Tag Archives: caucasus online

აი, სიჩქარე! Caucasus is on-fucking-line


კავკასუსის ინტერნეტს ვიყენებ ამ ბოლო დროს და ძალიან კმაყოფილი ვარ. რომ ვრთავდი 30 მეგაბიტიან ინტერნეტს, ახალ წლამდე მაჩუქეს 100 მეგაბიტიანი პაკეტი 30-ის ფასად 🙂

ჩემდა გასაკვირად, ერთხელაც არ მქონია რაიმე პრობლემა კავშირთან (თუ არ ჩავთვლით, რომ  რაღაც შეცდომის გამო პირველი დღეები მხოლოდ 10მეგაბიტი მოდიოდა). რომ დავრეკე ცხელ ხაზზე, ნომრით ეგრევე მიცნეს და არ მომიწია ჩემი სააბონენტო ნომრის გახსენება და კარნახი. ერთი ვახსენე რაში იყო საქმე და ნახევარ წუთში გაასწორეს.

ჯერჯერობით ერთ რამეს ვიტყვი: საღოლ, კავკასუს.

No pics -> it didn’t happen: