დღევანდელი ელექტრონული მოწყობილობები (კომპიუტერი, ტელეფონი, mp3 დამკვრელები) ეფუძნება მასალებს სახელით “ნახევარგამტარი“. ნახევარგამტარებს აქვს გამტარსა და დიელექტრიკს შორის საშუალო თვისებები. მაგალითად, დიოდი არის ისეთი ნახევარგამტარული მოწყობილობა, რომელიც ელექტრულ დენს ატარებს მხოლოდ ერთი მიმართულებით. პირდაპირი მიმართულებით, დიოდი გამტარია, უკუ მიმართულებით – გაუმტარი.
შუქდიოდი (LED – light emitting diode) არის განსაკუთრებული სახეობის დიოდი – ის ანათებს (ნახ.1).

როცა მასში გადის პირდაპირი მიმართულების დენი, ენერგიის რაღაც ნაწილი გარდაიქმნება გარკვეული ფერის (ანუ ტალღის სიგრძის) შუქად. ფერი დამოკიდებულია ნახევარგამტარის მასალაზე – ხელმისაწვდომია მრავალი ფერის შეუქდიოდები. Continue reading რა არის შუქდიოდი? (LED)