციალურ სერვისევს, როგორიცაა Twitter ან Facebook, საზღვარგარეთ ყოფნისას, გამოიყენოთ სერვიცი 14 დღის განმავლობაში(საზღვარგარეთ კი ვითვლები, მაგრამ ჯერ არაფერი უთქვამს…). რამდენიმე კომპოზიციის შორის მოგიწევთ მოკლე სარეკლამო ჩანაწერის მოსმენა. ჩემთან ხდება 4-6 კომპოზიციაში ერთხელ.
  • Free [უფასო] – ზემოთხსენებულის გარდამოსმენის დრო შეუზღუდავია, ემატება მუსიკის მოსმენა რადიო რეჟიმში(ვირჩევთ წლებსა და სტილებს და ჩაგვირთავენ შემთხვევით შემსრულებელს)
  • Unlimited [შეუზღუდავი] – £4.99 თვეში – ზემოთხსენებულის გარდაითიშება რეკლამები, შეუზღუდავი მოხმარება საზღვარგარეთიდან.
  • Premium [პრემიუმი] – £9.99 თვეში – ზემოთხსენებულის გარდა – მობილურზე მყოფი ფაილების დაკვრა, მობილურის ვერსიის გამოყენების შესაძლებლობა, მუსიკის მოსმენა ინტერნეტის გარეშე[offline mode], ასეთივე რეჟიმი თქვენს მობილურზე, ხმის მაღალი ხარისხი(მგონი 320 kbps) და ექსკლუზიური შიგთავსი. ბოლოში რა იგულისხმება, მე ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ 🙂

ყველაფრის მიუხედავად, ფრიად შესაძლებელია(თუმცა, მეეჭვება რომ ლეგალური იყოს!), რომ დაარეგისტრიროთ ის უპრობლემოდ, პროქსის მეშვეობით:

  1. ვეძებთ UK (United Kingdom) პროქსის. მე გამოვიყენე http://www.webkh.info/ ; შეგიძლიათ, Google-სა ან proxy.org-ის მეშვეობით მოძებნოთ ასობით სხვადასხვა პროქსი.
  2. პროქსის მეშვეობით შევდივართ აქ: https://www.spotify.com/en/get-started/ და გადავდივართ რეგისტრაციის გვერდზე;
  3. რეგისტრაციის დროს, მიუთითეთ ქვეყანა United Kingdom და საფოსტი კოდი LS18 5AZ (ან დაგუგლეთ, ბევრი იშოვება). ვიმახსოვრებთ, რა შევიყვანეთ ლოგინსა და პაროლში.
  4. პროქსის გარეშე, ჩვეულებრივ, შევდივართ და ვიწერთ სასურველ კლიენტს: https://www.spotify.com/int/download/
  5. ვიწერთ სასურველს და ვაყენებთ. გაშვებისას ვიყენებთ რეგისტრაციის დროს არჩეულ პაროლს.
  6. ვუსმენთ მუსიკას! 🙂

ყველასთან დიდი თხოვნა მექნება, აქტიურად გამოიყენეთ ეს სერვისი! მე, მაგალითად, ვაპირებ გადავიხადო ეს საწყალი £4.99, ან £9.99 თვეში. 🙂 სერვისი ნამდვილად ღირსია იმ მიზერული თანხისა, რომელსაც ითხოვენ!

ეგება საქართველოშიც შემოვიდეს 😀

წარმატებები ახალი ოკეანეს სივრცეში! 😉

– გ.

P.S.(თუ გამოგადგებათ, Spotify-ს მიმოხილვა ინგლისურ ენაზე: )

დღეს გარეთ გავედი…


და რა? ბევრი ვისაუბრეთ.

რაზე:

  • იმაზე, თუ რამდენად გარყვნილი და გაუნათლებელია ქართული საზოგადოება.
  • იმაზე, რომ ტელევიზია, თუნდაც სახელმწიფო, მაინც შოუ-ბიზნესია და ხალხი მაგას უყურებს იმიტომ, რომ საშუალო მომხმარებელს უნდა მისი ყურება.
  • იმაზე, რომ საყურებელი სხვა არც არაფერი არის და რომც იყოს, არ ვიცით უყურებდა ხალხი მაგას თუ არა?
  • იმაზე, არის თუ არა თანამედროვე ქართველი მამაკაცი ზარმაცი?
  • იმაზე, რომ ქართველმა ხალხმა დაკარგა სმის კულტურა. მართლაც. საერთოდ. საშინელებაა. როდის იყო, რომ ქართველი სვამდა უბრალო დათრობის მიზნით?
  • იმაზე, რომ საქართველოში ძალიან ვითარებაა სექსუალურ განათლებაში – ყველა მხოლო ბაზრობს იმაზე, თუ “როგორ ჯიგრულად შე**დო იმ მაგარ ნაშას”, ხოლო პირველკურსელები(და არამარტო) ორსულდებიან, ვითომაც პრეზერვატივი არ არსებობს…
  • იმაზე, რომ ბევრი სახელმწიფო ტელევიზია, რადიო, უნივერსიტეტები და ა.შ. ნერგავენ და უწევენ პოპულარიზაციას არამართლმადიდებულ წესებსა და იდეებს. შეიძლება არა პირდაპირ, მაგრამ აჩვენებს, რომ ეგ სრულიად ნორმალურია…

ვიკამათეთ… ვაგრძელებთ! 🙂

  • ქვა ქვაზე არ დავტოვეთ, წყალს გავატანეთ ქართველების მანქანის ტარების ჩვევები. რა წესია, შუქნიშანის წინ “ზებრაზე” დადგომა? ღვედები? არსებობს მითი, რომ ქუთაისი ფაბრიკები, თურმე, თავის დროზე უშვებდნენ მაისურებს ზედ დახატული ღვედებით? თითქოს შეკრული იყოსო 🙂 რა წესია? თავის თავს არ ვიცავთ მაგ ღვედებით?… ვერ ვხვდები, რა სჭირს ამ ჩვენ ხალხს… იმდენად ეზარებათ ღვედის გაკეთება, რომ ეს სიცოცხლის ფასად უღირთ?
  • ასევე, ცუნამის გავატანეთ თბილისში დადგმული.. კჰმ… ‘ფალოსი’, პროჟეკტორით ზედ… რა ფული დაიხარჯა! ხოლო, ესტეთიკური მნიშვნელობა – რიცხვი, უსასრულოდ ახლო ნულთან…
  • შევთანხმით, რომ ყველა ტოკ-შოუს წამყვანი უბრალოდ ართობს ხალხს და ყველა საცემია.
  • შევთანხმდით, რომ ქრისტიან მშობლებთა კავშირიც საცემია. ეს ხალხი იმაზე მეტად შეურაცჰყოფს ჩვენს ეკლესიას, ვიდრე ერეკლე დეისაძეს “საიდუმლო სირობა”. მე პირადად არ წამიკითხავს, მაგრამ ხალხის ცემა-ტყეპა გამოსავალი არ არის! ეკლესიის განუკითხაობის და ყოველშემძლების დრო დიდი ხანია გავიდა. ასე არ შეიძლება. იმ ხალხზე, ვისი რწმენაც ძლიერია, არასოდეს არ იქონიებს გავლენას არც “საიდუმლო სირობა” და არც მისი პრეზენტაცია სახელმწიფო უნივერსიტეტში. არც სატანისტური ფილმების ყურება და არც კი იაღოველთან ურთიერთობა. თუ რწმენა არ არის(ის კი, სამწუხაროდ, თითქმის დაილია…) – ადამიანი რაც არ უნდა ატარო ეკლესიაში და შეაშინო “მარადიული ალით”, არაფერიც არ ეშველება მაგ საწყალს…

მოკლედ, ძალიან პროდუქტიული საღამო იყო! მოიწია ბევრი სიგარეტი, მონაყოლი იყო ბევრი სასაცილო ისტორია უნივერსიტეტსა და სკოლიდან, ბევრი ვიკამატეთ…

ყოველ შემთხვევაში, დასკვნა ასეთია: რეფორმები, პირველ რიგში, უნდა მოხდეს ქართველ ხალხში. უნდა შეიცვალოს მისი მენტალიტეტი. მსოფმხედველობა. თუ ეს არ მოხდა, სახელმწიფო კარგს ვერც ვერაფერს მიაღწევს.

– გ.

Рождение Сверхновой


დგება დრო ადამიანის ცხოვრებაში, როცა ის ხვდება მარტივ ჭეშმარიტებას: აღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო ადრე.

ყველაფერი შეიცვალა. ძველმა მეგობრებმა ჩაგაბარეს წარსულს, კომპიუტერული თამაშები აღარ(თუ ვეღარ) განიჭებენ ადრიდნელ სიამოვნებას… დალევა? – დალევამაც დაკარგა მუღამი… ანუ… ვეღარ ერთობი? ალბათ…

ჰმ… ვითომაც არაფერი შეცვლილა, ისევ ისეა ცხოვრება… სახლი, ოჯახი, შეყვარებული, უნივერსიტეტი, კომპიუტერი, ძაღლი, კატა, მიგდებული ტელეფონი… ყველაფერი მიყუჩებულია სიცხისაგან. იწვის ქალაქი, იხარშება ოფლში და გულის ამრევი სუნი ასდის…

არც არაფერი გინდა, არც არაფერს აკეთებ. არც წიგნი, არც თამაში, არც ვარჯიში, არც ეზოში ბალახის დათხრა.

რა დარჩა? – ჩიბუხი. ცივი წყალი. ღამის ქალაქი. ძილი შუადღემდე… მერე ჭამა. ისევ ჩიბუხი. სიგარეტი ვიყიდო? ისევ ღამე მოვა. ისევ დავტკბები მარტო ყოფნითა და სიმშვიდით.

* * *

შავ ცაზე უთვალავი ვარსკლავია… უსასრულო სივრცე. ცარიელი. ცივი. ბნელი. მკვდარი.

ერთი პაწუა ზეახალი ვარსკლავის გაჩენა მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა! არც თუ დიდი ხნის წინ, ასე გავჩნდით ჩვენც – დედამიწა. აზრი? – ჯერ არ ვიცით.

* * *

…დავბრუნდი ბლოგზე! 😉

Zeitgeist – ფილმი, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას


ოფტოპიკი:
…ბოლო რამდენიმე დღე ავად ვიყავი – გრიპის ვირუსი დადის ქალაქში… ჩემმა ბედმა იფიქრა: “all the cool guys do that!” და ახლა ვარ ისეთ დღეში, რომ მთელი დღე მომიწია სახლში ჯდომა და ცხელი ლიმონიანი ჩაის სმა. ახლა უკეთ ვგრძნობ თავს, იმედია ხვალ დილამდე გამივლის[სასწავლებეში უნდა წავიდე].

ასეთი კომენტარი მივიღე რამდენიმე ადამიანისგან, რომ “ან ნასვამი, ან დაბოლილი ხარ შენს ვიდეოებში”-ო… (*იღიმება*)
– კი, მეც შევნიშნე ასეთი რამ… მაგრამ იმედი მქონდა, ხალხი მიხვდებოდა თუ რაში იყო საქმე: ძალიან დაღლილი ვიყავი, ახლა კი უარეს დღეში ვარ, და ამიტომ ასეთი ილუზია იყო. შევეცდები დანარჩენი ვიდეოები დღის განმავლობაში გადავიღო, ანუ იმ დროს, როცა ენერგიისგან არ ვარ დაწურული… 🙂

***

ახლა კი მინდა ვილარაკო იმ ფილმზე, რომელმაც გამიხილა თვალები ბევრ რამეზე, ცხოვრების ბევრ ასპეკტს სხვანაირად ვხედავ მაგის მერე. თავინდანვე მინდა გაგფრთხილოთ: ფილმში არის ბევრი ტეზისი,

ფილმი,რომელიც გაგიხელთ თვალებს.
ფილმი, რომელიც გაგიხელთ თვალებს.

რომლების დამტკიცება ძნელია[თუ არა შეუძლებელი] ჩვეულებრივი ადამიანისთვის(ინტერნეტში და ბიბლიოტეკებშიც რომ დაძებნოს), ასე რომ ყველაფერს არ დაუჯეროთ რასაც იტყვიან.

ფილმის 20% არის სუფტა დონის bullshit[ანუ მარაზმი], სადღაც 50% ჟღერს როგორც სიმართლე, რომლის დამტკიცება ტიტანურ ენერგისს ხარჯებს მოითხოვს, დანარჩენი 30% კი, უფრო სიმარტლეს გავს, ვიდრე ტყუილს.
მე მაგ ფილმს ვუყურებ, როგორც სიმართლის შესაძლებელ ვარიანტს და საფიქრალ თემას[ფილმში რაზეც ლაპარაკობენ სინადვილეში შეიძლება მომხდარიყო… What if…?]. ეს არის ჩემი პირადი შეხედულება მაგ კინოზე, თქვენ თქვენი გექნებათ, მთავარია ბრმად არ დაუჯეროთ.

ინტერნეტის ერთ-ერთ უდიდეს ფილმების მონაცემთა ბაზის საიტზე, Imdb.com, ფილმ Zeitgeist, The Movie (2007)-ს მისცეს რეიტინგი 8.7/10.

ნუ, რაზე ახლა თვითონ კინო: ეს არის დოკუმენტალური ფილმი შემდეგ თემებზე:

  1. ქრისტიანული რელიგიის წარმოშვება და ისტორია;
  2. როგორ მოიპოვეს 20-ე საუკუნეში ამერიკელმა უდიდესმა ბანკებმა კონტროლი მსოფლიოს ქვეყნებზე;
  3. როგორ უკავშირდება ეს ორი თემა 20-ე და 21-ე საუკუნეების ომებს.

ფილმის გამოსვლისთანავე, Google.Video-ზე იქნა დადებული ავტორების მიერ. ასე რომ უფასოდ შეგვიძლია ვიხილოთ. ერთი პრობლემაა: ინგლისურადაა და არ ვიცი, თუ იქნა ქართულად ნათარგმნი. თუ არა, ერთ მშვენიერ დრეს დავჯდები და ქართულ ტიტრებს შევუქმნი.

მანამდე კი, ვუყუროთ:

P.S.(მაგის გარდა კიდევ ერთი ფილმი გამოშვეს 2008-ში, Zeitgeist Addendum, რომელიც ჯერ არ მინახია, Wikipedia-ში წერია რომ ფილმი მოგვითხრობს ამერიკის ‘ცენტრალურ’ ბანკზე, Federal Reserve System(ფედერალური რეზერვის სისტემა), CIA-ზე, ამერიკის უდიდეს კორპორაციებსა და ბევრ სხვა ორგანიზაციაზე, რელიგიაზე. მოკლედ მთავარი აზრია, რომ ყველა ზემოხსენებული დაწესებულება კორუმპირებული და მავნეა კაცობრიობისთვის და მათი შეცვლაა საჭირო. ფილმი შესაძლებელ გამოსავალზეც მოგვითხრობს:  The Venus Project.)
P.P.S.(ინტერნეტში დავძებნე და მეორე კინოც ყოფილა გუგლზე. დაითრიეთ მზისუმზირა და უყურეთ: )

Her Morning Elegance


დღეს ჩემს ვიდეოს არ ვდობ, იმიტომ რომ ინტერნეტში აღმოვაჩინე ეს აბსოლუტურად შესანიშნავი კლიპი:
[დღის ლოზუნგი: იყავი კრეატიული და მოუსმინე კარგ მუსიკას 🙂 ]

ავტორი: Oren Lavie, ძალიან ლამაზი და დამამშვიდებელი მუსიკა აქვს, გირჩევთ.

cd /home/dracid/

%d bloggers like this: