Tag Archives: swap

Swap-ის გათიშვა. დავასვენოთ სისტემა.


…გავრცელებულია ფორმულა: swap = RAM*2

ეს ფორმულა საკმაოდ დიდ დისკუსიებს იწვევს. ზოგი სვაპს იყენებს, ზოგს საერთოდ არ სჭირდება.

თანამედროვე კომპიუტერებზე, სადაც RAM => 4 GB, swap დანაყოფი ხშირად არ გამოიყენება. ნუ, თითქმის არ გამოიყენება. 🙂 შესაძლებელია გაქვავებისთვის (hibernation). მაგრამ თანამედროვე სისტემებში გათიშვა და ახლიდან ჩართვა ბევრად უფრო სწრაფი და სანდოა ვიდრე გაქვავება(ან ზამთრის ძილი, როგორც ზოგიერთი ეძახის 🙂 )

ჩემი აზრით სვაპის გამოყენებას აზრი არ აქვს. თანამედროვე სამომხმარებლო კომპიუტერზე. ძალიან ანელებს სისტემას, ზედმეტად ტვირთავს ხისტ დისკს და ა.შ. ხანდახან ზოგიერთი განსაკუთრებით მძიმე პროგრამა გამოიყენებს სვაპის ~100 მბაიტს… არადა ოპერატიული მეხსიერების საკმაოდ დიდი ნაწილი ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია!

მე არ ვიცი ეს უბუნტუს პრობლემაა თუ ზოგადად გნუ/ლინუქს სისტემების.

სვაპის მართვის ჩემთვის ცნობილია 2 ბრძანება:

sudo swapoff -a
sudo swapon -a

პირველი ბრძანებით ვთიშავ სვაპს. მეორეთი, თუ საჭიროა – ვრთავ 🙂

“sudo swapoff -a” ავტომატურად აიღებს სვაპში მყოფ მონაცემებს და გადაიტანს მათ RAM-ში (თუ ხელმისაწვდომია საჭირო სივრცე)