Tag Archives: ლავკრაფტი

Eldritch / ელდრიჩი: განახლება


სალამი ხალხო!eldritch_logo

მაქვს პატარა განახლება ელდრიჩის პროექტთან დაკავშირებით. ტექსტების 92% მზადაა, შეგვიძლია დავიწყოთ თარგმანის სინჯვები, ანუ playtesting!

თამაშის ავტორებს მივწერე და ველი პასუხს 🙂 თარგმანის დაწყებიდან კი დიდი ხანია გასული, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ჩვენს თარგმანს ჩართავენ თამაშის ოფიციალურ ვერსიაში! (ბეტაში კი უკვე ჩართულია, მაგრამ საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი)

სანამ ველით თარგმანის დასრულებას და ავტორების პასუხს, გთავაზობთ ეკრანის ორიოდე ანაბეჭდს:

საუკეთესო საჩუქარი წიგნია?


საინტერესოა, რომ ეს ფრაზა არ ბერდება ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში.
საახალწლო საჩუქარი წელს ადრე მომივიდა – თოვლის ბაბუამ ორი წიგნი მომიტანა:
არტურ კონან-დოილის, “შერლოკ ხოლმსის თავგადასავლების” სრული კრებული და ჰოვარდ ლავკრაფტის ნაწარმოებათა სრული კრებული, ორიგინალში!!

image

ორივე წიგნი ტყავის ყდაშია და ულამაზესადაა გაფორმებული. მმმ.
არ ვიცოდი, რომ შერლოკ ჰოლმსის შესახებ 60 (სამოცი!) ნაწარმოები არის.  ბავშვობიდან ათიოდე თუ მახსოვდა. ახლა ორიგინალში უნდა წავიკითხო – კონან დოილი არაჩვეულებრივად ცოცხალი ენით წერდა!!  ა- ია კტულჰუ ფათაგნ…
ლავკრაფთი კი – მეოცე საუკუნის საშინელებათა ჟანრის მეფე – ცოტა რთული ენით წერს, ბევრი ახალი და იშვიათი სიტყვა მხვდება… What else can a man wish for?

Eldritch / ელდრიჩი თამაშის თარგმნა ქართულად


ელდრიჩი

მოგესალმებით, ლავკრაფტის მოყვარულებო!

განახლება: 08/02/2015

დაწყებულია ამ თამაშის ქართულად ოფიციალური თარგმნა!
დასრულებული პროდუქტი გამოქვეყდნდება Steam ინტერნეტ-მაღაზიაში, პლატფორმეზე Linux\Win\Mac!

თარგმანი სრულდება ენთუზიასტების მიერ. თუ გიყვართ ჰოვარდ ლაფკრაფტის (H. P. Lovecraft) საშიში მოთხრობები უძველესი ბოროტების შესახებ, დაგვეხმარეთ! 🙂 თამაშის მოქმედება ხდება ლავკრაფტის სამყაროში. შეხვდებით თვით ქთულუს და მის მსახურებს, კაცთევზებსა და ქანდაკებებს. იმოგზაურებთ როგორც ქთულუს ტაძარში, ისე სიგიჟის მთებში!

თამაშის ჟანრი: სათავგადასავლო, გადარჩენაზე, პირველი პირი, პროცედურული სამყარო, როლეული.

ბმულები

პროექტი გვერდი: http://notabenoid.com/book/54434

თარგმანის ავტორებს მადლობით მოიხსენიებენ თამაშის ტიტრებში!

გვესაჭიროება ქართულისა და ინგლისურის სპეციალისტები, თარგმანის ვარიანტების შემოთავაზება და შესწორებისათვის. დიდი პლიუსი იქნება, თუ ლავკრაფტის შემოქმედების მოყვარული ბრძანდებით! 🙂