Tag Archives: linux

დროს რა ვუყო?


ამ ბოლო დროს, ასეთი პირი უჩანს, რომ მომიჭერს. როგორც უნივერსიტეტის მხრივ, ისე სამსახურის მხრივ. განსაკუთრებით, როცა ვიწყებ ჩემი საბაკალავრო ნაშრომის დაწერას.

გრაფიკი სამსახურში გასაკეთებელი საქმის გაწერილია ივნისის შუა რიცხვებამდე, თითოეულ დღეს უნდა ახასიათებდეს მკვეთრი პროგრესი. თუ რამე არ გამოვა, მთელი დიდი პროექტი კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. არადა მდგრადი განვითარება ისე მახასიათებს, როგორც საქართველოს ეკონომიკას 😦

საბაკალავრო თემა მაქვს საინტერესო, თუ არა გენიალური. რათქმაუნდა, აზრი მე არ მეკუთვნის, მე უბრალოდ განვავითარებ ჩემი ხელმძღვანელის ერთ საინტერესო იდეას. იმედია, ოდესმე დადგება დრო როცა შემეძლება აქ ვისაუბრო მის შესახებ. ძალიან ძალიან მარტივი და გენიალური იდეაა. ერთი სული მაქვს ავამუშაო 🙂

ეგ ხომ კარგი. თუ გამიმართლა, ყველაფერს წარმატებით დავწერ და დავამთავრებ თსუ-ს ბაკალავრიატს.

სხვა მხრივ, ახლა მეწყება სწავლა და სულ მცირე 5 საგანი უნდა ავირჩიო. როგორც წესი, ვცდილობ კარგად ვისწავლო, ვინაიდან GPA მაქვს გამოსასწორებელი. პირველი სემესტრის “ცოდვების” გამო, 3.5 მაქვს და საერთოდ არ მაკმაყოფილებს. თან საზღავრგარეთ უნდა ვცადო მაგისტრატურაში ჩაბარება. მანდ კი GPA მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთი არჩევნის წინ ვდგები, ჯერ სად ვარ? ან კარგად უნდა ვისწავლო, ან კარგად ვიმუშაო. ერთდროულად ორივე არ გამოვა. დიდი დატვირთვა არის იქაც და იქაც. იმედია რამეს მოვახერხებ…

Continue reading დროს რა ვუყო?

Advertisements

გავუზიაროთ Dropbox საქაღალდე Windows და Ubuntu-ს შორის


dropbox-folder-preview

თუ იყენებთ ორმაგ სისტემას Windows +  Ubuntu  (ან სხვა GNU/Linux გამოცემა) და გაქვთ შესანიშნავი Dropbox ანგარიში, ალბათ გსურთ არ გქონდეთ ყველა ატვირთული ფაილის თითო ვერსია თითოეულ სისტემაზე. ამოცანის გადასაწყვეტად:

  • უნდა მოვახდინოთ სინქრონიზება Windows გარემოში, რომელიმე სასურველ საქაღალდეში
  • გადავარქვათ Dropbox საქაღალდე Dropbox_tmp საქაღალდედ (აგიხსნით რატომ)
  • გადავტვირთოთ კომპიუტერი ლინუქსში
  • დავაყენოთ Dropbox და ავირჩიოთ Advanced Setup
  • Set Dropbox folder დიალოგის გვერდზე, მივუთითოთ Windows დანაყოფზე მყოფი Dropbox საქაღალდე იქვე, სადაც მდებარეობს Dropbox_tmp
  • Next, next, next, finish
  • Dropbox-ის გაშვებამდე, მიაგენით Dropbox_tmp საქაღალდეს. წაშალეთ ახალი Dropbox საქღალდე და გადაარქვით Dropbox_tmp სახელად Dropbox
  • გაუშვით Dropbox, ის დაინახავს არსებულ ფაილებს და დაიწყებს მათ გადამოწმებას
  • ამის შემდეგ შეგიძლიათ ჩვეულებრივად გამოიყენოთ Dropbox ორივე სისტემაზე

საქაღალდის გადარქმევა მოგვიწია, რადგან არსებულ Dropbox საქაღალდეში პროგრამა არ ყენდება.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა ვქნათ რომ სისტემის ჩართვისას არც ერთი სხვა დანაყოფი არ არის დამაგრებული, ხოლო Dropbox-ს სჭირდება ის… ამას შველის:

  • გახსენით ტერმინალი
  • აკრიფეთ mount
  • ჩამოთვლილ სიაში იპოვეთ თქვენთვის საჭირო დანაყოფი, ჩემია: /dev/sda2
  • სისტემის მომართვის ფანჯარაში, იპოვეთ Startup Applications, გახსენით ის
  • დაამატეთ ჩანაწერი, რომლის ბრძანება იქნება: /usr/bin/udisks –mount /dev/sda2
  • შეინახეთ. დაისვენეთ 🙂 აწი, სისტემაში შესვლისას, დამაგრდება მითითებული დანაყოფი.

Humble Indie Bundle V. ის დაბრუნდა!


ლინუქს გეიმერებო, ის დაბრუნდა!
და მას საუკეთესო თამაშები ახლავს!

გადაიხადეთ რამდენიც გსურთ!
გადაწყვიტეთ, გადახდილი თანხის რა წილი ვის ანგარიშზე ჩაირიცხება – შემმუშავებლების თუ საქველმოქვედოთ!

გაააქტიურეთ შეძენილი თამაშები Steam-ში!
ახლა უკვე უბუნტუ პროგრამული ცენტრის მხარდაჭერით!

humblebundle.com