Tag Archives: image attachment

როგორ გავასწოროთ მიმაგრებული სურათები phpBB3-ში


დავბრუნდი ცოტა ხნით… რაღაც გავაკეთე ჩემთვის და ეგებ ვინმეს გამოადგეს… 🙂

ესეიგი, თუ შექმნით ახალ თემას ფორუმზე და მიამაგრებთ ცოტა დიდ სურათს(კერძოდ >350 წერტილი) და ჩასვამთ სტრიქონში(inline attachment), მაშინ ის ჩამოჭრილი იქნება სანამ არ დაწკაპებთ მასზე:

ხომ ძალიან გამაღიზიანებელია?

ამის გასასწორებლად უნდა ჩაასწოროთ თემის (prosilver) სტილი… ეს ხდება ადმინპანელი->სტილები->თემები->ჩასწორება-ში

იქ იპოვით .attach-image-ს: 

და წაშლით სტრიქონებს შემდეგი პარამეტრებით: max-height და overflow…

შეინახეთ და… ვუალა, გამაღიზიანებელი უჩინარი ‘სარკმელი’ გასწორდა: