Tag Archives: Arthur Conan Doyle

საუკეთესო საჩუქარი წიგნია?


საინტერესოა, რომ ეს ფრაზა არ ბერდება ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში.
საახალწლო საჩუქარი წელს ადრე მომივიდა – თოვლის ბაბუამ ორი წიგნი მომიტანა:
არტურ კონან-დოილის, “შერლოკ ხოლმსის თავგადასავლების” სრული კრებული და ჰოვარდ ლავკრაფტის ნაწარმოებათა სრული კრებული, ორიგინალში!!

image

ორივე წიგნი ტყავის ყდაშია და ულამაზესადაა გაფორმებული. მმმ.
არ ვიცოდი, რომ შერლოკ ჰოლმსის შესახებ 60 (სამოცი!) ნაწარმოები არის.  ბავშვობიდან ათიოდე თუ მახსოვდა. ახლა ორიგინალში უნდა წავიკითხო – კონან დოილი არაჩვეულებრივად ცოცხალი ენით წერდა!!  ა- ია კტულჰუ ფათაგნ…
ლავკრაფთი კი – მეოცე საუკუნის საშინელებათა ჟანრის მეფე – ცოტა რთული ენით წერს, ბევრი ახალი და იშვიათი სიტყვა მხვდება… What else can a man wish for?