Tag Archives: firefox

Firefox Sync. უბრალოდ არ ვარგა.


არა, მე არ ვამბობ რომ ის უსარგებლოა. პირიქით – ინფორმაციის სინქრონიზება ყველა ჩემი მოწყობილობის შორის ძალზედ ხელსაყრელია! სანიშნეები, პაროლები, ისტორია, დანამატები და დაფებიც კი ყველგან ერთია! 🙂

ამ მომსახურების უდიდეს უპირატესობაში მდებარეობს მისი ყველა დიდი სისუსტე: ინფორმაცია იმდენად დაცულია, რომ ხშირად თვითონ მომხმარებელსაც კი უჭირს თავის სანიშნეებთან წვდომა!

გეტყვით მარტივად [არც ისე]:

ვთქვათ, მე შევქმენი Sync-ის ანგარიში და ჩემი სახლის ბრაუზერი ავტომატურად იმახსოვრებს ჩემს ინფორმაციას. იმისათვის, რომ მე დავამატო სამსახურის კომპიუტერი მე უნდა:

  1. მივიდე სამსახურში და ჩავიწერო 12-ნიშნა სპეციალური Sync კოდი
  2. ეს კოდი წავიღო სახლში და შევიყვანო “სანდო კომპიუტერზე”

ეს კი არაფერი, იტყვით, მაგრამ თუ ბევრი მოწყობილობა გაქვთ? თავის ტკივილია!

კიდევ პრობლემა:

სამსახურის კომპზე წვდომა არ მაქვს. სახლში ცეცხლაკუდა დაიკიდა და დამიზიანა პროფილი. ჩემი სახლის კომპი უკვე აღარაა სანდო.

როგორ დავამატო, რა ვქნა? – თურმე უნდა მოვითხოვო დამატებითი კოდი (32-ნიშნა??), რომელსაც გამოვიყენებ ჩემი სახლის მანქანის სანდო სტატუსში აღსადგენად უნდა გამოვიყენო ის და მერე ხელახლა ჩავამატო ორივე დანარჩენი მოწყობილობა: სამსახურის მანქანა და ტელეფონი.

რისთვის, მაინტერესებს, რის-თვის?!

რა ვქნა რომ ჩემს ყველა მოწყობილობას რამე დაემართოს? წტფ, მერამდენე დღეა ვიტანჯები.

რატომაა, რომ ქრომში ყველაფერი უბრალოდ მუშაობს?!?!

კიდევ ერთი გაღიზიანებული მომხმარებლის ციტატას მოვიყვან და დავიწყნარებ ნერვებს:

ჩემი სანიშნეები უფრო დაცულია ვიდრე ჩემი საბანკო მონაცემები

აუცილებლად გადავალ ოპერაზე და ვცდი მის მომსახურებას.

ვინმეს გიცდიათ Firefox Sync? მოგეწონათ? რა მოგეწონათ, რატომ?

ჩასწორება 26.სექ.2012: სანდო მანქანიდან უნდა ავიღოთ Recovery Key  და მინი მეშვეობით დავამატოთ ყველა დანარჩენი. რთული კი არ არის, მაგრამ: თუ კი სანდო მანქანა აღარ დაგრჩათ, ყველა მონაცემი იშლება… აღდგენის შანსი რაგინდ მცირე რიცხვია.