Tag Archives: ქარხნული

Amazon Kindle ქარხნული ჩამოყრა


kindlefront-thumb
მეოთხე თაობის ქინდლი

ქინდლი ელმკითხველის “Factory Reset”-ის, ანუ ჩამოყრის სტანდარტული პროცედურა არის შემდეგი:

  1. აუცილებლად შეამოწმეთ, რომ ბატარეას დარჩენილი აქვს სულ მცირე ნახევარი მუხტი;
  2. მთავარ გვერდზე, დააჭირეთ “მენიუ”-ს ღილაკს და გადადით “მომართვის” გვერდზე -> Settings
  3. ისევ დააჭირეთ “მენიუ”-ს ღილაკს და გადადით წარწერაზე “Reset to Factory Defaults” (“ჩამოყრა ქარხნულ მდგომარეობაზე”).
  4. დაადასტურეთ თქვენი გადაწყვეტილება გამოსულ დიალოგში, აირჩიეთ ღილაკი ‘OK’

ამის შემდეგ ეკრანი უნდა ჩაქრეს და ისევ აინთოს. მასზე გამოსახული იქნება ხის ქვეშ მჯდომი ადამიანი.

გაფრთხილება: ქარხნული ჩამოყრა გულისხმობს ყველა ჩაწერილი წიგნის და გაკეთებული ჩანაწერის ამოშლას. სანამ ჩამოყრით ელმკითხველს, აუცილებლად შექმენით თქვენი დოკუმენტების სამარქაფო ასლები (backup). ასევე, გაითვალისწინეთ, რომ საჭირო იქნება ელმკითხველის ხელახლა მიბმა ამაზონის ანგარიშზე.

ყველაფერი ძალიან მარტივია, არა? ჩემმა ქინდლმა რომ გამიჭედა, ვერაფრით ვერ “დავარეზეტე”. დასტურის ღილაკს რომ ვაჭერდი არაფერი ხდებოდა. გათიშვა ვცადე, მერე ჩართვა. მერე ისევ გათიშვა.

მოკლედ, იშვიათ შემთხვევაში, სანამ ჩამოყრით ქინდლის მდგომარეობას, საჭიროა ჩაურთოთ “ფრენის რეჟმი” – “Airplane Mode”. ამისვის, მთავარ გვერდიდან გადადით მომართვის გვერდზე და დააჭირეთ ღილაკს “turn on”, რომელიც მოთავსებულია “Airplane Mode” წარწერის გასწვრივ.

თუ რაიმე კითხვა გაქვთ ქინდლთან დაკავშირებით, შევეცდები გიპასუხოთ 😉