Tag Archives: სენსორი

რა არის არდუინო?


ამ ჩანაწერის მიზანი არის არა ყველაფრის მკაცრად განსაზღვრება, არამედ ადამიანისთვის შედარებით მარტივად და არატექნიკურად ახსნა თუ რა არის არდუინოს პლატფორმა და რისთვის გამოიყენება.
-გ.

უხეშად რომ ვთქვათ, არდუინო (ვიკიპედია [1], ინგ.) არის ისეთი კომპიუტერი (და პროგრამების კრებული), რომელსაც შეუძლია ფიზიკური სამყაროს შეგრძნება და მასთან ურთიერთობა. ეს არის ღია-წყაროს-მქონე [2] ფიზიკური კომპიუტერული პლატფორმა, რომელიც ეფუძნება მიკროკონტროლერის დაფას (microcontroller board) და მისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების გარემოს (IDE).

შემუშავების გარემოში იწერება ბრძანებათა სია – მიკროკონტროლერის პროგრამა . იქ წერია თუ რა უნდა გააკეთოს მან: აღიქვას ღილაკის დაჭერა, თუ აანთოს შუქი ან გამოსცეს ხმა, ან გადასცეს რაიმე ბრძანება სხვა მოწყობილობას.

arduino_uno_1
დამწყებთა შორის პოპულარული დაფა Arduino Uno

არდუინო შეიძლება გამოიყენო ინტერაქტიული ობიექტების შექმნისთვის – ის წაიკითხავს სიგნალს სხვადასხვა წყაროდან და მართავს ნათურებს, ძრავებს, ნიშნულებს და სხვა ფიზიკურ მექანიზმებს.  Continue reading რა არის არდუინო?

Advertisements