არა, მე არ ვამბობ რომ ის უსარგებლოა. პირიქით – ინფორმაციის სინქრონიზება ყველა ჩემი მოწყობილობის შორის ძალზედ ხელსაყრელია! სანიშნეები, პაროლები, ისტორია, დანამატები და დაფებიც კი ყველგან ერთია! 🙂
ამ მომსახურების უდიდეს უპირატესობაში მდებარეობს მისი ყველა დიდი სისუსტე: ინფორმაცია იმდენად დაცულია, რომ ხშირად თვითონ მომხმარებელსაც კი უჭირს თავის სანიშნეებთან წვდომა!
გეტყვით მარტივად [არც ისე]:
ვთქვათ, მე შევქმენი Sync-ის ანგარიში და ჩემი სახლის ბრაუზერი ავტომატურად იმახსოვრებს ჩემს ინფორმაციას. იმისათვის, რომ მე დავამატო სამსახურის კომპიუტერი მე უნდა:
- მივიდე სამსახურში და ჩავიწერო 12-ნიშნა სპეციალური Sync კოდი
- ეს კოდი წავიღო სახლში და შევიყვანო “სანდო კომპიუტერზე”
ეს კი არაფერი, იტყვით, მაგრამ თუ ბევრი მოწყობილობა გაქვთ? თავის ტკივილია!
კიდევ პრობლემა:
სამსახურის კომპზე წვდომა არ მაქვს. სახლში ცეცხლაკუდა დაიკიდა და დამიზიანა პროფილი. ჩემი სახლის კომპი უკვე აღარაა სანდო.
როგორ დავამატო, რა ვქნა? – თურმე უნდა მოვითხოვო დამატებითი კოდი (32-ნიშნა??), რომელსაც გამოვიყენებ ჩემი სახლის მანქანის სანდო სტატუსში აღსადგენად უნდა გამოვიყენო ის და მერე ხელახლა ჩავამატო ორივე დანარჩენი მოწყობილობა: სამსახურის მანქანა და ტელეფონი.
რისთვის, მაინტერესებს, რის-თვის?!
რა ვქნა რომ ჩემს ყველა მოწყობილობას რამე დაემართოს? წტფ, მერამდენე დღეა ვიტანჯები.
რატომაა, რომ ქრომში ყველაფერი უბრალოდ მუშაობს?!?!
კიდევ ერთი გაღიზიანებული მომხმარებლის ციტატას მოვიყვან და დავიწყნარებ ნერვებს:
ჩემი სანიშნეები უფრო დაცულია ვიდრე ჩემი საბანკო მონაცემები
აუცილებლად გადავალ ოპერაზე და ვცდი მის მომსახურებას.
ვინმეს გიცდიათ Firefox Sync? მოგეწონათ? რა მოგეწონათ, რატომ?
ჩასწორება 26.სექ.2012: სანდო მანქანიდან უნდა ავიღოთ Recovery Key და მინი მეშვეობით დავამატოთ ყველა დანარჩენი. რთული კი არ არის, მაგრამ: თუ კი სანდო მანქანა აღარ დაგრჩათ, ყველა მონაცემი იშლება… აღდგენის შანსი რაგინდ მცირე რიცხვია.