Tag Archives: შუქდიოდი

არდუინოს დაპროგრამება 02 – შუქდიოდის ჩართვა, შუქნიშანი


ამ ჩანაწერში ვისწავლით შუქდიოდებისგან შუქნიშნის აწყობა და ცვლადების გამოყენებას .

პროექტის შესრულებისთვის დაგვჭირდება:

  1. არდუინოს რომელიმე დაფა (მე ვიყენებ Nano-ს) + USB სადენი
  2. სამაკეტო დაფა (breadboard)
  3. შუქდიოდები 3ც:  წითელი, ყვითელი და მწვანე
  4. 200-ომიანი რეზისტორები 3ც. (რატომ? – დენის შეზღუდვისთვის )
  5. სხვადასხვა სიგრძის მავთულები
საჭირო ნაწილები
საჭირო ნაწილები

Continue reading არდუინოს დაპროგრამება 02 – შუქდიოდის ჩართვა, შუქნიშანი

რა არის შუქდიოდი? (LED)


დღევანდელი ელექტრონული მოწყობილობები (კომპიუტერი, ტელეფონი, mp3 დამკვრელები) ეფუძნება მასალებს სახელით “ნახევარგამტარი“. ნახევარგამტარებს აქვს გამტარსა და დიელექტრიკს შორის საშუალო თვისებები. მაგალითად, დიოდი არის ისეთი ნახევარგამტარული მოწყობილობა, რომელიც ელექტრულ დენს ატარებს მხოლოდ ერთი მიმართულებით. პირდაპირი მიმართულებით, დიოდი გამტარია, უკუ მიმართულებით – გაუმტარი.

შუქდიოდი (LED – light emitting diode) არის განსაკუთრებული სახეობის დიოდი – ის ანათებს (ნახ.1).

ნახაზი 1. წითელი შუქდიოდი. გრძელი მავთული არის ანოდი (+), ხოლო მოკლე მავთული - კათოდი (−). სქემატურ სიმბოლოში (ქვედა ნახატი) ანოდი მარხენა დაბოლოებაა, ხოლო კათოდი - მარჯვენა.
ნახაზი 1. წითელი შუქდიოდი. გრძელი მავთული არის ანოდი (+), ხოლო მოკლე მავთული – კათოდი (−). სქემატურ სიმბოლოში (ქვედა ნახატი) ანოდი მარხენა დაბოლოებაა, ხოლო კათოდი – მარჯვენა.

როცა მასში გადის პირდაპირი მიმართულების დენი, ენერგიის რაღაც ნაწილი გარდაიქმნება გარკვეული ფერის (ანუ ტალღის სიგრძის) შუქად.  ფერი დამოკიდებულია ნახევარგამტარის მასალაზე – ხელმისაწვდომია მრავალი ფერის შეუქდიოდები. Continue reading რა არის შუქდიოდი? (LED)

არდუინოს დაპროგრამება 01 – დაფის შუქდიოდის ციმციმი


ამ ჩანაწერში ვისწავლით არდუინოს დაფაზე დასმული შუქდიოდის (LED) მართვას და ციმციმს.

შუქდიოდის ანთება არის ყველაზე მარტივი რამ, რაც შეიძლება ააწყო მიკროკონტროლერის (მკკ) საშუალებით. ეს არის ნებისმიერი მკკ-ს “Hello World!” პროექტი. მისი დანიშნულებაა ადამიანს გააცნოს პლატფორმის პირველადი ცნებები, თვისებები და საშუალებები. Continue reading არდუინოს დაპროგრამება 01 – დაფის შუქდიოდის ციმციმი