Tag Archives: the witcher

მხედვარი და გამოგონილი ურჩხულები


witcher_monsters_cover– გერალტ, მაგრამ ურჩხულები ხომ ნამდვილად არსებობენ? შესაძლოა, იმდენნი აღარ არიან, რამდენიც უწინ და ყოველი ხის უკან აღარ არიან ჩასაფრებულნი, მაგრამ ნამდვილად არსებობენ. მაშ, როგორ გგონია, რატომღა იგონებენ ადამიანები მათ არსებობას? რაც მთავარია, თავიანთი გამონაგონისა თვითონვე სჯერათ. აბა, სახელგანთქმულო მხედვარო, რას მეტყვი? არ გიფიქრია, რატომ არის ასე?
– მიფიქრია, სახელოვანო პოეტო, და ისიც ვიცი, რატომაც იგონებენ. ადამიანებს უყვართ ურჩხულებსა და ურჩხულების მსგავს ქმნილებებზე ამბების შეთხზვა, რადგან მათ ფონზე თავად ნაკლები ურჩხულები ჩანან. როცა ადამიანები გონების დაკარგვამდე თვრებიან, ცრუობენ, იპარავენ, ცოლებს სცემენ, მოხუცებს აშიმშილებენ, ხაფანგში გაბმულ მელას ნაჯახით კლავენ და უკანასკნელ რკოს ისრით ძირს აგდებენ, სიამოვნებთ იმის გაფიქრება, რომ ალიონზე მათ ქოხში შემოპარული ბეინი მათზე უარესი ურჩხულია. თავს უკეთ გრძნობენ და ცხოვრებაც უფრო ეადვილებათ.
– დავიმახსოვრებ. – ჩაილაპარაკა ბაბუაწვერამ და ერთხანს იყუჩა. – რითმას ვუპოვი და ამაზე ბალადას შევთხზავ.
– ეგრე ქენი, მაგრამ დიდი ოვაციების იმედი ნუ გექნება.

ანჯეი საპკოვსკი, “მხედვარი: უკანასკნელი სურვილი” – წიგნის არაჩვეულრბრივი თარგმანი გამომცემლობისაგან “წიგნები ბათუმში“. ხელმისაწვდომია ბეჭდილი ან ელექტრონული წიგნის სახით საბას საიტზე.

witcher_monsters_quote