Tag Archives: დოკუმენტი

სისტემური ინფორმაციის ტერმინალით მოპოვება


იცოდეთ, რომ ეს პოსტი უნამუსოდ ავახიე საიტს tombuntu.com… 🙂 დაე დაილოცოს იმ პოსტის დამწერი…

დავიწყოთ!

– ვიდეო ბარათი –

glxinfo — ცნობები OpenGL, Xserver-სა და ვიდეო ბარათის შესახებ

glxinfo | grep direct — მოქმედებს თუ არა პირდაპირი გამოსახვა (direct rendering)

glxinfo | grep vendor — ვიდეო ბარათის გამყიდველი

lspci | grep VGA — ვიდეო ბარათის ზუსტი დასახელება, მოდელი

glxgears — მარტივი 3D წარმადობის შესამოწმებელი ცდა,  ინფორმაციას გამოიტანს ტერმინალში: კარდი/წამში და ა.შ.

xrandr — ეკრანის მხარდაჭერილი გაფართოებები

– აუდიო –

lspci | grep Audio — აუდიო კონტროლერი

aplay --list-services — დამატებითი ცნობები აუდიო მოწყობილობაზე

– პროგრამების ვერსიები –

cat /etc/issue — მიმდინარე დისტრიბუტივი და მისი ვერსია

apt-cache showpkg paketisSaxeli — paketisSaxeli-ს პაკეტის ვერსია და მისი დამოკიდებულებანი

uname -r — ლინუქს ბირთვის ვერსია

uname -a — ლინუქს ბირთვზე დაწვრილებითი ცნობები

– ქსელი და ინტერნეტი –

lspci | grep Ethernet — Ethernet კონტროლერები

ifconfig — ქსელური ინტერფეისები, IP მისამართები და სხვა

iwconfig — იგივე რაც ზემოთა ოღონდ უსადენო ქსელისთვის

– პროცესორი –

cat /proc/cpuinfo — ყველა პროცესორი, მათი ტაქტური სიხშირეები, დროშები(flags)  და სხვა

cat /proc/loadavg — პროცესორის დატვირთვის საშუალო ბოლო 1, 5 და 15 წუთის დანმავლობაში

top — ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მინი System Monitor-ია ოღონდ ტერმინალისთცის (ღილაკი C პროცესების დალაგებისთვის დატვირთვის მიხედვით)

– მეხსიერება –

cat /proc/meminfo — RAM-ის და SWAP-ის რაოდენობა, რამდენი გამოიყენება და რისთვის

free -m — ჯამური, ტავისუფალი და გამოყენებული ოპ. მეხსიერება მბ-ში

top — ღილაკი M პროცესების დალაგებისთვის დაკავებული მეხსიერების მიხედვით

– ხისტი დისკები –

df -H — დანაყოფები და მათი ჩატვირთვის წერტილები, გამოყენებული სივრცე და ა.შ. გბ-ში

sudo fdisk -l — ყველა დანაყოფი თავისი მოწყობილობით და მათი მდებარეობა დისკზე.

– USB მოწყობილობები –

lsubsb — USB პორტები და მიმაგრებული მოწყობილობები

– სხვადასხვა –

lshal -m — თვალყურის დევნა მოწყობილობების ცვლილებაზე

lspci — ყველა PCI მოწყობილობის ჩამონათვალი

hwinfo --short — (ოღონდ ჯერ საჭიროა დაყენდეს პაკეტი hwinfo) სრულიად ყველა მოწყობილობის მიმოხილვა, დაწვრილებითი ცნობები.

lshw — ყველა PCI მოწყობილობის ჩამონათვალი

lshw -html | w3m -T text/xml — ყველა მოწყობილობის გამონატანის HTML ფომრატში გამოტანა

uptime — რამხელა დროა გასაული ბოლო გადატვირთვის შემდებგ? მომხმარებლები დასაშუალ დატვირთვა… 🙂

რამე თუ გამოგვრჩა, მომწერეთ… დავამატოთ 😉