Tag Archives: control systems

მართვის სისტემები – პროპელერიანი ხელი


MIT ინტერნეტ-თაობის განათლების სისტემაში edX.org ხელმისაწვდომი გახდა საინტერესო კურსი: Introduction to Control System Design – A First Look, რაც ნიშნავს “შესავალი მართვის სისტემებში – პირველი დანახვა“. ზოგიერთს შეიძლება სულაც სასაცილოდ მიაჩნდეს – ყველაფერი მარტივ დონეზეა ახსნილი და ბევრ მომზადებას არ მოითხოვს.

საქმე იმაში არაა, რომ ეს კურსი ზედაპირულად ეხება მართვის სისტემებს. არა – მოცემული კურსი არაჩვეულებრივია იმიტომ, რომ ის ძირითადად ლაბორატორიულია (ანუ, პრაქტიკაზე ორიენტირებული)!! მე განსაკუთრებით გამიხარდა ამ კურსის აღმოჩენა: პრინციპში თსუ-შიც გავიარე მართვის სისტემები (ბაკალავრიატი), MS&T-შიც გავიარე ციფრული მართვის სისტემები(მაგისტრატურის ნაწილი). ყველგან გავიარე მათემათიკა და დიაგრამები. ფორმულებში სულის ჩაბერვა კი დაავიწყდათ ორივეგან… ახლა მე შანსი მომეცა 🙂

Continue reading მართვის სისტემები – პროპელერიანი ხელი