Tag Archives: VNA

გამაძლიერებლის კვლევა ვექტორული მაანალიზებლის (VNA) მეშვეობით


დიდი ფირმები ხშირად ამზადებენ საგანმანათლებლო/საინჟინრო მასალას, დოკუმენტისა თუ ვიდეოს ფორმით (webinar – ინტერნეტ სემინარი).

ერთ-ერთი ასეთი არის საზომი მოწყობილობების მწარმოებელი Keysight  Technologies (ძვ. Agilent). ისინი მოგვიყვებიან, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ქსელის ვექტორული მაანალიზებელი გამაძლიერებლების გარკვეული მახასიათებლების დასადგენად: გაძლიერება, იზოლაცია, 1დბ შეკუმშვის  წერტილი, მესამე რიგის ინტერმოდულაციის პროდუქტი და ა.შ.

რათა იხილოთ ის, ეწვიეთ ამ ვებგვერდს: “Basics of RF Amplifier Test With the Vector Network Analyzer”. აქ მოცემულია როგორც ვიდეო, ისე საკითხავი მასალა; ახსნილია, თუ რა მახასიათებლები იზომება, რისთვის და როგორ.

ძალიან საინტერესოა!

გაბნევის მახასიათებლები (scattering parameters)


გაბნევის მახასიათებლები (ინგ. scattering parameters) აღწერენ ელექტრული სისტემის (ქსელის) პორტებზე (ტერმინალებზე) მიწოდებულსა და მიღებულ სიმძლავრეთა შორის დამოკიდებულებას.

მაგალითად, თუ გვაქვს ორშესავლიანი სისტემა (Port1 და Port2), S12 მახასიათებელი აღწერს Port2-დან Port1-ში მიწოდებულ სიმძლავრეს. ზოგადად, მრავალშესავლიან (multi-port) სისტემაში მახასიათებელი SNM აღწერს Port M-დან Port N-ში მიწოდებულ სიმძლავრეს. Continue reading გაბნევის მახასიათებლები (scattering parameters)

ქსელის ვექტორული მაანალიზებლის (VNA) მოდელი ნაწ.1


agilent-vnaმოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ვისაუბრე ქსელის ვექტორული მაანალიზებლის (VNA) შესახებ და ასევე მქონდა დავალება შემექმნა ერთ-პორტიანი VNA-ს მოდელი კომპიუტერზე.

ამ ჩანაწერში შემოგტავაზებთ ზემოხსენებული დავალების შესრულებულ ვარიანტს. აქ მოყვანილი ინფორმაცია შეიძლება არ იყოს 100% სრული ან მართალი. იმედი მაქვს ბევრი შეცდომ არ დამიშვია :))

Continue reading ქსელის ვექტორული მაანალიზებლის (VNA) მოდელი ნაწ.1

წიგნი ქსელის ვექტორული მაანალიზებლის შესახებ


Michael Hiebel - Fundamentals of Vector Network Analysisსალამი ყველას! დღეს ჩემმა ხელმძღვანელმა მაჩუქა საუკეთესო წიგნი ქსელის მაანალიზებლის შესახებ! ❤

ეს ნაშრომი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად ამ თემატიკაზე. მასში განხილულია საკმაოდ ვრცელი მასალა:

  •  მაანალიზებლების სახეობები
  • თითოეულიშემადგენელი ნაწილის აღწერა, ფუნქციონალობის დაწვრილებითი გარჩევა
  • არაიდეალური ეფექტების დახასიათება
  • დაკალიბრების სახეობები – თეორია და გამოყენება
  • განსაკუთრებით სასარგებლოა წიგნის “რეცეპტების” ნაწილი: ანუ კონკრეტული ამოცანების გაზომვის ტექნიკა.

500px-Rohde_&_Schwarz_Logo.svgMichael Hiebel – “Fundamentals of Vector Network Analysis“, Rohde & Schwarz

წიგნის ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ საიტზე, ან მოცემულ ბმულზე. პატარა pdf ფაილია, მაგრამ ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოიცავს 🙂

დავალება: ქსელის ვექტორული მაანალიზებლის (VNA) მოდელი


agilent-vnaახალი დავალება მივიღე უნივერსიტეტში. კლასის მიზანია სიღრმისეულად ვისწავლოთ სხვადასხვა გაზომვების ჩატარების პრინციპი. ამასთან ერთად ხშირად საჭიროა ავაგოთ ამა თუ იმ გაზომვის რიცხვითი მოდელი.

ამჯერად დავალებაა: შევქმნათ 1-პორტიანი ქსელის ვექტორული მაანალიზებლის მოდელი (1-port VNA)

აქ შედის შემდეგი ასპექტები:

  • VNA სტრუქტურის მოდელი
  • ხმაურის ფაქტორების ჩართვა და ზემოქმედების დადგენა
  • SOL დაკალიბრება და მაანალიზებლის სისტემატური ცდომილების აღმოფხვრა
  • DUT-ს იმპედანსის გაზომვის მოდელი და დინამიური დიაპაზონი (dynamic range)
  • ცდომილება დაკალიბრების შემდგომა და მისი ზემოქმედება გაზომვაზე

ჯერ-ჯერობით აზრზე არ ვარ როგორ უნდა მოხდეს ამის მოდელირება. MATLAB + Spice სავარაუდოდ. თუმცა ხალხი ამბობს მარტივიაო 🙂

ამის შესახებ ვწერ იმის გამო, რომ მგონია რომ ეს კარგი გამოცდილება იქნება და მინდა სხვებსაც გავუზიარო.

რამეს რომ გავარკვევ, აქ დავწერ 😉